დედოფლისწყაროელთა ნაწილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის უფროსს მარიეტა გონაშვილს პირადი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. ეს ქალბატონი საკრებულოს თავმჯდომრის და გახლავთ. მოსახლეობაში აჟიოტაჟი ჯანდაცვის ცენტრისთვის ბიუჯეტის თანხებით შეძენილმა ავტომობილმა ოპელმა გამოიწვია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ახლადშეძენილი ოპელით მუდმივად გონაშვილის ვაჟი სარგებლობს და ქალბატონმა მარიეტამ ვაჟს ბიუჯეტის ფულით "საქორწინო საჩუქარი" გაუკეთა. ხსენებული ავტომობილით რომ ძირითადად სახანძროს უფროსი ნიკა ფიროსმანაშვილი სარგებლობს, ამას ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე ინტერნეტ გაზეთ "ქიზიყის" კორესპონდენტებიც აფიქსირებენ.
თავად მარიეტა გონაშვილი ადასტურებს, რომ ოპელი ბიუჯეტიდან შეიძინეს. ის ამბობს, რომ სამსახურიდან მძღოლი გივი პოპიაშვილი ახლახან გაათავისუფლა და გადაადგილებაში დახმარება ვაჟს ამიტომ სთხოვა. თუმცა, მოსახლეობას პრეტენზიები ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როცა მძღოლი გათავისუფლებული არ იყო და სამსახურისთვის შეძენილ ავტომობილს პირადი მიზნებისთვის თავიდანვე ნიკალა ფიროსმანაშვილი იყენებდა.
"ამ ახალი ავტომანქანით არც თბილისში წავსულვართ და არც პირადი საქმისთვის ვიყენებთ, ალბათ იმას გულისხმობთ, თუ გამგეობაში ჩავალთ ხოლმე". - ამბობს მარიეტა გონაშვილი.