22:15 16.06.2011
ლიბიელი აჯანყებულები აცხადებენ რომ, მოამარ კადაფის მომხრეები ქალებს სისტემატურად აუპატიურებენ და აწამებენ, მათ ნაამბობს მებრძოლებისთვის ჩამორთმეულ მობილურ ტელეფონებში არსებული ვიდეომასალებიც ამტკიცებს.CNN–მა მოიპოვა ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ მიმდინარეობს ქალების სქესობრივი შეურაცყოფა.
კადრში ჩანს ორი მამაკაცი და უფრო მეტი შიშველი ქალი. უკან მდგომი მამაკაცი სადისტურად აუპატიურებს ქალს. ისმის ხმამაღალი შეძახილები და კივილი. ერთ–ერთი სამხედრო კი ქალს სახეში წიხლს ურტყამს...
სი–ენ–ენი დანამდვილებით ამტკიცებს, რომ კადრები უტყუარია. ტელეკომპანიის ცნობით შესაძლებელია დამნაშავეთა იდენთიფიკაცია.
ოფიციალური პირები მომხდარს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფაქტების გადამოწმება ვერ ხერხდება...
