ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი მანდატურის ოქმის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რევაზ მაჭავარიანი სამსახურში აღდგენას ითხოვს და სკოლაში დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდება.
გაზიარება
[21:53 16-12-2010]
მისი მტკიცებით მოსწავლეებისთვის ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებაში ის შეცდომით დაადანაშაულეს. ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტს მოსწავლეებიც უარყოფენ. მასწავლებელი ეჭვობს, რომ შესაძლოა ბავშვები მის წინააღმდეგ გამოიყენონ.
მომხდართან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მისივე ბრძანებით, სკოლის ტერიტორიაზე მომუშავე ჟურნალისტებს მანდატურებმა ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს.