დღეს, ზუგდიდში დოკუმენტური ფილმის „ცხოვრება ტრანზიტი“–ს ჩვენება გაიმართა. 1993 წელს აფხაზეთის დატოვების შემდეგ დევნილთა 150–მა ოჯახმა თავი მიტოვებულ შენობას შეაფარა, რომელიც ტბის მახლობლად გარიყულ დამსხვრეულ გემს წააგავს.
გაზიარება
[20:44 08-12-2010]
როგორია მიტოვებულად ყოფნა? საითკენ მიისწრაფიან ისინი? ეს ქალები და კაცები აქ დედაქალაქ თბილისის პერიფერიაზე ცხოვრობენ, მივიწყებულნი როგორც უცხოელები ცალკე მიწაზე. ისინი ფესვებმოწყვეტილთა თემს წარმოადგენენ, რომელთათვისაც ერთმანეთის მხარდაჭერა გადარჩენის ერთადერთი გზაა – დოკუმენტურ ფილმში სწორედ ამ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული.
„როცა მათ ყოველდღიურ ყოფაში ებმები, ისინი ამჟღავნებენ და საუბრობენ თუ როგორია დევნილობაში ცხოვრება. ჩვენ მათი აჩრდილების, მოგონებების, იმედებისა და მომავლის თანაზიარი ვხდებით“ – ამბობენ ფილმის შემქმნელები თამარა ჯალაღონია და ვალერი ლეონი.