გუშინ აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის ხელმძღვანელად წოდებულმა ბესარიონ აპლიამ მიმართა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელებს და მათ დიალოგისკენ მოუწოდა. ის ამ მიმართვაში საუბრობს ძმათა შორის აუცილებელ მშვიდობასა და ერთმორწმუნეობაზე .
გაზიარება
[21:52 09-12-2010]
მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საპატრიარქო ცნობს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. სწორედ ასეთი ახსნა მოუძებნა მას „ინტერფაქსათან“ ინტერვიუში საქართველოსა და აფხაზეთის ეკლესიების შეუთანხმებლობას. ამავე ინტერვიუში მან უარყო ის მოწოდება, რომელიც ერთი დღით ადრე გავრცელდა და რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. აპლიამ მოგვიანებით ახსნა, რომ საქართველოს ეკლესიასთან დიალოგში იგი გულისხმობდა დიალოგს ერთ თემაზე: დაიწყონ საუბარი აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე. საქართველოს საპატრიარქოს საზღვარგარეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის გამოხატავდა სურვილს აფხაზებთან დიალოგის დასაწყებად. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ უნდა დაიწყოს ეს დიალოგი. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქი ამისთვის მზად არის. მიტროპოლიტმა გერასიმემ ჟურნალისტებთან ეს იქამდე განაცხადა, სანამ ბესარიონ აპლია თავის პირველ მოწოდებას უკან წაიღებდა და სანამ საქართველოს საპატრიარქოს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების პირობას წაუყენებდა.
"ახალი 7 დღე"