პრემიერ–მინისტრად – მერაბიშვილი, პრეზიდენტად – ბაქრაძე, ან მელიქიშვილი

იმაზე, თუ რას მოიტანს შემოდგომა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; გამოვა თუ არა ჩირგვებიდან ოპოზიცია; რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი, რომლებსაც 2013 წლის შემდეგ აირჩევენ და რით ჰგავს “თავისუფლების ინსტიტუტი“ გუგულს, პრესა.გე–ს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა, რომელიც ამავდროულად “რესპუბლიკური პარტიის“ წევრია.

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 02:16 331-08-2010]

ელოდებით თუ არა რადიკალურ ცვლილებებს შემოდგომაზე?
პაატა ზაქარეიშვილი: რაღაც გამოსვლები იქნება, როგორც ახლა არის – დევნილების და გარე მოვაჭრეების, მაგრამ ლოკალური, რომელსაც ფართომასშტაბიანი, შეუქცევადი ხასიათი არ მიეცემა, რადგან ასეთ დროს, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უჩნდებათ ამბიცია, ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ და ამით დაწყებული საქმე ფუჭდება – ამას უკვე აღარ აჰყვებიან დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, ვინც ხვდებიან, რომ ეს არასწორი მეთოდია.

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს მასშტაბური, 7 ოქტომბერს დანიშნული, დევნილებისა და გარე მოვაჭრების საპროტესტო აქცია?
– მასშტაბური არანაირ შემთხვევაში არ გახდება. მათ პროტესტს ხელისუფლება ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს; ეცდება არ დაარბიოს, თუ უკონტროლო სიტუაცია არ შეიქმნა; ანდა თუ დარბევა მოინდომა, შიგნიდან რაღაც აფეთქებას მოაწყობს, უკონტროლო ვითარებას შექმნის და შემდეგ თავს გაიმართლებს, იძულებული ვიყავით დაგვერბიაო. ძალიან გამიკვირდა, აგვისტოში მცირერიცხოვანი მიტინგი, რომ დაარბიეს.

რატომ გაჰყავთ დევნილები თბილისიდან შორს, ფოცხოში?
– დევნილებს თბილისში ეკავათ გასაყიდად საინტერესო ადგილები, ქალაქის ცენტრში. ეს არის ყოფილი “ზაკვოს“ შენობა, ჰოსპიტალი... ეს კარგი, კაპიტალური შენობებია, რომელთა გაყიდვით შეიძლება დროებითი ინვესტიცია მაინც შემოიტანონ და გაიუმჯობესონ თავიანთი ფინანსური პირობები.

ქვეყანაში პრობლემებია – წელს უთავდებათ 4–მილიარდიანი დახმარება, რომელიც ევროკავშირმა და აშშ–მ გამოყო და არაფერი სერიოზული არ ჩანს, რომ შემოსთავაზოს მსოფლიომ. სახელმწიფო იძულებული იქნება ვალები კიდევ აიღოს. ჩვენ უკვე ვართ დიდ ვალებში – საგარეო ვალები ბიუჯეტს პრაქტიკულად ორჯერ აღემატება, რაც არის შემაშფოთებელი ფაქტი. ამ ვალების გასტუმრება 2013 წლიდან უნდა დაიწყოს. კატასტროფული შედეგები შეიძლება მივიღოთ – შესაძლოა ქვეყანა გაბანკროტდეს. ოღონდ ტყავი გადაირჩინონ და ყიდიან ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლება.

დევნილების დასასახლებლად ფოცხო კი არ ამოუჩემებიათ?! იქ გაჰყავთ, რადგან სხვაგან გასაყვანი არსად არის და თან, ეს ტერიტორია გასაყიდად არასდროს დასჭირდებათ. აგვისტოში დევნილებთან ერთად გარემოვაჭრეებსაც დაერივნენ, რადგან აგვისტო მართლაც მკვდარი სეზონია და ძნელია სოლიდარობის გამოცხადება, ისედაც არასოლიდარულ ქართულ საზოგადოებაში.

გარემოვაჭრეებს დაერივნენ იმიტომ რომ პროდუქცია მაღაზიებიდან აღარ იყიდებოდა და “ნაცმოძრაობას“ ფული არ შესდიოდა; მაღაზიები არ გექნება და ვერ გექნება, თუ შენ ხელისუფლებასთან შეკრული არა ხარ. გარემოვაჭრეების აყრის შემდეგ, ფასებმა ერთი–ორად მოიმატა და პარტიის სალაროს შევსების შანსები გაჩნდა.

რამდენად ჰარმონიული, ერთიანია დღევანდელი ხელისუფლება?
– საკმაოდ ჰარმონიულია. ვიდრე ხელისუფლებაში იყვნენ: ირაკლი ოქრუაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია, ჩვენ ვამბობდით, რომ შიგნით დაძაბულობა, განხეთქილება არსებობდა და აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით. დღეს ამ მხრივ მკვდარი სიტუაციაა.

ვინ შეიძლება იყოს მორიგი ოქრუაშვილი?
– იყოს კი არა, უკვე არის და ეს მერაბიშვილია, რომლის გარშემოც ხელისუფლება იკვრება. ფაქტორი უნდა იყოს ან გამაღიზიანებელი, ან დესტრუქციული, ან კონსტრუქციული; ან უნდა აერთიანდებდეს, ან უნდა შლიდეს რაღაცას. ოქრუაშვილი შლიდა, რადგან თავის გარშემო უნდოდა შეექმნა პოლიტიკური ცენტრი. მაშინ ბევრი პოლიტიკური ცენტრები იყო, მაგრამ ახლა ცენტრები აღარ არის.

ამჟამად არის ძალიან მიკნავებული, ჩრდილში მყოფი და თავის დროის მომლოდინე ზურაბ ჟვანიას გუნდის ნარჩენები; ისინი ხმას არ იღებენ – ეტყობა ეშინიათ, წარსულიდან რაღაცეები არ შეახსენონ; არის “თავისუფლების ინსტიტუტი“, რომელიც ძალიან არაპოპულარული, არალეგიტიმურია და რომელსაც ყოველთვის უნდა თავისი კვერცხები სხვის ბუდეში ჩადოს (ანუ გუგულის რეჟიმში არიან) და იქ მაინც მოახდინოს თავისი ლეგიტიმაცია; კიდევ არიან პირდაპირ სააკაშვილზე მიწებებული თავისუფალი ელემენტები.

ამ ფონზე მერაბიშვილია აბსოლუტურად უცილობელი ლიდერი. არ გამოვრიცხავ, რომ კონსტიტუცია სწორედ მერაბიშვილისთვის იწერებოდეს, რადგან სააკაშვილმა თავის რესურსები ამოწურა და ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. არ არის გამორიცხული მმართველი ელიტის შიგნით გარიგება მოხდეს, რომ უკვე შეუძლებელია საკაშვილის მმართველობის ატანა და ამიტომ, სჯობია მმართველობის სადავეები გადაეცეს იმ ადამიანს, რომელიც შედარებით ეფექტურად მართავს სიტუაციას და ეს იქნება ალბათ, მერაბიშვილი და მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მერაბიშვილი იყოს პრემიერ–მინისტრი, რადგან ძალიან ბანალური, პრორუსული იქნება საკაშვილის პრემიერ–მინისტრობა.

ეს არადამაჯერებელი იქნება მსოფლიოსთვისაც – ისედაც იმიჯშერყეულ ქვეყანას და ხელისუფლებას, კიდევ უფრო შეერყევა იმიჯი. ვფიქრობ, ესენი არ წავლენ პუტინის მიერ გაკვალულ ფარისევლური გზით და თავიანთ ფარისევლურ გზას აირჩევენ.

და როგორი იქნება ეს ფარისევლური გზა?
– პარლამენტში უფრო მეტი ოპოზიციური პარტიები შეიძლება აღმოჩდნენ, ვიდრე ახლა არიან, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში 50%–იც რომ აიღონ, ახალი კონსტიტუციით პარლამენტის როლი იმდენად დაკნინებულია, რომ მათ არავინ არაფერს შეეკითხება. სამაგიეროდ, შექმნიან მრავალპარტიული პარლამენტის ილუზიას, ამით სპეკულირება მოხდება და ეს უცხოელებს დააკმაყოფილებს, რადგან მათ სჭირდებათ სალაპარაკოდ, რომ საქართველო რუსეთს არ ჰგავს.

ვინაიდან მერაბიშვილი არაპოპულარული ადამიანია, მას საზოგადოებასთან ურთიერთობა და ლაპარაკი არ შეუძლია (ის ჩემზე უარესად მეტყველებს; მე სალაპარაკო მაქვს, იმას ვერ ვამბობ და მერაბიშვილს სალაპარაკოც კი არაფერი აქვს), პრეზიდენტი ვერ გახდება, ხოლო პრემიერ–მინისტრობას შეძლებს – პარლამენტი აირჩევს და პრემიერ–მინისტრი გახდება.

თუ მერაბიშვილის პრემიერ–მინისტრობას არ გამორიცხავთ, პრეზიდენტი ვინ შეიძლება გახდეს?
– უნიათო, უპრინციპო ადამიანი, რომელიც კორუფციაში გარეული არ არის, მაგრამ ამავდროულად, არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური ძალა. მე მგონი დავით ბაქრაძე ყველაზე რეალური კანდიდატია. მან უკვე წლები გაიარა პოლიტიკაში და დაადასტურა, რომ არავითარი ამბიციები არა აქვს, რომ შექმნას პოლიტიკური პარტია, ვიღაცას შეუტიოს და რაღაცას მიაღწიოს.

ის კმაყოფილდება იმით, რაც მას გააჩნია. პრეზიდენტობაზე თავად შეიძლება არ ფიქრობდეს და არც არავინ არ ფიქრობს ამაზე. აუცილებელი კი არ არის ბაქრაძის გაპრეზიდენტება?! მე ვარიანტებს ვლაპარაკობ, პრეზიდენტად ამ ტიპის ადამიანი უნდა იყოს. ამ კუთხით ზურაბ მელიქიშვილის კანდიდატურაც შეიძლება დადგეს.

რამდენად უპრობლემოდ ჩაივლის კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცება?
– პარლამენტი მათია და რა თქმა უნდა, უპრობლემოდ ჩაივლის. ოპოზიცია წინააღმდეგ მისცემს ხმას – ოპოზიცონერობას გაითამაშებენ. მათ ჰყავთ აბსოლუტური უმრავლესობა; ის კი არა, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია ოპოზიციის წინააღმდეგობა – აი, ხომ ხედავთ, ჩვენთან დემოკრატიააო.

ეგ კი, მაგრამ პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიცია ისევ ჩირგვებში იქნება, როგორც აქამდე იყო?
– რატომაა ჩირგვებში?! წელიწადში 12 თვეა და რაღა მაინცდამაინც აგვისტოს მიახტა ყველა ჟურნალისტი?! ახლა მიმდინარეობს შიდა პარტიული ღონისძიებები, რეგიონებში პოზიციების გაძლიერება და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩირგვებში დამალვა. ესაა ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის ხელისუფლებიდან წამოსული პოზიცია და შემდეგ, სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ, ძალიან იოლად ხდება ამ კლიშეების ათვისება, იგივე პრესის მიერ. აგვისტოში შეუძლებელია სერიოზული პოლიტიკური აქციების განხორციელება, სადაც უნდა ჩართო ხალხი, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა რაღაცეებია გასაკეთებელი.

კარგით, მაშინ ის გვითხარით აგვისტომდე რა გააკეთეს?
– გააკეთეს ის რომ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის; აგვისტომდე იყო 30 მაისი, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობდა და გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელიც მოგვიანებით დაიშალა, აგვისტომდე მოახერხა ის, რომ მეორე ადგილზე გავიდა და თბილისში 19 პროცენტი აიღო. თუ ვიღაცისთვის ეს ცოტაა, ჩემთვის ბევრი არ არის, მაგრამ რაღაცაა, მნიშვნელოვანია და სამოომავლოდ ხელმოსაკიდია.

ამ აგვისტომდელმა შრომამ სერიოზული შედეგები მოგვცა მათთვის, ვისაც უნდა შედეგების დანახვა. კახელებს კარგი გამოთქმა აქვთ – “გინდ ღობის იქით დააბი და გინდ აქეთ, ვირი მაინც ვირიაო“. ანუ თუ დანახვა არ გინდა, ვერ დაინახავ და თუ დანახვა გინდა, დასანახი ბევრია. იმ სამუშაოს შემდეგ, რაც მაისამდე ჩატარდა, ოპოზიციამ ნამდვილად დაიმსახურა, რომ აგვისტოში დაესვენა.

როგორი იქნება შემოდგომიდან ოპოზიციის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
– შემოდგომაზე არის ორი პოლიტიკური თარიღი – დარბევის დღე – 7 ნოემბერი და რევოლუციის დღე – 23 ნოემბერი. შესაბამისად, ამ თარიღებისთვის მომზადება აუცილებელი იქნება. ნოემბერში გამოჩნდება, რას ამზადებდნენ ოპოზიციური პარტიები ზაფხულში და შემოდგომაზე. ნოემბერი იქნება “ფესტივალი“, როცა მომზადებული ხალხი გამოდის და თავისას აჩვენებს. ვინც ნოემბრისთვის ემზადება, თავიანთი თავი ოქტომბერში უნდა გამოაჩინოს.

presa.ge

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...