”როგორ დაკარგა დასავლეთმა თურქეთი” - ამ და სხვა, მსგავსი სახელწოდებებით ქვეყნდება დასავლურ მედიაში სტატიები. ერთი კონკრეტული სტატიის ეს ერთი სათაურიც კი ნათლად მიუთითებს იმ შეშფოთებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში თურქეთის საგარეო პოლიტიკური თამაშებითაა გამოწვეული. ევროპასა და ამერიკაში - როგორც პოლიტიკურ ასევე, საექსპერტო თუ ჟურნალისტურ წრეებში - ვეღარ გაარკვიეს როგორია ამ დიდი და ძლიერი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. რჩება ის პროდასავლურად თუ სულ უფრო და უფრო იხრება აღმოსავლეთისკენ.
ბოლო პერიოდის თურქეთის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯებით შეშფოთებულნი არიან ქართულ საექსპერტო წრეებშიც. მიზეზი მარტივია: ახლო აღმოსავლეთის პარალელურად, თურქეთი სულ უფრო და უფრო აქტიურად ერთვება სამხრეთ კავკასიურ პროცესებშიც. პარალელურად კი, აქტიური პოლიტიკური ფლირტი აქვს რუსეთთანაც.
დასავლეთი ახლა შეშფოთდა - ისინი დღევანდელი ფაქტებით აპელირებენ და ცდილობენ თურქეთის სამომავლო პოლიტიკური ორიენტაცია გამოითვალონ. არადა წესით, ჯერ კიდევ შარშან, რუსეთ-საქართველოს ომის დროს უნდა შეშფოთებულიყვნენ.
აგვისტოს ომის დღეებში, ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა თავდაცვის მდივანს - რობერტ გეითსს - საქართველოსთვის ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდება სამხედრო გემებით დაავალა. ამერიკული გემები შავი ზღვის აკვატორიაში თურქეთის ტერიტორიულ წყლებამდე უპრობლემოდ მივიდნენ და... გაჩერდნენ. ნატოს სამხრეთის საზღვრების ფორპოსტმა, თურქეთმა, თუნდაც ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ, მაგრამ სამხედრო ამერიკულ გემებს თავის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლება არ მისცა. გაუგებრობის მოგვარებას დრო დასჭირდა.
იმავე პერიოდში გააქტიურდა თურქეთის პოლიტიკური ფლირტი რუსეთთანაც. თურქი მაღალჩინოსნები სულ რამდენიმედღიანი რუსულ-ქართული ომის დროს (და შემდგომ პერიოდშიც) რამდენიმეჯერ ესტუმრნენ რუსეთს. გაიხსენეს, ე.წ. ”მშვიდობიანი კავკასიის” გეგმაც და ის, რუსეთს შესათავაზეს. ქართველი ექსპერტების ნაწილი მაშინ ვარაუდობდა, რომ ეს სხვა არაფერი იყო თუ არა, რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიის ხელახალი გადანაწილების შეთავაზება. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
- “არა, მე ასე ვფიქრობ. თურქეთი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ სამხრეთ-კავკასიის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და იმას, რომ დასავლეთზე გასასვლელი თურქეთზე გავლითაა, ამიტომ ცხადია, თურქეთს აქვს თავისი ინტერესები და წონა ამ რეგიონში. მით უფრო, რომ ეს ეკონომიკურად ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაა და ევროკავშირში გაერთიანების პრეტენზია აქვს. ამიტომ, ის რეალურად არის დაინტერესებული, რომ ჩვენს რეგიონში რეალური ზეგავლენა ჰქონდეს” - ამბობს სესიაშვილი.
ექსპერტის თქმით, დღეს თურქეთს მკაფიოდ გამოხატული ორმაგი პოლიტიკა აქვს.
- ”ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში მასზე უარს იტყვიან, ის ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ შესძლებელია რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს და ამით, სამხრეთ დერეფნის ალტერნატივაც კი მოსპოს. სქემა ასეთია: თურქეთმა განაცხადა, რომ მასაც სურს ენერგორესურსების გადამყიდველი იყოს ისევე, როგორც რუსეთი ყიდულობს ცენტრალურ აზიაში ნავთობსა, გაზს, იხდის მათ ტრანსპორტირებაში დიდ საფასურს და ფაქტობრივად, გადამყიდველია ამ ენერგომატარებლების. ეს ფაქტობრივად მთლიანად მოსპობს კონკურენციას რადგან თურქეთი რუსეთის პარტნიორი გახდება და ეს ორი ქვეყანა მთლიანად გააკონტროლებს ენერგომატარებლების ფასს დასავლეთში. სწორედ ამაში მდგომარეობს თურქეთის ორმაგი პოლიტიკა.
თუმცა ეს ყველაფერი თამაშია - არ დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ კავკასიაში აქტორები არიან ამერიკა და რუსეთი. აშშ-ს და თურქეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ”, - აღნიშნა სესიაშვილმა.
როგორც ჩანს, ეს კარგად ესმით აშშ-შიც. შემთხვევითი არ იყო, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რომელსაც ბარაქ ობამა ინაუგურაციის შემდეგ ესტუმრა, სწორედ თურქეთი იყო.
ახლა კი, ორიოდე სიტყვით იმ ფაქტების შესახებ, რომლებმაც უკვე წელს გამოიწვია დასავლეთის საფუძვლიანი შეშფოთება.
ოქტომბერში თურქეთმა უარი თქვა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მანევრებში მონაწილეობაზე. ცოტა უფრო ადრე, შვეიცარიაში, დავოსის პრესტიჟულ ეკონომიკურ ფორუმზე, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ-ტაიპ ერდოღანმა ისრაელის პრეზიდენტი ღაზას სექტორში სამხედრო მოქმედებების გამო გააკრიტიკა. თურქეთის ისრაელის წინააღმდე გადადგმულ ნაბიჯებს ნათელი და მარტივი მიზანი ჰქონდა.
უკვე ათი წელია თურქეთის სათავეში ისლამისტური პარტიაა. ამის გათვალისწინებით, ადვილი სავარაუდო იყო, რომ ისლამური სახელმწიფოების გარემოცვაში განლაგებული ისრაელის კრიტიკა ისლამისტური მთავრობის მიერ, მუსლიმურ თურქეთს ისლამურ ახლო აღმოსავლეთში არამარტო პოლიტიკურ წონას გაუმყარებდა, არამედ, დამატებით დივიდენდებსაც - გავლენის სფეროების გაფართოების სახით - შესძენდა.
დასავლეთის შეშფოთებას იწვევს აგრეთვე, თურქეთის მიერ ირანთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯებიც. ასე მაგალითად, ამა წლის ივნისში, ირანში ჩატარებული საკმაოდ საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მაჰმუდ აჰმადი ნეჯადს გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა სწორედ ერდოღანმა მიულოცა. გარდა ამისა, გაფართოვდა ირანსა და თურქეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობაც.
რამდენიმე ხნის წინ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2011 წლამდე თურქეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა შვიდიდან ოც მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა იგეგმება ელექტროსადგურების მშენებლობის, საბანკო და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროებში. ეს ყველაფერი მთლიანობაში, დასავლეთს ძალიან აშფოთებს. როგორც აღვნიშნეთ, იქ ფიქრობენ, რომ თურქეთი შესაძლოა, საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იცვლიდეს. თუმცა, არ არის გამორიცხული, თურქეთის ბოლო პერიოდის ქმედებებს სინამდვილეში სულ სხვა მიზანი და საფუძველი ჰქონდეს.
ერთის მხრივ თურქეთი, ნატოს სამხრეთის საზღვრების ფორპოსტია. პარალელურად, ის ფაქტობრივი რეგიონალური ლიდერია სამხრეთ კავკასიაშიც. ასე იყო აგვისტოს ომამდეც მიუხედავად იმისა, რომ მაშინ, დღევანდელთან შედარებით, საქართველოს ყველა თვალსაზრისით ბევრად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა. პროდასავლური თურქეთი კი, დღესაც ლიდერობს. და მიუხედავად ამისა, ერთი რეგიონის ლიდერობა ვერ სძენს მას ისეთ პოლიტიკურ წონას, რომ მისი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საკმარისი იყოს. არადა, თურქეთი ამაზე იმდენი ხანია ოცნებობს, რომ უკვე გაღიზიანებაც კი დაეწყოთ ამის გამო თურქ მაღალჩინოსნებს.
ცივილიზებულ მსოფლიოს სერიოზული პრობლემები აქვს ისლამისტური ირანის ბირთვულ განიარაღებასთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ირანი მისი გავლენის ორბიტაზე დარჩეს. და ისევ, როგორც სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში, თურქეთს და რუსეთს პოლიტიკური ინტერესების საერთო არეალი აქვთ - მარტივად რომ ვთქვათ, მათი ინტერესთა შეჯახება (მშვიდობიანი, ცხადია) საერთო გეოგარაფიულ წერტილებში ხდება.
სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, ალბათ თურქეთ-სომხეთის დაახლოების ბოლო პერიოდის მცდელობები უნდა გავიხსენოთ. თუმცა, ამ პროცესს ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა უშლის ხელს: ყარაბაღი-აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტი და სომხური საზოგადოების მხრიდან, თურქეთის მიერ სომხების გენოციდის აღიარების მოთხოვნა. ამ პროცესებში შუამავლად ამერიკა გვევლინება. თუ რაიმე ფორმით ( ისე რომ ეს მისაღები იყოს აზერბაიჯანისთვისაც და სომხეთისთვისაც) ამ პრობლემების მოგვარება მოხერხდა და პარალელურად, საქართველომ ის პოლიტიკური წონა მაინც დაიბრუნა რაც თუნდაც აგვისტოს ომამდე გვქონდა, არ არის გამორიცხული, ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიცია ძალიან შესუსტდეს.
- ”მთლად ასე პირდაპირ პარალელებს ვერ გავავლებთ. თურქეთს საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესი აქვს და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროკავშირში გაწევრიანებაა. აქედან გამომდინარე, ის ბევრი სხვადასხვა სვლებით მანიპულირებს იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს”-აცხადებს სესიაშვილი.
ახლა კი, იმ ყველაფრიდან გამომდინარე რის შესახებაც აქამდე ვსაუბრობდით, რამდენიმე ლოგიკური კითხვა დავსვათ:
რა მოხდება, თუ პროამერიკული თურქეთი - რომელიც ერთი რეგიონის, სამხრეთ კავკასიის, ლიდერად უკვე გვევლინება - ისლამურ ახლო აღმოსავლეთშიც იმდენად გაიმყარებს პოზიციას, რომ ეს, თავის მხრივ, ისლამისტური ირანის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებას მისცემს? იმდენის, რომ ეს, ცივილიზებული მსოფლიოსთვის ირანის ბირთვული განიარაღების პრობლემაში რაიმე ტიპის რეალური ცვლილებების შანსად იქცეს?
საინტერესოა, რომ ამ ასპექტზე ყურადღებას დასავლურ მედიაშიც ამახვილებენ.
- ”თურქეთში შესანიშნავად ესმით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მათ უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური წარმატებები სჭირდებათ. გარდა ამისა, დამატებითი არგუმენტის სახით, თურქეთი ევროკავშირს მათი გავლენის გაფართოებას ახლო აღმოსავლეთის მიმართულებითაც ჰპირდება. თურქი პოლიტიკოსები და ინტელექტუალები ხშირად აღნიშნავენ, რომ თავისი მოკავშირეებისთვის თურქეთი უფრო სასარგებლო იქნება თუ შეინარჩუნებს და გააფართოებს თავის გავლენას ევროპის მტრებთან და ამით ითამაშებს ერთგვარი ხიდის როლს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” – ”ფორინ ფოლისი”, სტატია ”როგორ დაკარგა დასავლეთმა თურქეთი”.
ახლა მეორე ასპექტი და ისევ, კითხვის სახით... რა მოხდება თუ მუსლიმური თურქეთი - რომლის სათავეშიც, აგერ უკვე ათი წელია ისლამისტური პარტიაა, ისლამისტურ ირანთან ურთიერთობაში მართლმადიდებლური რუსეთის ჩანაცვლებას შესძლებს? ბოლო პერიოდში, თურქეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კარგად თუ დავუკვირდებით, აშკარად შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი ქმედებების მიზანი ირანთან ურთიერთობაში სწორედ რუსეთის ჩანაცვლებაა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ირანსა და რუსეთს შორის უთანხმოება უკვე იკვეთება. ამის შესახებ ”პრესა.გე” ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ წერდა და ამიტომ ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ახლა აღარ შევჩერდებით.
მოკლედ, თურქეთი ირანში რუსეთის ჩანაცვლებას ცდილობს და ეს საკმაოდ ადვილი დასანახია. თავისთავად, ამ მცდელობების თავი და თავი კი, თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების სწრაფვაა. ცხადია, რომ ორი რეგიონის - სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის - წამყვან მოთამაშეს ევროპა ასე მარტივად ვეღარ ეტყვის უარს. ამ მოსაზრებას ექსპერტიც ეთანხმება:
- ”რასაკვირველია: თურქეთი კიდევ უფრო იმყარებს პოზიციებს იმისათვის, რომ მერე ევროკავშირს ძლიერის პოზიციიდან ელაპარაკოს. ერდოღანის ვიზიტიც თეირანში და იქ გაკეთებული განცხადებებიც რასაკვირველია სწორედ ამაზე მიანიშნებს. სხვათაშორის, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთმა გარკვეულწილად თავის მიზანს მიაღწია – დასავლურ მედიაში ასეთი შეშფოთების გამოწვევა მათ ინტერესებშია. იქ ალბათ ახლა სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტენ.
თუმცა ერთია მედია და მეორე – ოფიაციალური ბრიუსელის ოფიციალური პოზიცია. ვფიქრობ, იქ კარგად იციან თურქეთის ამ ნაბიჯების მიზნებიცა და ფასიც ასე რომ მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევიც არის და სარისკოც”, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ჯერ რთული სათქმელია, რამდენად სახიფათო ან სასარგებლო შეიძლება იყოს ეს ყველაფერი საქართველოსთვის. საბოლოო შედეგი ძალიან ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ, უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის პოლიტიკური სამიზნეები სწორედ ის რეგიონებია, რომელიც რუსეთს თავისად აქვს შეგულებული. შესაბამისად, თუ ვინმე უნდა იყოს შეშფოთებული თურქეთის ბოლოდროინდელი გააქტიურებით, ეს სწორედ რუსეთია.

- ”ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ ჩაიგდებს ხელში ინიციატივას და ვინ რამდენად მოახერხებს საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზებას. ყველა თავის თამაშს თამაშობს და ცხადია, რომ ეს ”თავისი თამაშები” არ ემთხვევა სხვა აქტორების ინტერესებს. სწორედ ამიტომაც არის ჩვენი რეგიონი ცხელი წერტილი და ამიტომაცაა აქ არსებული კონფლიქტები მოუგვარებელი ამდენი ხნის განმავლობაში. ყველას უნდა, რომ თავისი წილი ზეგავლენა ჰქონდეს”, - აღნიშნავს ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.
[მანანა აბაშიძე, presa.ge]