2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, რომელიც სამარცხვინო ფურცლად შევა საქართველოს ისტორიაში.
7 ნოემბრის შემდეგ გაყალბდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რამაც საქართველოს მოსახლეობას წაართვა მისთვის კანონით მინიჭებული არჩევანის უფლება და ხალხს ეს უფლება დღემდე აქვს წართმეული. საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა და არსებითად ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკურმა კურსმა ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, ხოლო ახალჩამოყალიბებულ ქართულ ჯარს მიაყენა უმძიმესი მორალურ-ფსიქოლოგიური დარტყმა. საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და იგი მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერის იმედად დარჩა ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე. ქვეყანა თანდათანობით კარგავს ისტორიულად განსაზღვრულ როლსა და მნიშვნელობას რეგიონში.
გრძელდება რეპრესიები ოპოზიციის წარმომადგენელთა თუ მხარდამჭერთა წინააღმდეგ. უკიდურესად პოლიტიზირებული ძალოვანი სტრუქტურები გადაქცეულია კანონიერების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ მანქანად. გაძლიერებულია წნეხი მედიაზე. ტელეკომპანია `იმედის~ ვანდალური დარბევის შემდეგ იგი საერთოდ ჩამოართვეს კანონიერ მეპატრონეს. ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებმა მესაკუთრეებსა და ჟურნალისტებს წაართვეს ტელეკომპანია `ობიექტივი~. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ანგარიშვალდებულია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების წინაშე და რომელსაც აფინანსებს იგივე საზოგადოება, გადაქცეულია მმართველი პარტიის იდეოლოგიურ რუპორად და პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. არ არის გამოძიებული ქუჩებში დახვრეტილი უდანაშაულო ახალგაზრდების საქმეები და არ არიან კანონის შესაბამისად დასჯილნი მათი მკვლელები თუ ამ მკვლელობათა ორგანიზატორები. გრძელდება საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა და სახელმწიფო რეკეტის `პოლიტიკა~. კატასტროფულ ზღვარს გასცდა უმუშევრობა და გაღატაკებულია მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. გაძლიერდა და აშკარა გახდა მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი მაღალი ავტორიტეტის წინააღმდეგ. გასხვისებულია ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. სავალალო მდგომარეობაშია ეროვნული განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი. მოშლილია სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სისტემა.
ჩვენი მოვალეობაა კონსტიტუციური მეთოდებით ჩამოვაშოროთ სააკაშვილის გუნდი ქვეყნის მართვას, ამით გადავარჩინოთ საქართველო და დავუბრუნოთ მას დემოკრატიული განვითარებისა და საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეულად დამკვიდრების პერსპექტივა.
ამ გზაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია და მიზანდასახულება გააჩნია 7 ნოემბრის საპროტესტო აქციას. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს და გააცნობიეროს, რომ საზოგადოება არ შეურიგდება ქვეყანაში დამკვიდრებულ ძალადობას და აქვს სათანადო ნება და შესაძლებლობა, დაიბრუნოს ხელისუფლების მიერ წართმეული ღირსება და კანონიერი უფლებები.
ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის პიროვნული ღირსება, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები და დემოკრატიული ფასეულობები, მოვუწოდებთ, 7 ნოემბერს, 15 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შევიკრიბოთ და მონაწილეობა მივიღოთ საპროტესტო მსვლელობში.

1. მოძრაობა "7 ნოემბერი"
2. ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის
3. ქართული აკადემია
4. საზოგადოებრივი დარბაზი
5. კანონი ხალხისთვის
6. დაიცავი საქართველო
7. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
8. ზნეობრივი ფრონტი
9. დაიცავი სიცოცხლე
10. დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი
11. სამართალი და თავისუფლება
12. ჟურნალისტთა კავშირი "ობიექტივი"
13. დემოკრატიის ინსტიტუტი
14. არასამთავერობო ორგანიზაციათა კოალიცია "ჩვენი უფლებებისთვის"
15. ადვოკატთა პროფკავშირები
16. ჯარისკაცთა უფლებების დაცვიხ ასოციაცია
17. სამოქალაქა და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის ცენტრი
18. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი
19. ადამიანის დაცვის ორგანიზაცია "გალავანი"
20. ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალი ტალღა"
დემოკრატები ადამიანის უფლებებისათვის