დარბევის 2 წლისთავზე თბილისის ქუჩებში 7-8 ათასამდე ადამიანი გამოვიდა და 2007 წლის 7 ნოემბერს რეზინის ტყვიებით, რეზინის ხელკეტებით, წყლის ჭავლით დარბევა და ტელეკომპანია ”იმედში” სპეცრაზმის შეჭრა, კიდევ ერთხელ გააპროტესტა. სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით, პირველ არხთან 4-5 ათასი ადამიანი შეიკრიბა და ვარაზისხევით ავლით, პარლამენტის შენობასთან მივიდა, სადაც ”ეროვნული ფორუმის” ინიციატივით შეკრებილი, 2-3 ათასი ადამიანი დახვდა. მათ ხელში პარტიული დროშები ეჭირათ.
მანამდე, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა, ”საქართველოს გზას” ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დარბევის 2 წლისთავი დარბაზში, კონფერენციის ჩატარებით აღნიშნა, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთის და გერმანიის ელჩებიც ესწრებოდნენ.
სასტუმრო ”რედისონში” გამართულ კონფერენციაზე, სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა 35-გვერდიანი ”ვარდების რევოლუციის” დაპირებები, მათი შესრულების შეფასება და საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზი”; ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ, ”მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის თაობაზე”, 22 -გვერდიანი დასკვნა დადო;
საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ, ”მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ”, ძირითადი ბრალდებებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს და მთავარ პროკურატურას - კონსერვატორები ითხოვენ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, თანამდებობიდან გადაყენების მიზნით, თუ წარდგენილი ბრალდებები დადასტურდება
ძირითადი ბრალდებების ჩამონათვალი აფრასიძეების საქმით იწყება და გენერალ კობა კობალაძის დაპატიმრებით მთავრდება. სულ 14 ბრალდებაა წარმოდგენილი. ტექსტურ ვარიანტთან ერთად, კონსერვატორებმა 8-წუთიანი ფილმიც წარმოადგინეს, რომელიც (ისევე, როგორც ტექსტური ვარიანტი) შეიცავს სააკაშვილის მოქმედებების შესახებ ინფორმაციას, სათანადო მტკიცებულებებს, სავარაუდო კვალიფიკაციას და სასჯელს.
”რედისონში” გამართულ კონფერენციაზე, სიტყვით ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, სალომე ზურაბიშვილი, კობა დავითაშვილი, კახა კუკავა… გამოვიდნენ. ეს ღონისძიება 12 საათზე დაიწყო და 14-ზე დასრულდა.
კლიმიაშვილი: ”ოპოზიცია ცდილობს გაიაზროს რა მოხდა”
”რედისონში” გამართული ღონისძიების დასარულს, სანამ ხალხი პირველ არხთან შეიკრიბებოდა, პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს პრესა.გე-მ რამდენიმე კითხვით მიმართა.
რაზე მიანიშნებს 7 ნოემბრის ამ ფორმით აღნიშვნა?
რამაზ კლიმიაშვილი: ძალიან მომეწონა, რომ ამას კონფერენციის სახე მიეცა. ეს ნამდვილად კარგი იდეაა. ოპოზიცია ცდილობს გაიაზროს, რა მოხდა, როგორ მოხდა და მომავალში რა უნდა მოხდეს. ის, რაც კონსერვატორებმა გააკეთეს (ვიდეომასალის წარმოდგენას ვგულისხმობ) ყველასთვის მოულოდნელი იყო. როგორც ჩანს, ცოტა ჩქარობდნენ - ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ, ფაქტია, რომ 7 ნოემბრისთვის ამის გაკეთება აუცილებელი იყო.
ამ ვიდეომასალის ჩვენების შემდეგ, კორესპონდენტები მოვიდნენ და მკითხეს - შეფასებითი დასკვნა რატომ არ არის წარმოდგენილი, კარკულატორები თან არ გვაქვს და შეკრებითობის სახით, სასჯელი რამდენი გამოდის, ეს ვერ დავადგინეთო. სასჯელის შეკრებითობა თავად სააკაშვილმა შემოიღო და საინტერესოა, ამ 14 ბრალდებით რამდენი წელი გამოვა - 147, თუ 321?
როგორ აღიქვამს საზოგადოება, ოპოზიციის ნაწილის ასეთ რეჟიმში გადასვლას - საპროტესტო აქციების შემდეგ, კონფერენციებს?
- დღეს აქ ”ალიანსი საქართველოსთვის” არ იყო. ”ეროვნულმა ფორუმმა” გუშინ განაცხადა, რომ არ მოვიდოდა, რაც ცოტა გაუგებარია, მაგრამ მათი გადასაწყვეტია. ტელევიზიით სცადეს დასაბუთება, რაც ძალიან ლოგიკური იყო, ვიჯერებ, მაგრამ მასისთვის ეს ძნელი აღსაქმელია, რადგან მასა უფრო ემოციურადაა განწყობილი. დღეს ამ დარბაზში, ”ფორუმთან” მიმართებაში წყენა გაისმა - რატომ არ არიანო.
”ალიანსზე” არ გამოუხატავთ, ასეთი წყენა?
- ”ალიანსზე” წყენა არ ყოფილა, რადგან იმათ, ასე ვთქვათ, თავიანთი ელექტორატი ჰყავთ. აქ ვინც შეიკრიბა, ეს არის სწორედ შეურიგებლების ელექტორატი.
თქვენ ასე მიგაჩნიათ?
- მე კი არ მიმაჩნია?! - ასეა, ვიზუალურადაც და ფაქტობრივადაც. ეს არის სწორედ ის ელექტორატი, რომელიც ეთანხმება აქ წარმოდგენილ ძირითად ბრალდებებს. კენჭისყრა, რომ ჩატარებულიყო, მგონია, თავს არავინ შეიკავებდა, ყველა ფეხზე ადგებოდა და იტყოდა - მხარს ვუჭერთო.
ერთი რამის თქმა მინდა - არჩევნებს ალტერნატივა არა აქვს. რეჟიმის შეცვლა არჩევნების გარეშე არ შეიძლება. ეს რეჟიმი ზედიზედ ორჯერ ძალადობით შეიცვალა და კიდევ ერთხელ იგივეს გაკეთება, დაუშვებელია. ვიმეორებ, რეჟიმი მხოლოდ არჩევნებით უნდა შეიცვალოს, ოღონდ, ადგილობრივი არჩევნებით შეცვლილი რეჟიმი, მსოფლიოში არავის უნახავს - ეს თემა იუმორისტებისთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე ანალიტიკოსებითვის.
როგორ აფასებთ სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებულ აქციას - მსვლელობის მოწყობას პირველი არხიდან პარლამენტამდე?
- ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დღე, ეს უბრალო ადამიანების დღეა, იმათი, ვინც 7 ნოემბერს დაშავდნენ, ვისთვისაც 2007 წლის 7 ნოემბერი იყო სულში ჩაფურთხება. ორი წლის წინ, ეს იყო უბრალო, ელემენტარული, პოლიტიკური პროტესტი, ძალიან მშვიდი, წყნარი და გამომდინარე აქედან, დარბევის არანაირი მიზეზი არ არსებობდა. არ იქნებოდა სწორი, დარბევის წლისთავზე ხალხისთვის პოლიტიკურ პარტიებს დაეძახათ.
რუსთაველზე ხალხი თვითონ, ყოველგვარი დაძახების გარეშე უნდა გამოსულიყო. მე სრულიად არ მჭირდება, რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაძახება. 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა ჩემთვის სრულიად აღმაშფოთებელი გახლდათ. მე ”იმედის” დარბევაში, ზუსტად შუაგულში მოვყევი და ეს ყველაფერი, ხელისუფლების მიერ, იმდენად მარაზმამდე იყო მიყვანილი, რომ ამჯერად, ვისაც მოქალაქეობრივი მოვალეობა აქვს, ის დღეს რუსთაველზე უნდა გამოვიდეს.
თქვენი აზრით, რამდენი ათასი ადამიანი შეიძლება გამოვიდეს, დღევანდელ საპროტესტო აქციაზე?
- არ ვიცი, ვერ ვიწინასწარმეტყველებ. აქ, ამ ადგილას (რესპუბლიკის მოედანი) 13 იანვარს, 200-300 ათასი კაცი იდგა, მაშინ როცა, იმ დღეს უმაგალითო ყინვა იყო. დღეს მეც ძალიან მაინტერესებს რამდენი ადამიანი მოიხდის მოქალაქეობრივ მოვალეობას.
მსვლელობა პირველი არხიდან პარლამენტამდე
სასტუმრო ”რედისონში” გამართული ღონისძიების შემდეგ, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პირველ არხისკენ გაემართნენ, სადაც მოძრაობა ”7ნოემბრის” (ჯაბა ჯიშკარიანი, დაჩი ცაგურია, ირაკლი კორძაია), ”გადაარჩინე სიცოცხლეს” (იური ვაზაგაშვილი, ჯამბულ გამცემლიძე, სოსო რობაქიძე), ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” (ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი), ჟურნალისტური გაერთიანება ”ობიექტივის” (ირმა ინაშვილი), ”კანონი ხალხისთვის” (ზაქარია ქუცნაშვილი), ”სამართალი და თავისუფლებას” (ირაკლი სესიაშვილი), ”ქართული აკადემიის” (თემურ ნანეიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ნუკრი ქანთარია), ადვოკატთა პროფკავშირების (ზაზა ხატიაშვილი), ”საზოგადოებრივი დარბაზის” (ვახო ბეგიაშვილი) და ეროსი კიწმარიშვილის ინიციატივით, პარლამენტის შენობისკენ, ვარაზისხევის ავლით მსვლელობა მოეწყო.
ამ მანიფესტაციის დროს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები ხალხში იდგნენ. ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა, რომლებიც ”რედისონში” არ გამოჩენილან, მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს. მსვლელობას, ქართულ მედიასაშუალებებთან ერთად, უცხოური საინფორმაციო საშუალებებიც აშუქებდნენ.
პარლამენტის წინ, სიმბოლური კედლის ფონზე (ნამდვილი კედლის აშენება დაგეგმილი იყო, მაგრამ დღევანდელ აქციაზე ამის გაკეთება ვერ შეძლეს), სიტყვით გამოსვლის, დიპკორპუსისა და საქართველოს ხელისუფლების სახელზე გაკეთებული მიმართვის შემდეგ, აქციის ლიდერებმა და მონაწილეებმა, ხელისმოწერები და ხელის სიმბოლური ანაბეჭდები დატოვეს, ქვაშვეთის ტაძარში გადაინაცვლეს და ქართველი ერის ერთიანობის პარაკლისი გადაიხადეს.

[ნინო მიქიაშვილი, presa.ge]