არქივიდან
ავტორი
ნანა ფაჟავა
15:26 02.08.2011
მიშა - საქართველოს პრეზიდენტია, ქალაქ განმუხური-ანაკლიას „დამაარსებელი“... ნათელა კი მიშაზე შეყვარებული განმუხურელი ქალი... მაია - ძროხაა, რომელსაც ანაკლიაში მხოლოდ იმის გამო არ დაედგომებოდა, რომ ზღვის სანაპიროზე ნავარდი უყვარდა.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEg5B7rDdxi0v7AZ0-4sGxwG57hA3p5FMob-oR9f0kLzabYKVcRNH7aK4ZczfQmm1B6Dvyb44zLPPtcImTxyIbbojwpkG01CsPlj8xUe3RCKWB1A51nEAIjpawgEx-21TmVfR_A5y4yGHXY1/s200/anaklia.gif)
... იგი ოთხჯერ დააპატიმრეს... ნათელა ბებია იძულებული გახდა ერთადერთი მარჩენალი ძროხა ერგეტელი მწყემსისთვის ჩალის ფასად მიეყიდა...მიტოს, ლაშას, დათას, დუგა და ტუგას კი გაუმართლა...მიტო, ლაშა და დათა ადამიანები არიან, მამა-შვილები, დუგა და ტუგა შელიების პატრონები. დუგა და ტუგა კი ძაღლები არიან. ერთი ლაბრადორია, მეორე კავკასიური ნაგაზი. მათ, გვარი პატრონებმა „უანგაროდ“ მისცეს...“ოცნების ქალაქში“ ისინი ერთად და ბედნიერად ცხოვრობენ...
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjnVjc5rwHUwweSuYqkNPL21KbcKQ-srfYXtuhYYxUcbWuuvZJgLekcchchyphenhyphenG-oWgOqSxRQzO-hEXBz1XMu3tb1Aoqfvbt_PNp5Q05JBar0MZZKMrLpEJ2gt4FyT4QahQqgG5Z3dEuj37Kg/s200/ukan1.png)