ავტორი ნინო სუარიშვილი
20:28 23.08.2013
ლენტეხის რაიონში საკრებულოს წევრებმა ყოველგვარი ოქმისა და საბუთების გარეშე გამგებლის - ზაზა ლიპარტელიანის გადაყენების თაობაზე სხდომა ჩაატარეს. ადგილზე, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიცია სიტუაციას აკვირდებოდა.
ლენტეხის რაიონის მკვიდრი, გოჩა ლიპარტელიანი : „ სოსო მუკბანიანი,რომელიც არის რესპუბლიკური ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალოდი ქურასბედიანთან და დანარჩენ წევრებთან ერთად დუქანში გავიდა, 14:00 საათისთის მთვრალები მოვიდნენ, არ ვაძლევდით სხდომის ჩატარების უფლებას. ესენი ნაციონალები არიან,ზაზა ლიპარტელიანი ოცნების წარმომადგენელია და მისი მოშორება უნდათ. აქ ვართ და შიმშილობა დავიწყეთ. მოვითხოვთ აღდგეს სამართლიანობა!“