მსოფლიო გლობალური ფინანსური კრიზისის წინაშეა. პარასკევს აშშ-ში რიგით მეშვიდე უმსხვილესი იპოთეკური ბანკი Indymac Bank გაკოტრდა. როგორც ცნობილია, ამერიკის ხელისუფლება მსხვილი იპოთეკური ბანკების Fannie Mae da Freddie Mac ნაციონალიზაციის საკითხსაც განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებას. დასავლეთში აგორებულმა კრიზისმა აღმოსავლეთში მთელი სიძლიერით ჩააღწია და იაპონურმა ფინანსურმა კომპანიებმაც ნეგატიური საფონდო დინამიკის დემონსტრირება მოახდინეს - სიდიდით უმსხვილესი იაპონური ბანკის Mitsubishi UFJ Financial Group Incაქციები 1,4%-ით გაიაფდა.
გაზიარება
[ირმა ვარსიმაშვილი. 16:26 10-06-2011]
მსოფლიო კრიზისის ფონზე კი, საქართველოში არნახული მოვლენები ვითარდება – ორი უმსხვილესი ბანკი ("საქართველოს ბანკი" და "თიბისი") წლის ბოლოს მილიონების გათამაშებას გეგმავენ (თუმცა პირველი – დოლარის, ხოლო მეორე – ლარის!)!
მოგეხსენებათ, არც ერთი ადგილობრივი ბანკი წმინდა ქართული აქტივებით არ ოპერირებს და იმის საშიშროება, რომ ერთ მშვენიერ დღეს უცხოელი აქციონერები თუ პარტნიორები უკან გამოითხოვენ საკუთარ კაპიტალს, საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ასეთი ზარ-ზეიმით ორგანიზებული გათამაშებით ხდება ანაბრების "მოგროვება".
"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ანაბრების გათამაშების - "თქვენ მილიონი გელით" ფარგლებში გახსნილი დეპოზიტების რიცხვმა 15 000-ს მიაღწია. და გათამაშებაში, რომელიც 4 ივლისს გაიმართა, 15 000-მა მეანაბრემ, 1 300 000 ბილეთით მიიღო მონაწილეობა (შეგახსენებთ, რომ ბანკი თითოეულ 500-ლარიან დეპოზიტზე ერთ ბილეთს გასცემს და მოგების დათვლაც აქვე შეგვიძლია!).
ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, კომერციული ბანკების პირველ ათეულში შემავალი 6 ბანკისთვის მაისი წამგებიანი იყო. მიმდინარე ფინანსური კრიზისით, ყველაზე მეტად "საქართველოს ბანკი" დაზარალდა. საბანკო ბაზრის ლიდერს, ერთი თვის განმავლობაში აქტივები 49 ნახევარი მილიონი ლარით შეუმცირდა.
აქტივების კლების მაჩვენებლით მეორე "ვითიბი ბანკია" - მან 32,5 მილიონი ლარი იზარალა და რეიტინგში მეხუთე ადგილი "ქართუს" დაუთმო, თვითონ კი მე-6-ზე გადაინაცვლა. მესამე და მეოთხე ადგილები, აქტივების კლების მოცულობით, "სახალხო" და "ბითიეი ბანკებმა" გაინაწილეს.
ფულის დეფიციტისა და საკრედიტო განაკვეთების ზრდის შედეგად, მაისში ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ 13%-ით დაიკლო, თვის განმავლობაში სულ 160 მილიონი ლარის სესხი გაიცა - 63 მილიონით ნაკლები, ვიდრე აპრილში.
გაცემული სესხების მოცულობით "საქართველოს ბანკი" ლიდერობს, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 30% მისი წილია, 25%-იანი წილით მეორე – "თიბისია". მთლიანობაში კომერციულ ბანკებს, ივნისის მდგომარეობით, 5 მილიარდ 280 მილიონი ლარის სესხი აქვთ გაცემული. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ბანკების უმეტესობამ შეგნებულად შეაჩერა სესხების გაცემა!
მაისში 4%-ით შემცირდა საბანკო ანაბრების მოცულობაც და 3 მილიარდი ლარი შეადგინა. მაისიდან მოყოლებული, სესხის მსურველთა რიცხვი საბანკო ბაზარზე რამდენჯერმე აღემატება იქ ფულის განთავსების მსურველთა რიცხვს. ეს კი აშკარად ნდობის დაბალ რეიტინგზე მეტყველებს.
კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია - კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 2008 წლის მაისის ბოლოს 5,3 მლრდ. ლარს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 მლრდ. ლარით, ანუ 61,2%-ით გაიზარდა.
ალბათ, სწორედ "ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტებაში" ითვლება ის 500 მილიონი ლარი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ "საქართველოს ბანკმა" ხელისუფლებას "ასესხა". წარმატებული ფინალური აკორდის შემდეგ, თურმე ამჟამინდელ პრემიერს და ფავორიტი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს (ვინაიდან მის ფრთებქვეშ შეყუჟულ ბანკს სერიოზულად გაუჭირდა) პრეზიდენტისთვის ვალის გადახდაც კი მოუთხოვია.
ორი ქვეყნის მოქალაქე პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის ასეთი უცერემონიო ჟესტი ფრიად არ მოსწონებიათ "ნაციონალებს", რის გამოც პრეზიდენტის კაბინეტში შესულ ქართული პოლიტიკის "სიმპსონას" ამავე კაბინეტში ლაზათიანად ამოუპანღურეს, ამით გურგენიძეს მიანიშნეს, რომ საქართველოში პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ფეხსაცმლის წვერს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე დღევანდელ პრემიერ-მინისტრს.
როგორც კულუარებში საუბრობენ, დაწიოკებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, თურმე, ლადო გურგენიძეს მოიაზრებდნენ. მოგეხსენებათ, მან თავისი საბანკო ბიზნესგამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენა და ქვეყნის "ძნელბედობის ჟამს" არა მხოლოდ პრემიერობა იკისრა, არამედ ხელისუფალთა ხაზინაში დიდ თანხებსაც მოუყარა თავი.
ფესვებგამაგრებულ "უმრავლესობას" კი ნამდვილად აღარ მოსწონს გურგენიძის პოზიციების გაძლიერება. სებ-ის პრეზიდენტობიდან მისი კანდიდატურის მოხსნა, როგორც ამბობენ, გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ, ჯერ ერთი, ეროვნულ ხაზინაში რატომ უნდა "იქექებოდეს" ბრიტანეთის მოქალაქე?! მეორე და ყველაზე სანდო ვერსია კი ისაა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს, ხოლო მინისტრთა კაბინეტის დათხოვა და, მით უმეტეს, პრემიერის შეცვლა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და საბაბის გარეშეც შეიძლება!
პრემიერის სავარძელში ჩასაბრძანებლად კი, თუ "ნაციონალურ ჭორებს" დავუჯერებთ, გიგი უგულავას ამზადებენ და ახლა, როდესაც არჩევნების ციებ-ცხელებამ ჩაიარა და ვლადიმერ გურგენიძემაც თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა, მაშინ "ჯორჯიან თაიმსის" პროგნოზი – უახლოეს მომავალში დიდ ბანკირს, პრემიერს და "ლიდერს" ხელისუფლებიდან უკვე საბოლოოდ გამოაპანღურებენ და შეიძლება დაიჭირონ კიდეც.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი, პრესა.გე–სთან საუბრისას ამბობს, რომ უახლოეს ხანში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათ...
-
გამოკითხვა შეჩერებულია
-
რედაქციაში პატიმარ გვანცა ყუფარაძის მამა, ალექსანდრე ყუფარაძე გვესტუმრა და გვთხოვა, მისი შვილის ღია წერილის გამოქვეყნება, რომლის ადრესატი მი...
-
წყარო livepress.ge 09:10 17.03.2014 კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ქარდავას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს, ამ მთ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
-
გაზიარება [ რუსიკო მუმლაძე. 18:52 18-06-2010] ცნობილი რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი საქართველოში იმყოფება და აქ სექტემბრამდე დარჩება, თა...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ვინ ამოარტყა პანღური ლადო გურგენიძეს?
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
13:06 28.06.2012 შიშველმა ველოიპედისტებმა კანადაში საპროტესტო აქცია გამართეს... აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავდნენ ნევთობის მოხმარებ...
-
ავტორი ლევან ნასრაშვილი 16:26 22.07.2011 “სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი არ არიან პოლიტიკოსები, უნდა ექც...
-
ავტორი გიორგი მანასიანმა 17:06 13.01.2012 1, 7, 13, 19, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები უზრუნველყოფილები არიან და სიმდიდრეში ცხოვრობენ. ეს...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 21:17 26.06.2011 პარტია „მთლიანი საქართველოს“ ლიდერის, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საპყრობ...
-
13:06 06.06.2012 ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზი...
-
ით იყიდება და რომელი ქვეყანაა მითითებული მწარმოებლად, მაგრამ სამაგიეროდ, ვიცით, რა ხდება ამ მხრივ მოსკოვის ერთ–ერთ უდიდეს სუპერმარკეტთა ქსელ...
-
გაზიარება „ეკა კვალიაშვილს რომ ჰკითხო, დიდი პატრიოტია თავისი ქვეყნის, მაგის პატრიოტობას რა ვუთხარი. ეგ იყო ხუბუტიას რომ ეხვეწებოდა, რუსეთში ...
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 სექტემბერს არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდ...

































