13:06 18.05.2012
ზუგდიდში პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ პრეზენტაციაზე ისაუბრა „თავისუფალი საქართველო“-ს საარჩევნო პროგრამაზე და ყურადღება გაამახვილა ძირითად პრინციპებზე, მათ შორის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის დაუშვებლობაზა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე.
დღეის მდგომარეობით სულ დაკომპლექტებულია 19 რაიონი (26%). პარტია სამომავლოდ გეგმავს 73-ვე საარჩევნო ოლქის დაკომპლექტებას.
