შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს ქ.ზუგდიდში მცხოვრები, 1974 წ.დ დათიკო წურწუმია, რომელიც ეჭვმიტანილია 2010 წლის 16 აპრილს, ქ.ზუგდიდში მდებარე, მაცხოვრის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრიდან საღვდელთმთავრო ნივთების, ჯვრების და სხვა საეკლესიო ნივთების ქურდობაში. მოპარული ნივთები აღმოჩენილი იქნა ქ,ზუგდიდში სასაფლაოს მიმდებატრე ტერიტორიაზე.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.