17:06 02.04.2012
უალხოეს მომავლში პატიმართა და მათი ოჯახების მხარდამჭერი ფონდი შეიქმნება, რომელსაც ადვოკატი სალომე აბულაძე უხელმძღვანელებს.
როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მედიაპროექტის „ხმა მიაწვდინე პატიმარს“ წამყვანმა კოტე ინაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივ საწყისებზე ფონდის ჩამოყალიბების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პატიმარმა შალვა აბულაძემ, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ყველაზე გაჭირვებული პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წვრებისთვის 3000 ლარი გაიღო.
სოციალურად გაჭირვებული პატიმრებისა და მათი ოჯახისწევრებისთვის ფონდის მიერ, ფინანსური დახმარების გარდა, შესაძლებელი იქნება ტანსაცმელით და პროდუქტით დახმარება. ასევე ფონდის პრიორიტეტი იქნება უფასო საადვოკატო მომსახურება, ყოფილი პატიმრების სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ასევე ყოფილი პატიმრების დასაქმება. საქველმოქმედო ფონდი თვეში ერთხელ საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოებს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშს როგორც ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე საპატიმროებში არსებულ დარღვევებზეც.
პატიმარ შალვა აბულაძის მიერ გამოყოფილი 3 000 ლარის გადანაწილება დაიწყება ფონდის სახელზე პატიმრის ოჯახის წევრების მიმართვის შემდეგ. პატიმრების 60 –მდე ოჯახი მიიღებს 50–50 ლარის ოდენობის თანხას.
ჩვენი მისამართია ძმები კაკაბაძეების ქუჩა N2, კინოს სახლი“,–განაცხადა კოტე ინაშვილმა.