ავტორი ნინო მიქიაშვილი | „ობიექტივი“
14:42 24.12.2011
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში საქართველო დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. პარალელურად, მუშაობა მიდის ქართველ და აფხაზ მეცნიერებს შორის კონტაქტის აღდგენაზე, ინფორმაციის ურთიერთგასაცვლელად.
ამ და სხვა სიახლეების შესახებ შევიტყვეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე - “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთი“, რომელიც გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანადგომით, “აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“.
კარგია, რომ ვზრუნავთ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, მაგრამ ჩემი აზრით, ცუდია, რომ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში ბაგრატის ტაძარს პირვანდელი სახე ჩვენივე ხელით დავუკარგეთ, რაც ერთი წლის დაგვიანებით იუნესკომაც (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში) დაადასტურა - შეუქცევადი ჩარევები განხორციელდაო.
ის, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში, კერძოდ, აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მსოფლიო მნიშვნელობისაა, დავის საგანი არ არის, მაგრამ როგორ, რა გზით წარმოუდგენიათ მათი გადარჩენა აფხაზე მეცნიერებს, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. ჩვენ მხოლოდ ქართველი მეცნიერების პოზიცია და მოსაზრებები ვიცით.
სამწუხარო ისაა, რომ აფხაზეთში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების შესახებ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ისე ქართველი მეცნიერებისთვის მხოლოდ ყურმოკრული ამბებია ცნობილი. სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ფოტომასალა, რომელზეც ასახულია: VI საუკუნეში აგებული გაგრის ეკლესია, VIII საუკუნეში აგებული დრანდის ტაძარი, X საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული ბედიის ტაძარი, X-XI საუკუნეებში აგებული ბიჭვინთის ტაძარი, X საუკუნეში აშენებული მოქვის ტაძარი, XI საუკუნეში აშენებული ლიხნის ტაძარი, ამავე საუკუნეში აგებული ილორის ტაძარი, IX-X აშენებული სვიმონ კანანელის ტაძარი, დაუთარიღებელი იყო. ანუ უცნობია როდისაა გადაღებული მაგალითად, ილორის წმინდა გიორგის სახელობის თეთრად გადაღებილი ტაძარი და ასე შემდეგ.
აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა სოხუმის უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია, რომელსაც სტუმრის სტატუსით ესწრებოდა - “მტკივნეული საკითხია. ძალიან მძიმე ამბები მოდის იქიდან. მგონი ბედიას, თუ ილორს, არ ვიცი რომელს, გუმბათიც კი დაადგეს. ე.ი. არაფრის წინაშე არ იხევენ და ასეთ ვითარებაში ამ საკითხისადმი ჩვენი გამოხმაურება სრულიად კანონზომიერი და ნორმალურია“.
სამეცნიერო კონფერენციას სტუმრის სტატუსით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციის სამსახურის უფროსი, პაატა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა.
“საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ მოხდეს აფხაზეთში არსებული ძეგლების ერთობლივი მონიტორინგი, რათა ჩვენ არ გვქონდეს ყურმოკრული ამბები ბედიაზე და სხვა ძეგლებზე. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვმუშაობთ“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს, იგივე იკომოსის საქართველოს ბიუროს ერთ-ერთი წარმომადგენლის, მანანა თევზაძის განმარტებით, საერთაშორისო მისიამ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ძეგლების მონიტორინგი ერთადერთხელ, 18 წლის წინ განახორციელა:
“1997 წელს, ომის დამთავრებიდან ოთხ წელწადში მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხერხდა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის შემფასებელი მისიის მივლენა. მისიის უსაფრთხოება უზრუნველყო გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიამ. 17 ძეგლი მისიამ ძალიან მოკლე დროში დაათვალიერა და თითოეულის მდგომარეობის შესახებ მოკლე ანგარიში წარმოადგინა. 18 წლის მანძილზე ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ექსპერტებს მიეცათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ძეგლების სიტუაციის მონიტორინგი. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, საქართველოს მხარემ დღემდე ვერ შეძლო საერთაშორისო საკანონმდებლო ინსტრუმენტების გამოყენება, ძეგლებზე შექმნილი კონსერვაციული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად“.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით დღემდე არ მომხდარა 1954 წელს მიღებული ჰააგის კონვენციის (კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ) შესაბამისი მუხლებისა და ოქმების გააქტიურება, რაც მანანა თევზაძემ ასე განმარტა:
“კონვენციის შესაბამისი მუხლების ამოქმედება საქართველოს მემკვიდრეობის სასარგებლოდ მეტწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე. კერძოდ კი შემდეგ ფაქტორებზე: კონფლიქტის რეგიონში გაეროს წარმომადგენლობა არ არსებობს და გაეროს მიერ რუსეთი ოფიციალურად არ არის აღიარებული, როგორც ოკუპანტი ძალა.
...საქართველოს მხრიდან ბოლო დროს ჰააგის კონვენციის მეორე ოქმთან მიერთების შემდეგ ჩნდება დამატებითი პოტენციური საშუალებები, მოხდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების ამოქმედება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე. მეორე ოქმის ფარგლებში შესაძლებელი გახდება გარკვეული ძეგლებისათვის განსაკუთრებული დაცვის რეჟიმის მოთხოვნა. ასევე საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა და სხვა“.
აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობა, რომ მსოფლიო მნიშვნელობისაა, ამაზე აფხაზეთის ა/რ-ის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დალი ხომერიკმაც ისაუბრა. მან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ძეგლებიდან გამოჰყო ილორის და ბედიის ტაძრები და აღნიშნა, რომ ეს ძეგლები “საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული იდეოლოგიით ნადგურდება“. ჩვენმა უნივერსიტეტმა აფხაზეთში მყოფ მეცნიერებთან კონტაქტები უნდა აღადგინონ. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ. ჩვენ ერთმანეთში ინფორმაცია უნდა გავცვალოთ“.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
რუბრიკიდან კომე ძ ია 23:00 03.08.2011 გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენ...
-
02:20 29.10.2011 გურამ დონაძის სახელობის სახელმწიფო ტელევიზია "რეალTv" პოლიტიკაში ახლად გამოჩენილ მილიარდელს ბიძინა ივანიშვილს ს...
-
15:06 29.06.2012 მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს, როგორც ბექაურ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
14:42 16.07.2012 ელენე ფოჩხუას ინფორმაციით, მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია ზუგდიდის კაფე-რესტორან "როიალ პალასის"...
-
13:06 06.06.2012 4 წლის ვახტანგ ლორიას ესაჭიროება კვლევები და ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტოზური მკურნალობა. მედია-კავშირი „ობიექტივი...
-
გაზიარება [ ნინო მაისურაძე. 22:40 12.06.2010] რუბრიკის სტუმარია მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელიც პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია. - კრისტი,...
-
16:06 27.03.2012 კახა მიქაიას სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მიქაიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაკავებულს...
-
ტალიავინის კომისიის ანგარიშის I ნაწილის არაოფიციალური თარგმანი. თარგმნილია "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" დაკვეთით. გადმოწერა [იმისთვის, ...
-
ავტორი ნინო სუარიშვილი 20:28 23.08.2013 ლენტეხის რაიონში საკრებულოს წევრებმა ყოველგვარი ოქმისა და საბუთების გარეშე გამგებლის - ზაზა ლიპარ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობა ქართველმა და აფხაზმა მეცნიერებმა შესაძლოა ერთად დაიცვან
რუბრიკიდან: კულტურა
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
19:24 22.05.2012 "ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
რუბრიკიდან კომე ძ ია 23:00 03.08.2011 გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენ...
-
“თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზ...
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
-
15:06 29.06.2012 მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს, როგორც ბექაურ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:00 24.11.2013 საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების გამო პრემიერ-მინისტრმა კულ...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...