ავტორი ნანა ფაჟავა
17:06 04.03.2012
ზუგდიდელი ექიმი, ზვიად თოლორაია საპროტესტო აქციის ორგანიზების „ბრალდებით“ თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ იგივე „სანქცია“ აქციის სხვა მონაწილეების მიმართაც გამოიყენოს. ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ 160-მდე ექიმისა და 200-მდე მედპერსონალის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარს სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი თავს არიდებდა.
პრობლემების შესახებ მედიკოსები მხოლოდ ორი დღის წინ ალაპარაკდნენ და შრომითი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით საავადმყოფოს ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. შიში, შანტაჟი და ხელფასის სიმცირე-ეს ის თემებია, რომელზეც ექიმები უკვე ღიად საუბრობენ.
„ექვსი შეხება გვაქვს შიშთან-ავადმყოფის პათოლოგია, ავადმყოფის ნათესავი, ადმინისტრაცია, სადაზღვევო კომპანიები, ყველა ჩვენ გვებრძვის... შემდეგ, თუ გართულდა ვითარება, ჯანდაცვის სამინისტრო, იურიდიული საკითხები... ჩვენი დაცვის მექანიზმი კი საერთოდ არ არსებობს...“-ეს გულისტკივილი ზვიად თოლორაიამ აქციაზე გამოხატა. წარმატებული ბავშთა ქირურგი, რომელსაც იმავე საავადმყოფოში 35-წლიანი სამედიცინო გამოცდილება აქვს, პროტესტს ხელფასის სიმცირესთან ერთად მომსახურების ტარიფების გაზრდის გამოც გამოთქვამს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი უკმაყოფილების მიზეზი ანაზღაურების ბუნდოვანი დიფერენციაცია და ის შრომითი ხელშეკრულებაც გახდა, რომლის შინაარსი მედიკოსებისათვის დღემდე უცნობია.
სამედიცინო დაწესებულების მფლობელმა კომპანიამ, „ალდაგი ბისიაიმ“ ექიმების პროტესტისა და ზვიად თოლორაიას გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა. სადაზღვევო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაია ივჩენკო „პრესაგე.ტვ“-სთან კომენტირებისას თოლორაიას შემცვლელზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მის ადგილს ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი დაიკავებს.
„ჩვენი კომპანია თვლის, რომ საავადმყოფოში არსებული პრობლემები მოლაპარაკების გზით უნდა წყდებოდეს და არა ულტიმატუმით. ჩვენთვის მიუღებელი იყო პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა და ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან აქციის ორგანიზატორი გაგვეთავისუფლებინა. მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი კოლექტივში ხელს უწყობს არაჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას.“-აცხადებს ივჩენკო.
საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი, როლანდ ახალაია გათავისუფლებული ექიმის ქმედებაში „დანაშაულის ნიშნებს“ ვერ ხედავს, თუმცა პროტესტის აქციის გზით გამოხატვა მისთვისაც მიუღებელია. იგი აქციის სხვა მონაწილეების მიმართ სიტყვიერი გაფრთხილების გაცემის ფაქტსაც ადასტურებს და პრობლემის მოგვარებას უახლოეს დღეებში იმედოვნებს.
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარის გაკეთებას ზვიად თოლორაია ჟურნალისტებს დღეს ჰპირდება. „პრესაგე.ტვ“-სთან სატელეფონო საუბარში იგი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გათავისუფლების შესახებ სიტყვიერი, ან დოკუმენტური ცნობა ადმინისტრაციისგან ჯერ არ მიუღია.
დღეს დილით მიღებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორობაში „მხილებული“ კიდევ ერთი ქირურგი, კამო ახალაია გაათავისუფლეს. ერთ-ერთი ვერსიით ზუგდიდის საავადმყოფოში დღეს მედპერსონალის მასიური ბუნტი იგეგმება. არ არის გამორიცხული, რომ სამედიცინო დაწესებულება დღეს მედიკოსების მთელმა შემადგენლობამ დატოვოს. „რესპუბლიკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე „პრესაგე.ტვ“ მუშაობას განაგრძობს. მანამდე კი, ზუგდიდელი ექიმების პროტესტი და როლანდ ახალაიას პასუხი იხილეთ ვიდეოსიუჟეტში.
presage.tv
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
2009 წლის 4 დეკემბერს, სასტუმრო ”რედისონში”, ია ანთაძის ინიციატივით, ასზე მეტი ჟურნალისტი შეიკრიბა და ხელი მოეწერა ჟურნალისტური ეთიკის ქარტი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:06 15.02.2012 ილგარ მამედ-ზადემ გასული წლის 15 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რვა ადამიანის წინააღმდეგ ჩ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნანა ფაჟავა 17:06 25.04.2012 სერგო ჩაჩიბაია დღეს ღიად ალაპარაკდა წინა სასამართლო სხდომაზე კუდი-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ...
-
11:50 22.02.2019 "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესობამ "პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუციას მხარი არ დაუჭ...
-
22:36 24.08.2011 22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ხელისუფლება ზუგდიდელი ექიმების პროტესტის ჩახშობას ცდილობს [video]
რედაქტორის რჩევით
-
გაზიარება [ ლიკა კერატიშვილი. 19 :14 25-06-2010] ინტერნეტში, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ვებგვერდზე, რომელსაც "საქართველოს სამეფო სახლი&...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 17:23 19.12.2013 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:20 30.10.2011 კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
რუბრიკიდან კომე ძ ია 23:00 03.08.2011 გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენ...
-
14:15 01.03.2019 საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ალექსი ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა. მედ...
-
19 მაისს აბაშის რაიონის სოფელ განათლებისკარში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”-ს ლ...