ავტორი ნინო მიქიაშვილი | მესტიიდან
01:06 04.10.2011
მესტიის მუზეუმის მასშტაბური რეკონსტრუქცია დიდი ხანია შეჩერებულია, საგანძური კვლავ კონტეინერებშია ჩამწყვდეული, ხოლო იუსტიციისა და პოლიციის ზარ-ზეიმით გახსნილი შენობები მოუმთავრებელი. იქ ახლაც გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს.
3 ოქტომბერს მესტიაში მისი უწმინდესობის ჩამობრძანებას ელოდნენ, მაგრამ პატრიარქი არ ჩამოვიდა. ჯერჯერობით, უცნობია უახლოეს დღეებში ჩამობრძანდება, თუ მისი სტუმრობა მომავლისთვის გადაიდება. მესტიაში ახლა წმიდა სინოდის წევრები არიან ჩამოსულები.
2-ში ღამით მესტიაში მოთოვა, ათ სანტიმეტრამდე დადო, მაგრამ 3-ში მზე გამოვიდა და თოვლი დაადნო.
მესტიელების უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება, იმის გამო, რომ მესტიის ისტორიული ცენტრი, იგივე სეტი, გადათხარეს, ახლა იქ რაღაც უზარმაზარ შენობას აშენებენ, მაგრამ ხალხს არ ეუბნებიან და არ უხსნიან რა ფუნქცია და დატვრითვა ექნება მას.
საგანძურის კონტეინერებში გადატანასთან და სეტის განადგურებასთან ერთად მესტიელები ამ რაიონში დაგეგმილ გამრიცხველიანების პროცესს აპროტესტებენ - ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია, „ენერგოპროჯორჯია“ გამრიცხველიანებას იწყებს.
როგორც აქაურები განმარტავენ, მაღალ გადასახადებს მოჰყვება ტყის მასიური ჭრა, რადგან ადგილობრივები, მწირი შემოსავლების გამო გადასახადს ვერ გადაიხდიან და ტყის ჭრას დაიწყებენ.
ცნობისათვის, სვანეთში, ენგურგესის წყალსაცავისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების გამო, საერთაშორისო ორგანიზაცია „კიოტოს“ ნორმების თანახმად, რომლის წევრიც არის საქართველო, ზემო სვანეთი წლების განმავლობაში გათავისუფლებული იყო ელექტროენერგიის გადასახადისგან. „კიოტო“ იცავს წყალსაცავის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებებს.
აქაურების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა და მანამდე, მისმა წინამორბედმა ედუარდ შევარდნაძემ ხმამაღლა განაცხადეს, რომ ენგურის ხეობაში მცხოვრები სვანები ელექტროენერგიის გადასახადისგან თავისუფლები არიან.
3 ოქტომბერს უკმაყოფილო ხალხი მესტიის გამგეობასთან იყო მისული. როგორც მათ გვითხრეს, ცარიელი დაპირებებით გამოისტუმრეს.
მესტიის მუზეუმს ეზო ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე ჩამოაჭრეს და ამ ტერიტორიაზე ახლა გზა გაჰყავთ. მუზეუმის შენობა ისევ იმ მდგომარეობაშია, როგორშიც ერთი თვის წინ, 28 აგვისტოს დაგვხდა. ანუ ნახევრად დანგრეულია. სვანეთის მუზეუმში დაცული საგანძური კი ისევ კონტეინერებშია ჩამწყვდეული და ახალი გზა, რომელიც მესტიას უშგულთან დააკავშირებს, ამ კონტეინერებიდან დაახლოებით 15-20 მეტრითაა დაშორებული.
მუზეუმის ეზოში 3 ოქტომბერს (თერთმეტ საათზე მივედით) მაშინ მივედით, როცა კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძურის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა მუშაობდა - ამოჭრილ 4-დან 6 მეტრი სიღრმის ორმოებში ქვებს ყრიდნენ, სიმაგრისთვის.
ვესაუბრეთ მუშებს, რომლებიც ადგილობრივები არ არიან. ვკითხეთ, რა ბედი ეწეოდა კონტეინერებს. მათი პასუხი ასეთი იყო - ეს მუშების სადგომია, აქ ისინი ცხოვრობენ, ვინც ამ შენობაზე (მუზეუმის “ობიექტივი“) მუშაობენ. ამ კონტეინერებს აიღებენ და აქედან გადადგამენო. ანუ მეგზევეებს წარმოდგენა არ აქვთ, რის სიახლოვეს უწევთ მუშაობა.
იუსტიციის სახლი და პოლიციის შენობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ახლახანს, ტელეკამერების თანხლებით გახსნა, მოუმთავრებელია. განსაკუთრებით პოლიციის შენობა, რომელშიც შიგნით ხარაჩოებია, ხოლო გარედან კედლებზე დაკიდებული მუშები მუშაობენ, მძიმე ტექნიკაც იქვე, დგას.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი სოსო ხოფერია 06:31 01.02.2014 ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" ლიდერი ლალი ანთია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქა...
-
გაზიარება სამეგრელო ზემო-სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხვდება ქართული მედიასაშუალებების ყურადღებ...
-
გაზიარება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 3...
-
გასულ კვირას "რუსთავი-2"-ში მიშას საქებარი მორიგი პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა. ამჯერად იგი ეძღვნებოდა ქსენია სოკოლოვას რუსულ ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
ავტორი თამარ ზანთარაია 16:00 08.07.2012 საქართველოს პრეზიდენტმა, 25 ივნისს, საკუთარ რეზიდენციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლ...
-
დღეს, ზუგდიდს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ესტუმრა, პრესკონფერენციაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში გაიმართა გაჩეჩილაძემ საზოგადოებ...
-
დიპლომატები მოსკოვს ტოვებენ. გერმანიის საელჩომ რუსეთში გუშინ, 6 აგვისტოს საღამოს, მუშაობა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და შეტყობინების...
-
22:50 14.10.2011 ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილი მომღერალი ბერა საქართველოს კლიპს უძღვნის, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე წუთის წინ შ...
-
ექსპერტი გია ნოდია, ადასტურებს ინფორმაციას, რომ იმიტირებული “ქრონიკის” მზადებასთნ დაკავშირებით მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. ნოდიას განმ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
კონტეინერებში ჩამწყვდეულ სვანეთის საგანძურთან მძიმე ტექნიკა მუშაობს
4 ოქტომბერი, 2011 წელი | საგანძურთან მიმდინარე სამუშაოები.
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი სოსო ხოფერია 06:31 01.02.2014 ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" ლიდერი ლალი ანთია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქა...
-
გაზიარება სამეგრელო ზემო-სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხვდება ქართული მედიასაშუალებების ყურადღებ...
-
ავტორი ეკა ასათიანი 17:06 03.01.2012 საჩხერეში პოლიტიკურმა დაძაბულობამ იმატა. ძველით ახალ წელს უშიშროების თანამშრომლებმა 15-მდე საჩხერელს ს...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
ექსპერტი გია ნოდია, ადასტურებს ინფორმაციას, რომ იმიტირებული “ქრონიკის” მზადებასთნ დაკავშირებით მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. ნოდიას განმ...
-
ავტორი დაჩი კვიკვინია 12:31 24.05.2014 შსს სოდის ყოფილი თანამშრომელი და „ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი ზვიად მ...
-
გაზიარება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 3...
-
გასულ კვირას "რუსთავი-2"-ში მიშას საქებარი მორიგი პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა. ამჯერად იგი ეძღვნებოდა ქსენია სოკოლოვას რუსულ ...


































