ავტორი თამუნა მაისაშვილი
17:29 24.12.2011
დღეს, კინოს სახლში მწერალი ბლოგერის ნანა ზარდიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სახელია „თუმოროფობია “ და ავტორის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება. ნოველები, რომელიც ზარდიაშვილის წიგნში მოხვდა არ შეივცავს პოლიტიკურ დეტლებს.
პირველ ეტაპზე, „თუმოროფობია“ გამომცემლობა „პარადოქსში“ ასი ეგზემპლარი დაიბეჭდა. როგორც „პარადოქსის“ ხელმძღვანელმა მაკო ჯანჯიბუხაშვილმა ჟურნალ „ღია ბოქლომთან“ საუბრისას აღნიშნა, წიგნი თანამედროვე და ტრედიციულია, სადაც ავტორი გამოხატავს ნოსტალგიას წარსულის მიმართ და დამოკიდებულებას რელიგიისადმი.
