ავტორი ნინო მიქიაშვილი
13:06 05.05.2012
დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის პარკიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომდე. მსვლელობის დროს არ შეჩერებულა მანქანების საყვირების ხმა და სკანდირება - დავით გა-რე-ჯი! სა-ქართ-ვე-ლო! მანქანებში მსხდომები აქციისადმი მხარდაჭერას ხელის დაქნევითაც გამოხატავდნენ.
ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ სტუდენტების მონაწილეობით ამ მასშტაბისა და მუხტის აქცია დღემდე არ გამართულა.
მანიფესტაციას წინ მიუძღვოდნენ „შავფაროსნები“ - ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წარმომადგენლები, რომელთაც ხელში ეჭირათ დიდი პლაკატი, წარწერით - „დავით გარეჯი საქართველოა!!! დაიცავი შენი წილი საქართველო!!!“ ვაკის პარკთან ახლოს, „ქართუ ჯგუფის“ მრავალსართულიანი შენობის აივნებიდან აქციის მონაწილეებს ტაშითა და ოვაციებით შეეგებნენ.
მელიქიშვილის გამზირზე, იქ, სადაც 5 წლის წინ აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს, მანიფესტაცია შეჩერდა და ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც ხელში მიგაფონი ეჭირა, თქვა - „ამ ადგილას 5 წლის წინ მოკლეს თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი პატრიოტი ქართველი, გურამ შარაძე. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ბატონი გურამის ხსოვნას“. რამდენიმე წამით სიჩუმე იყო, შემდეგ აქციის მონაწილეებმა ტაში დაუკრეს და გააგრძელეს გზა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მანიფესტანტებს მანქანებით მოჰყვებოდნენ და დროდადრო, თავაზიანად აფრთხილებდნენ, რომ გზის სავალი ნაწილი არ გადაეკეტათ და მაქსიმალურად მარჯვენა მხარე დაეკავებინათ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ: წმიდა ნინოს ჯვრიანი საპატრიარქო, შაფაროსნების და ხუთჯვრიანი დროშები.
მსვლელობის მონაწილეები, თავდაპირველად, ვაკის პარკის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. სხვებთან ერთად იქ იყვნენ:
„შავფაროსნები“, რომლებმაც საინიციატივო ჯგუფთან „დაიცავი დავით გარეჯი“ ერთად გაუკეთეს ორგანიზება ამ აქციას; საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ლიდერები; მამუკა გიორგაძე და მისი პარტიის - „სახალხო პარტიის“ წევრები; „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ლიდერი თამარ ჩხეიძე; ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური; ირაკლი წერეთელი და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის - „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ წევრები; უფლებადამცველი და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი; მანანა არჩვაძის მომხრები; „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციიდან დავით ფაცაცია და ამავე ორგანიზაციის სხვა აქტივისტები; „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები; პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე; ვეტერანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები; ის ადამიანები, რომლებიც დღემდე აპროტესტებენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობას და ისინიც, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობით დღემდე ამაყობენ; ორგანიზაციის „სტუდენტური ხმა“ წარმომადგენლები.
სანამ ვაკის პარკიდან მსვლელობა დაიწყებოდა, იქ მყოფებს სიტყვით ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა მიმართა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია მეექსვე საუკუნიდან მოყოლებული ყოველთვის ეკუთვნოდა ჩვენს ქვეყანას და იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ. ოთხმეზურის აზრით, დაუშვებელია იმასთან შეგუება, რომ მონასტრის ტერიტორიაზე მხოლოდ სასულიერო პირები დაიშვებიან. ისტორიკოსის განმარტებით, ხელშეკრულება, რომელიც სერგო ორჯონიკიძის უშუალო ძალისხმევით 1921 წელს ანექსირებულ საქართველოს თავს მოახვიეს, ლეგიტიმურად არ შეიძლება ჩაითვალოს.
„ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, საქართველოს სასარგებლოდ“, - ასე დაასრულა თავისი მოკლე გამოსვლა გიორგი ოთხმეზურმა, რის შემდეგაც აქციის ორგანიზატორებმა იმ მიმართვის ტექსტი წაიკითხეს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის სახელზეა შედგენილი.
presage.tv ამ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტერი დაიკავეს, აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯერ კიდევ შეუთანხმებელ მონაკვეთზე ახალი პოზიციები დააფიქსირეს და მონასტერში მომლოცველთა და ტურისტთა შეშვება აკრძალეს. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ დავით გარეჯის კომპლექსი საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობას და რელიგიურ სიწმინდეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ქართველი ერი არასდროს შეეგუება დავით გარეჯის ხელყოფას.
აზერბაიჯანელი მესაზღრეების ქმედებამ ქართული საზოგადოების სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოს სააგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და კულტურის მინისტრის ყოვლად უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციურმა განაცხადებებმა, თითქოს, უდაბნოს მონასტრის ტერიტორია აზერბაიჯანის საკუთრებაა.
მტკიცედ გვწამს, რომ ქართულმა სახელმწიფომ არასოდეს უნდა ცნოს დავით გარეჯის კომპლექსის რომელიმე მონაკვეთი აზერბაიჯანის ტერიტორიად. აქედან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი“ და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ მოვითხოვთ:
1. საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინოს დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ზემოხსენებულმა მოქმედმა ჩინოვნიკებმა ქართული საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები;
2. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 31 მაისამდე (წმინდა დავით გარეჯის ხსენების დღე) საჯარო გახადოს და მოგვაწოდოს დავით გარეჯის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამები და ოქმები. ასევე, საკითხთან დაკავშირებული ყველა ხელმოწერილი შეთანხმება, რათა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამჭვირვალე გახდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი;
3. საქართველოს ხელისუფლებამ არ გააფორმოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც დავით გარეჯის კომპლექსის რომელიმე მონაკვეთს აზერბაიჯანის სახელმწიფოს საკუთრებად აღიარებს (მსგავსი დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში არსებობს რეალური სფართხე იმისა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის სადაო მონაკვეთები მოგვიანებით გამოცხადდეს ალბანური კულტურის ძეგლად და ამ მონაკვეთზე დაიკარგოს საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია).
ამას გარდა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა შექმნან ერთობლივი საგანგებო მთავრობათშორისი კომისია, რომელიც უშუალოდ დავით გარეჯის კომპლექსის საკითხის გადაწყვეტაზე იმუშავებს. აღნიშნული კომისიის მუშაობის მასალები მისაწვდომი უნდა გახდეს ფართო საზოგადოებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის დროულად მისაღებად. კარგი იქნება, თუ აღნიშნული კომისიის მუშაობაში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და სასულიერო ლიდერები“.
presage.tv
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
გაზიარება ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია „ღია ბოქლომს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. პარაფსიქოლოგიის მამა უკრაინაში იმყოფება და როგორც...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2 ოქტომბერს ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს დასაწყისი: 12:00 სთ, კვირა, 2 ოქტომბერი. ადგილი: კოტე მა...
-
15:52 17.06.2011 ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე აფხაზეთის #11 საჯარო სკოლა ჩაება ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ ველოაღლუმში „ ჯანმრთელობის ფორმულა“...
-
15:06 29.06.2012 მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს, როგორც ბექაურ...
-
წყარო დრონი .ge 03:17 6.01.2012 „დრონი.ჯი“-სთვის ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია გახდა ცნობილი: უცნობმა პირებმა საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:12 04.02.2012 კრიმინალური პოლიციის უფროსის, ერეკლე კოდუას ცოლისძმა, მიხეილ ჟორჟოლიანი მეორედ დაიჭირეს. ეს ინფორმა...
-
გაზიარება http://www.usaid.org.ge/ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, კავკასიის რეგიონალური მისია (United States Agency for Internati...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს
რუბრიკიდან: პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
სამეგრელოში არსებული განუკითხაობის ფონზე ზუგდიდში სატანური სექტის თეოსოფიის მომხრეები გააქტიურდნენ. მდიდრულად ჩაცმული და რუსულ ენაზე მოსაუბრ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
გაზიარება ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია „ღია ბოქლომს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. პარაფსიქოლოგიის მამა უკრაინაში იმყოფება და როგორც...
-
წყარო დრონი .ge 03:17 6.01.2012 „დრონი.ჯი“-სთვის ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია გახდა ცნობილი: უცნობმა პირებმა საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის...
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესიით ისტორიკოსი, სა...
-
ავტორი ნანა ფაჟავა “მე უნდა შევიდე ნინოშვილის 13-ში” - ეს ფრაზა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილებთ...
-
გამოტეხილად რომ ითქვას, შაშკინი აქ არაფერ შუაშია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წონა საქართველოს სახელისუფლებო ელიტაში ღიმილის მომგვრ...
-
მოამზადა დავით შალიკაშვილმა 18:18 24.06.2012 ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. ახლახან საიტმა ”ლ...