ხელოვნების მუზეუმიდან საგანძურის გადატანა უნდათ!

ავტორი ნინო მიქიაშვილი
21:32 12.10.2015
სამუზეუმო საქმისადმი, მუზეუმებში დაცული ექსპონატებისადმი დამოკიდებულება მთავრობის ცვლილებასთან ერთად უკეთესობისკენ არ შეცვლილა. იმ გეგმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უკვე ცნობილია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ, ამავე რეჟიმის ნარჩენები. ვგულისხმობ ექსპონატების, ნივთების ერთმანეთში აღრევას, გადანაწილებას და ისეთი ქაოსის შექმნას, რომ თეთრისა და შავის ერთმანეთისაგან გარჩევა გახდება რთული.

მუშაობენ კანონზე, რომლის მიხედვით ყველა მუზეუმის ერთი ქოლგის ქვეშ თავმოყრა მოხდება და ერთი მუზეუმიდან მეორეში ექსპონატის გადაადგილება პრობლემა არ იქნება. მუზეუმთან დაკავშირებულ ყველანაირ კანონს მოაქცევენ ერთ კოდექსში და ამას აკეთებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე. აქვე შეგახსენებთ რომ ბატონი ანთიძე საყდრისის აფეთქების საქმეში მოწინავე პოზიციაზეა, რასაც ის არ მალავს, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნარჩენის - დავით ლორთქიფანიძისგან განსხვავებით, რომელსაც საყდრისის აფეთქებაზე მკაფიო პოზიცია ამ წუთამდე არ დაუფიქსირებია, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და თუ რატომ, ამაზე შეიძლება მსჯელობა, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით. დავით ლორთქიფანიძე დღეს თავს იწონებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობით.

მეგობრობაში ცუდი არაფერია, მაგრამ როცა ამგვარი მეგობრობის გამოყენებით ადამიანი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისთვის საზიანო საქმეებს ჩადის, ეს რბილად, რომ ვთქვათ, მიუღებელია. სხვათა შორის, 2011 წლის 26 მაისს, სისხლიან რუსთაველზე დავით ლორთქიფანიძეს ბრწყინვალების ორდენი სწორედ მისმა იმჟამინდელმა ახლო მეგობარმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა.

ხსენებული ფაქტების ირგვლივ „ობიექტივის“ ეთერიდან არა ერთხელ ვთქვი, აქ, ჩემს გვერდზეც დავწერე, ვიდეოკომენტარების და კონკრეტული დოკუმენტების მოხმობით. ახლა გადავიდეთ ფაქტებზე, სიახლეებზე.

მუზეუმების ძარცვისა და იქ შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ „ობიექტივში“ კლიპები ტრიალებდა. ეროვნული მუზემიდან ერთადერთი აღმოჩნდა ელდარ ნადირაძე, ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი, ვინც უკმაყოფილება ღიად გამოხატა - 2015 წლის 18 თებერვალს ინტერვიუ მისცა. ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ „ობიექტივში“ მოვიწვიე, მაგრამ არ მოვიდა, თავაზიანი უარი მითხრა. აი, ამონარიდი ელდარ ნადირაძის ინტერვიუდან:

„ანტირეკლამა რომელიც ეროვნული მუზეუმის დისკრედიტაციისთვის გადის ყოველდღე "ობიექტივის" ეთერით, ყოველგვარი ზომიერების ფარგლებს სცილდება. გარდა იმისა, რომ მუზეუმის თითოეული თანამშრომლისთვის შეურაცხყოფის ტოლფასია, ამით ჩრდილი ადგება ქართული კულტურის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კერას, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ დაუმსახურებია ასეთი სასტიკი შეფასება“.

„ობიექტივის“ ეთერიდან მუზეუმის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიგვიყენებია, არც კლიპით, არც სიტყვით. მათ კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას. ბუნებრივია, ეს არ ეხებათ იმათ, ვინც სვანეთის საგანძური 2011 წელს ამყოფა სამშენებლო ნაგავში.

სხვათა შორის, ზუსტად 4 წლის წინ საქართველოს პარლამენტში გაიმართა ფრაქციის ღია სხდომა, სვანეთის საგანძურის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამაზ დიასამიძე, ჯონდი ბაღათურია, გია ცაგარეიშვილი, კარლო კოპალიანი. 2011 წლის 12 ოქტომბერს გამართული ფრაქციის ღია სხდომა, რომელიც მეორე არხით არაერთხელ გადაიცა, ძალიან სასარგებლო იყო. სხვათა შორის, ბატონ ცაგარეიშვილს და ბატონ კოპალიანს საყდრისიდან არაერთხელ დავურეკე, ოფიციალურადაც მივმართე, რომ ეგებ საყდრისის გადარჩენა ფრაქციის ღია სხდომით ეცადათ, მაგრამ საყდრისის გადასარჩენად არაფერი გააკეთეს.

ახლა დავუბრუნდეთ „ობიექტივის“ კლიპებში ასახულ ინფორმაციას - ელდარ ნადირაძის შეფასებით ეს იყო ანტირეკლამა, მაგრამ ბატონი ნადირაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ ცდილობს, ამას მრავალი ფაქტი ადასტურებს.

აი, მაგალითად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამედროვე ქანდაკებათა საცავიდან 16 ცალი ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2010 წელს დაწყებული აქვს წინასწარი გამოძიება, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი შსს-დან გამოვითხოვე და მივიღე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მუზეუმის შემოწმების მასალები გადაგზავნილი აქვს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და დაწყებულია გამოძიება. ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტიც მაქვს - აუდიტის სახელმწიფო სამსახურიდან გამოვითხოვე და მივიღე.

და კიდევ ერთი ფაქტი, საგანგაშო და შემაძრწუნებელი - 2014 წელს ჟინვალის არქეოლოგიური ბაზა, რომ გაიძარცვა, ამაზე კლიპები „ობიექტივში“ ტრიალებდა, სანამ შსს-მ დანაშაული არ გახსნა. იქიდან მოყოლებული თვეში რამდენჯერმე მივდიოდი თბილისის საქალაქო სასამართლოში და ვკითხულობდი საქმის განხილვა როდის იყო ჩანიშნული. სხვანაირად ვერ გავიგებდი, არავინ მეტყოდა. საინფორმაციო ბიუროში ვეუბნებოდი დაკავებული ადამიანის სახელსა და გვარს და დაზარალებულს, ანუ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოგეხსენებათ რომ დუშეთის არქეოლოგიური ბაზა ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შედის. ყოველ ჯერზე მპასუხობდნენ, რომ საქმე არ შემოსულა, საქმე არ შემოსულა.

ამასობაში ჟინვალის არქეოლოგიური ბაზის ძარცვის ფაქტზე დაკავებული ამავე ბაზის დარაჯი თემურ ვარსიმაშვილი გაუსამართლებიათ, მცხეთის სასამართლოში, მიმდინარე წლის 10 თებერვალს.

წერილობით მივმართე მცხეთის რაიონულ სასამართლოს; გამოვითხოვე განაჩენის ასლი და მივიღე კიდეც. საქმე განიხილა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ლობჟანიძემ. აი, ეს არის ამონარიდი 10 თებერვალს გამოტანილი განაჩენიდან:

„სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თ.ვ-მ ჩაიდინა განსაკუთრებული ისტორიული და ეროვნული ღირებულების ნივთის დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში - 2014 წლის 24 აპრილიდან 28 ივნისის პერიოდში, ზუსტი დრო დაუდგენელია, დუშეთის რაიონის მილახვრიანთ დასახლებაში მდებარე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია თ.ვ-მ, საიდანაც ფარულად დაეუფლა იქ არსებულ სამუზეუმო, განსაკუთრებული ისტორიული და ეროვნული ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთებს. აღნიშნული ქმედებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მიადგა 82 865 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი“.

რადგან თემურ ვარსიმაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოზე არ გამოუკვლევიათ, არც მოწმეები დაუკითხავთ. კიდევ ერთი ამონარიდი 10 თებერვალს გამოტანილი განაჩენიდან:

„ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ თ.ვ-ს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ვადით“.

თემურ ვარსიმაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს ადამიანი დააკავეს 2014 წლის 11 სეექტემბერს. განაჩენი, რომელიც მცხეთის რაიონული სასამართლოდან მივიღე, სამგვერდიანია.

სხვა დეტალების დასაზუსტებლად ავდექი და წერილობით მივმართე ეროვნულ მუზეუმს. პასუხი მივიღე:

„ქურდობის შედეგად ბაზიდან მოპარული არტეფაქტების, მათი ფრაგმენტებისა და არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალის საერთო რაოდენობა საველე დავთრებში არსებული ნომრების მიხედვით შეადგენს 2 618 ერთეულს“.
ანუ ოფიციალური მონაცემით, 2014 წლის 24 აპრილიდან 28 ივნისამდე - ორი თვის განმავლობაში ჟინვალის არქეოლოგიური ბაზიდან გაიტანეს 2 ათას 618 ერთეული ექსპონატი და ნივთი. და ეს საქმე მიფუჩეჩებულია, საზოგადოებამ ამ საქმის დეტალების ირგვლივ აქამდე არაფერი იცოდა.

აი, ნახეთ როგორ გამოიყურება დუშეთის არქეოლოგიური ბაზა გარედან

https://www.youtube.com/watch?v=HCHXL4p47lc

მუზეუმებიდან ექსპონატების და ფონდებში დაცული ნივთების დანიავება, რომ დაწყებულია და ამ საქმის გაგრძელებას, რომ აპირებენ, ამაზეც კონკრეტული ფაქტები მეტყველებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 6 ივნისის N1 007 განკარგულების საფუძველზე ებრაელთა ახლადშექმნილ მუზეუმში ექსპონატები ეროვნული მუზეუმიდან გადაზიდეს, სამუდამოდ! ამაზე იმდენჯერ ითქვა და იმდენჯერ დაიწერა, სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც, რომ თვალი უსათუოდ გექნებათ მოკრული.

აიჩემეს ღვინის მუზეუმის შექმნა და მეორე წელია ამაზე გაუთავებლად ლაპარაკობენ. ახლა ლაპარაკს აღარ დასჯერდნენ, ქმედებაზე გადავიდნენ. დღედღეზე ალბათ, მორიგი კანონქვემდებარე აქტი გამოვა და მუზეუმებში დაცული ღვინის ისტორიის ამსახველი ექსპონატები და ფონდებში შენახული ნივთები გადავა ღვინის მუზეუმში, რასაკვირველია, სამუდამოდ!

ღვინის დღე გასულ წელს დააწესეს და წელს მეორედ აღნიშნეს. ხელისუფლების წევრები, მეღვინეები 4 ოქტომბერს ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებული შენობის გახსნაზე შეიკრიბნენ და ქართული ღვინის ცენტრში მცირე მუზეუმი გაიხსნაო, - თქვეს.

4 ოქტომბრის ღონისძიებაზე გადაღებულ და გავრცელებულ ფოტო და ვიდეოკადრებზე ჩანს ექსპონატები, რომელსაც პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს და უცხოელ სტუმრებს ათვალიერებინებს დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი და ამავე მუზეუმის მთავარი კურატორი ელდარ ნადირაძე. აი, ის ბატონი, „ობიექტივის“ კლიპებმა ძალიან, რომ ააღელვა.

მოკლედ, დავით ლორთქიფანიძე ღვინის მუზეუმს უკეთებს პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავის მხრივ ერთობ თბილად იხსენიებს ადამიანს, რომლის საქმიანობის ირგლივ კითხვები მხოლოდ მე კი არა, მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენი დავით ლორთქიფანიძე თავს იმაზე კარგად გრძნობს, ვიდრე ცხრაწლიანი რეჟიმის დროს.

ეს ვიდეოკადრები პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის გვერდიდან გადმოვწერე (მის ტექნიკურად გამართვაში ანი კიკნაძე დამეხმარა)

https://www.youtube.com/watch?v=0nNlNJqeC6M&feature=youtu.be

გაგახსენებთ 2012 წლის 7 აგვისტოს, როცა მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი და დავით ლორთქიფანიძე ცდილობდნენ ხელოვნების მუზეუმიდან ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები გამოეტანათ. ეს არის ინფო 9-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი:

https://www.youtube.com/watch?v=7JdulqkJ0F4

აქვე გთხოვთ, ერთი წუთით წარმოიდგინოთ რა შეიძლება მოჰყვეს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდიდან მთელი საგანძურის გამოტანას, რასაც დავით ლორთქიფანიძე აპირებს და ჩემი ინფორმაციით, ამაში პრემიერ-მინისტრის სიტყვიერი მხარდაჭერა უკვე აქვს. ახლა ის ელოდება შესაბამის განკარგულებას, რომ საწადელი აისრულოს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი დავით ლორთქიფანიძისგან ელოდება ჯიღაურაში ღვინის მუზეუმის გაკეთებას და იქ ექსპონატების ეროვნული მუზეუმიდან გადატანას.

იმედია, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ხელისუფლების დანარჩენი წევრები დაფიქრდებიან და გაიაზრებენ რა შეიძლება მოჰყვეს საგანძურისთვის ხელის ხლებას.+


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...