20:19 14.06.2015
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი 13 ივნისის ტრაგედიას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"დიდიხანია კეთილი სიტყვა არ მითქვამს ხელისუფლებაზე. იმ ნაწილში, რაშიც მე მათ ვედავები, ამ კეთილ სიტყვას ნამდვილად არ იმსახურებენ და დღეს არ მინდა ამ თემაზე არც წერა და არც საუბარი. სტიქიის პირველივე წუთებიდან გარეთ, ქუჩაში ვიყავი და საკუთარი თვალით ვუყურებდი, რაც ხდებოდა... როგორ მოქმედებდნენ სამაშველო და საპატრულო სამსახურები, სასწრაფო დახმარება, თვითონ პრემიერი, თბილისის მერი და სხვა მინისტრები. ყველა ეს ადამიანი მინდა გავამხნევო და ვუთხრა: ჩანს თქვენი გულწრფელობა. ჩანს თქვენი ძალისხმევა. 13 ივნისის ტრაგედია მაგალითია დიდი სოლიდარობის. როცა დიდი განსაცდელი გვაქვს, არც პარტია მაინტერესებს და არც ოპოზიციური ფლანგი... ჩემი ქვეყნის გვერდით ვართ",- წერს ირმა ინაშვილი.