14:00 06.04.2012
რამდენიმე წუთის წინ ათდღიანი პატიმრობიდან "დაიცავი საქართველოს" და „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ–ერთი ლიდერი კახა მიქაიას გაათავისუფლებენ.ჩხოროწყუში მიქაიას დასახვედრად მისი თანამებრძოლები ბიძინა გეგიძე, დათო რურუა და გია გაჩეჩილაძე ჩავიდნენ.
მათი განცხადებით, კახა მიქაია ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ამხილა ხელისუფლება და საკუთრივ “ახალაიების კლანი” უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის მცდელობაში და სავარაუდოდ, მისი დაპატიმრებაც ამ ფაქტს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ კახა მიქაია 10 დღის წინ ზუგდიდში სასამართლოს ეზოში დააკავეს. ის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას დაპატიმრებას აპროტესტებდა.
