ვაჩეიშვილის უწყება ირწმუნება, რომ ატენის სიონის ირგვლივ პრობლემები აღარ არსებობს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
20:54 06.01.2012
იმაზე, თუ რა ტიპის სამუშაოები განხორციელდა ატენის სიონთან მიმართებაში; ვინ აფინანსებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს; რამდენი ლარი დაიხარჯა ამ საქმისთვის; რა არის დაგეგმილი მიმდინარე წელს და ამჟამად რა მდგომარეობაშია ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე, VII საუკუნეში აშენებული ატენის სიონი, ჩემს მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყობთ.

ატენის სიონის ირგვლივ გარკვეული კითხვებით მივმართე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს; შევხვდი და ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილის ფონდის, იგივე “საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ ხელმძღვანელებს და გერმანიაში (ინტერნეტის მეშვეობით) კითხვები გავუგზავნე საზოგადოება “ლილეს“ ხელმძღვანელს, რომელიც ატენის სიონის რეაბილიტაციის პროცესში გერმანულ მხარესთან ერთადაა ჩართული.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ატენის სიონის სარებილიტაციო სამუშაოებს წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ფონდი აფინანსებდა, არ დადასტურდა. ამ საკითხის დასაზუსტებლად ივანიშვილის პრესსამდივნოს დახმარებით შევხვდით და ვესაუბრეთ “საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ თავმჯდომარეს, ზურაბ ხვედელიძეს და მის მოადგილეს, მამუკა ჩხაიძეს.

მათი განმარტებით, ატენის სიონისთვის ფონდიდან მცირედი, 5 000 ლარი გადაუდებელი სამუშაოებისთვის 2006 წელს გამოიყო და ეს თანხა მოხმარდა ნესტთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას, რამაც დადებითი შედეგი ძალიან მალე, თვენახევარში გამოიღო.

გასული წლის 4 თებერვალს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკა ვაჩეიშვილი ჟურნალისტებს შეგვხვდა და საათნახევარი გვესაუბრა 2011 წელს რომელ ისტორიულ შენობებსა და ტაძრებთან მიმართებაში განხორციელდებოდა სამუშაოები. ჩამონათვალში ნომერი პირველი ატენის სიონი იყო.

ვაჩეიშვილმა გვითხრა, რომ 2011 ატენის სიონისთვის უნდა ყოფილიყო გარდამტეხი წელი; უნდა მომხდარიყო კედლის მხატვრობის, ფუნდამენტის და ფასადების კონსერვაცია, მაგრამ ამ საკითხების გადაწყვეტა 2011 წელს ვერ დასრულდებოდა, რადგან აჩქარება ატენის სიონს ავნებდა; სამუშაოები კი იყო ძალიან ბევრი და ამავდროულად, ნელა და ფაქიზად საკეთებელი.

ნიკა ვაჩეიშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემები ატენის სიონის სახურავსა და მთავარ კონსტრუქციას ჰქონდა. 2011 წლის 4 თებერვალს ვაჩეიშვილმა დაადასტურა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, ატენის სიონში ჩატარებული ბურღვითი სამუშაოების შესახებ - “შარშან საბოლოოდ გავარკვიეთ, კლდის მდგომარეობა, საყრდენის მდგომარეობა, გაბურღვით. მუშა 8 მეტრზე ჩავიდა, იმუშავა და კინაღამ მოკვდა ის საწყალი. ანუ, ჩვენ უკვე ვიცით, როგორია კლდის მდგომარეობა და როგორია სუბსტრუქციის მდგომარეობა. ახლა გადაწყვეტილებას მივიღებთ თვითონ ტაძრის მკურნალობის საბოლოო ნიუანსებზე“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ატენის სიონზე

აქამდე ჩატარებულ და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ჩემს კითხვებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია მურაჩაშვილმა ასეთი წერლიბითი პასუხი გასცა:

რა ტიპის სამუშაოები განხორციელდა გასულ წელს ატენის სიონთან მიმართებაში?

-ატენის სიონის სრული რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ძეგლის ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, ატენის სიონი აღმოჩნდა ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად, ეტაპობრივად ხორცილდება, იმ თანმიმდევრობით, რომლის დაცვა ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია.

უკვე 5 წელია ატენის სიონზე კვლევითი-დიაგნოსტიკური სამუშაობი უცხოელ სპეცილისტებთან ერთად მიმდინარეობს. აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა არქეოლოგიური კვლევა და ძეგლის სუბსტრუქციული გამაგრება, მოხდა გადახურვის რეაბილიტაცია. ჩატარებული კვლევითი სამუშაობის საფუძველზე 2012 წლისთვის ის ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელიც ატენის სიონს იხსნის იმ მდგომარეობიდან, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაობის დაწყებამდე საგანგაშო იყო.

რამდენი ლარი დაიხარჯა 2011-ში განხორციელებულ სამუშაოებზე?

-2011 წელს კონსტრუქციული გამაგრების პირველი და მოსამზადებელი ეტაპი განხორციელდა, რისთვისაც 23 019 ლარი დაიხარჯა. პარალელურად ჩატარდა მხატვრობის - ფრესკების კვლევითი და წერტილოვანი გამაგრებითი სამუშაობი, რაც 4 300 ლარი დაჯდა.

რა ტიპის სამუშაოები დაგეგმილი მიმდინარე წლისთვის?

-ატენის სარეაბილიტაციო პროექტის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ატენის სიონის ტაძრის კონსტრუქციული გამაგრება, რომელსაც ქართველებთან ერთად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები განახორციელებენ.

საიდან ფინანსდებოდა აქამდე განხორციელებული სამუშაოები და ამასთან, რა სახსრებით დაფინანსდება მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი სამუშაოები?

-ატენის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სახელმწიფოსთან ერთად ამერიკის საელჩომ დააფინანსა. შემდგომი სამუშაოებიც სახელმწიფომ დააფინანსა და 2012 წელს განსახორციელებელ სამუშაობსაც სახელმწიფო დააფინანსებს. რაც შეეხება 2012 წლის ბიუჯეტს, სპეცილისტები პროექტის მიხედვით ხარჯთაღრიცხვას ამზადებენ. კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ; თუმცა, ზუსტი ხარჯთაღრიცხვა უახლოეს დღეებში გამზადდება და ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.

რა მდგომარეობაშია ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორია - დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, თუ ფერდობი იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც 2009 წლის ზაფხულში იყო? ვგულისხმობ ჩამოჭრილ ფერდობს, სადაც მონასტრის მშენებლობა იყო დაგეგმილი.

-ძეგლის ტერიტორიაზე, იქნება ეს ატენი, თუ რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, კანონი მშენებლობას არ კრძალავს; მთავარია პროქტი იყოს ადეკვატური და ხელს უწყობდეს ძეგლის და მისი ტერიტორიის განვითარებას. ამჯერად ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაობი არ მიმდინარეობს, ვინაიდან ხდება მონასტრის ტერიტორიის ინფრასტრუქტურის პროექტირება, სადაც მონასტრის მშენებლობაც იქნება გათვალისწინებული. ნებისმიერი პროექტის განხორციელება კი ძეგლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონმდებლობის გათვალისწინებით მოხდება.

პრობლემები, რომელიც იყო ატენის ირგვლივ, დღესდღეობით ფაქტიურად აღარ არსებობს. მეტიც, ძეგლის გადარჩენის მეთოდები გადაწყვეტილი და შემუშავებულია. ამ ეტაპზე სპეციალისტებმა უკვე იციან რა პრინციპებით იხელმძღვანელონ ძეგლის გადასარჩენად.

2011 წელს ატენის სიონის მხატვრობის სრული ფოტოფიქსაცია განახორციელა ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორ-ფოტოგრაფმა პინო დელაა ქიულამ, რომელსაც მსოფლიოს ცნობილ ძეგლებზე აქვს ნამუშევარი. ატენის სიონის პოპულარიზაციის მიზნით, უახლოეს მომავალში საკმაოდ საინტერესო გამოცემის მომზადებაა დაგეგმილი.

გერმანული მხარე და ატენის სიონი

ატენის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებში გერმანელი სპეციალისტები 2004 წლიდან არიან ჩართულები. ქართული და გერმანული მხარეები ერთმანეთს მარიკა ლაფაურმა დააკავშირა. იგი პროფესიით მუსიკოსია, 20 წელზე მეტია გერმანიაში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს საზოგადოება “ლილეს“, რომელიც ჰამბურგშია რეგისტრირებული და რომლის მიზანია ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.

რა ეტაპზეა გერმანული მხარის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის დაწყებული თანამშრომლობა, ატენის სიონთან მიმართებაში?

მარიკა ლაფაური: ამჟამად შენობის დაზღვევისთვის აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა 2011 წელს?

-ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მოხდა შეთანხმება ტაძრის ანკერებით გამაგრებაზე. ეს გადაწვეტილება ეყრდნობა 2007 წელს, პროფესორ ბარტელის მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელიც ახალი მონაცემებით 2009 წელს შეივსო და დასკვნის სახით დაიდო.

გთხოვთ, განმარტოთ რას ნიშნავს დაანკერება.

-დაანკერება ჯერ კიდევ რომაულ სამშენებლო ტექნიკაში გამოიყენებოდა. მისი უპირატესობაა ნაგებობის სუბსტანციაში ნაკლებად ჩარევა. სხვა ცნობილ საშუალებებთან შედარებით დაანკერება გაცილებით ეფექტურია. ესაა ლითონის მჭიდები, რომლებიც შენობას, ან შენობის დაზიანებულ ადგილებს კრავს. არსებობს დიდი ანკერები, მთელი შენობისათვის და ასევე ლოკალური, სხვადასხვა ადგილების გასამაგრებელი ანკერები.

რა ტიპის კვლევებს გულისხმობთ? ზემოთ პროფესორ ბარტელის მიერ ჩატარებული კვლევები ახსენეთ.

-სუბკონსტრუქციის, კედლის, ქვების, სამშენებლო მასალის კვლევებს ვგულისხმობ. 2009 წელს მომზადებულ დასვნაში ასევე შესულია გეოლოგიური კვლევის, სხვადასხვა საინჟინრო გამოანგარიშებების შედეგები. ჩაანკერების კონცეფცია და საამოსოდ საჭირო ხარაჩოს კონსტრუქცია დაიგეგმა. ამჟამად სრულდება ამ კონსტრუქციის გეგმისმიერი განხორციელება.

რას ნიშნავს კონსტრუქციის გეგმისმიერი განხორციელება?

-ხარაჩო უნდა ასრულებდეს დაგეგმილი სამუშაოებისთვის ყველა პირობას. დღევანდელი კონსტრუქცია მოიცავს ინტერიერს სრულად, სადაც აქამდე შეუძლებელი იყო მიუდგომელი ადგილების დეტალური შესწავლა. მისი სიმტკიცე და უსაფრთხოება ითვალისწინებს გასაბურღი სამუშაოებისთვის შესაბამის მტკიცე კონსტრუქციას.

რა სახის სამუშაოები განხორციელდა, გერმანული მხარის მონაწილოებით?

-ნაგებობის შესწავლის შემდეგ, გერმანულმა მხარემ სრულყოფილი პროექტი მოამზადა, რის მიხედვითაც დაანკერების წინა სამუშაოები ჩატარდება. ამ გეგმის და პროექტის მიხედვით, ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ძველი, არასტაბილური და მომცრო ხარაჩოს გამოყენებით შენობის მთელი ინტერიერის დასკანერება და სასინჯი გაბურღვების შედეგად ამოღებული მასალის გამოკვლევა მოხდა.

პლუს ამას, ამ წუთებამდე გრძელდება მთელი ინტერიერის სტაბილურ ხარაჩოში ჩასმა. მშრალი გაბურღვებისთვის აუცილებელი ტექნიკის მოძიება მოხდა – ის, რაც საქართველოში არ იყო, გერმანიიდან ჩამოვიტანეთ.

იქნებ განმარტოთ რას ნიშნავს გაბურღვა, კონკრეტულად რა უნდა გაიბურღოს და რისთვისაა ამის გაკეთება აუცილებელი?

-ყველაზე მთავარი ანკერისათვის გუმბათის ყელის მიდამოები რვა ადგილას იბურღება. მშრალი გაბურღვა საქართველოში ატენზე პირველად ჩატარდება, რომელიც განსხვავებით სველი (წყლის ჭავლით) გაბურღვისგან ბევრად ფაქიზი და ამავდროულად, ისტორიული ნაგებობებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

გერმანიიდან ჩამოსული იყო მშრალი გაბურღვის ოსტატი–ტექნიკოსი, კერძოდ, ფირმა “ვოლფსჰოლცის“ წარმომადგენელი მაიკ ლორენცი, რომელმაც ქართველ პარტნიორთან, ინჟინერ დავით მესხთან ერთად მშრალი გაბურღვის ყველა ეტაპი გაიარა. ასევე მოხდა ტექნიკის გამოცდა - ორი სასინჯი გაბურღვა ჩატარდა და დადებითი შედეგის მიღების გამო, მესამე სასინჯი გაბურღვა აღარ ჩატარებულა.

ქართველი და გერმანელი სპეციალისტების თანამშრომლობა კარგ სამუშაო გარემოში შედგა. ქართველი სპეციალისტები (მაგალითად, დავით მესხი, რომელსაც დავალებული აქვს ხარაჩოს კონსტრუქციის შესრულება) დიდი ინტერესით მუშაობდნენ და ამასთან, მათი გერმანელი კოლეგებისთვის ყველა სამუშაო პირობა უზრუნველყოფილი იყო.

ამჟამად გრძელდება: ხარაჩოს სრულყოფა; დაზიანებების სრულყოფილი აღწერა, აქამდე მიუდგომელ ადგილებში და დაზიანებების დროებითი გამაგრებები, ამ დაგეგმილი სამუშაოების ჩატარებისთვის.

შემდეგი ეტაპი უფრო სარესტავრაციო თემებს შეეხება (ქვა, ფერწერა) და რაც მთავარია, მორყეული ქვების სათითაოდ გამაგრებას.

წლევანდელი ღონისძიებების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ატენის დაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული - საზოგადოება “ლილეს“ ინიციატივით 2004 წლიდან საუკეთესო გერმანელი სპეციალისტების მობილიზებამ და ქართულ მხარესთან ნაყოფიერმა თანამშრომლობამ დადებითი შედეგი გამოიღო.

"ობიექტივი"




რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...