ავტორი ილია ჩაჩიბაია
11:22 09.01.2012
ბათუმში ელექტროგაყვანილობის ხაზებზე ჩამოკიდებული ფეხსაცმელები უკვე რამდენიმე კვირაა ქალაქში ჩასული სტუმრების გაოცებას იწვევს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ელექტროენერგიის საფასურის ზრდა ამ ფორმით გააპროტესტა და ხელისუფლებას საახალწლოდ ქალაქის მორთვის საკუთარი ვერსია შესთავაზა. სააკაშვილის საქართველოში, აჭარელები, იმ იმედით, რომ ასტრონომიული სიჩქარით ბათუმის ქუჩებში მონავარდე ქვეყნის პირველ პირს ფეხსაცმელი თავში დაეცემა, უპრეცედენტო აქცია წამოიწყეს. "იქნებ სააკაშვილს თავში ან თვალში მაინც მოხვდეს ჰაერში გამოკიდებული ფეხსაცმელები და შეიგნოს, რომ გვიჭირს, გვშია და ელექტროენერგიის უზარმაზარ ფასებს ვეღარ ვუმკლევდებით", – ამბობენ ბათუმელები.
გვესაუბრება მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე:
–როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს და უზარმაზარ ელექტროენერგიის გადასახადს იხდის, პროტესტის ასეთი ფორმა გასაკვირი არ არის. როდესაც ოჯახების უმეტესობას შემოსავალი არ გააჩნია და კომუნალური ხარჯები ძალიან დიდია, ხალხს ერთადერთი გზა რჩება: ასეთი ფორმით მაინც მიახვედროს ხელისუფლებას, რომ ქვეყნაში ძალიან მძიმე ვითარებაა. სააკაშვილი გაიძახის, აშენდა აჭარაო ეს არის ფარსი და ტყუილი!
მივესალმები მოსახლეობის ასეთ აქტიურობას, ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს, რომ ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაში ელექტროენერგიის უზარმაზარი გადასახადი არ უნდა არსებობდეს. ქალაქის ცენტრი მოსახლეობის ხარჯზეა განათებული. ევროპაში ყველთვის ცდილობენ ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმარონ, აქ კი პირიქით ხდება.
ბატონო მურმან, როგორ შეხვდა ბათუმი 2012 წელს?
–წინასაახალწლო მზადება ხელისუფლებისთვის არის სტანდარტი, ეს არის აბრჭყვიალებული ქალაქის ცენტრი, ბულვარის და სანაპიროს ტერიტორია. პრაქტიკულად დანარჩენი ქალაქი არის არეულ-დარეული. უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს ბათუმის „მშენებლობა“. სააკაშვილის დაპირება იყო, რომ ქალაქის რეკონსტრუქცია 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე არ დაადგა საშველი სამუშაოების დასრულებას. ერთი მეხუთედი ნაწილის გარდა არაფერი გაკეთებულა. ახალ წელს ბათუმი ძველებურად შეხვდა. აქ არაფერი შეცვლილა. გასულ წელს ხელისუფლებამ ენრიკე იგლესიასი ჩამოიყვანა და ახლა ხულიო იგლესიასი გაუძღვა საახალწლო ტაშ-ფანდურს. კონცერტებში მილიონები იხარჯება, მაშინ როდესაც ბათუმელთა აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარია, ხალხი 2012 წელთან შესახვედრად მზად არ იყო და სააკაშვილთან ერთად საზეიმოდ არავის ცხელოდა. აჭარელებს უნდათ დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდნენ, მაგრამ სამუშაო ადგილები არ არის და ბათუმელთა უმრავლესობა თურქეთში სამუშაოდ გადაიხვეწა. ადამიანებს არანაირი პერსპექტივბა არ გააჩიათ. ზეიმობს მხოლოდ ის, ვინც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული და 31 იანვარს იგლესიასის კონცერტს დაესწრო. უბრალო ბათუმელებს ძალიან უჭირთ და 2012 წელს ღარიბულად შეხვდნენ.
–„ნაციონალურ ტელევიზიები“ ყოველდღიურად ატრიალებენ კადრებს, როგორ გულმხურვალედ ხვდებიან სააკაშვილს ბათუმში, ნამდვილად ასე ძალიან უყვართ მიშა აჭარაში?
–ამასწინათ, მიხეილ სააკაშვილი ბათუმის უპოვართა სასადილოში მივიდა. ეს გახლდათ დადგმული სპექტაკლი, რომელსაც აჭარის და ცენტრალური ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. იქ ვმნახე ერთი ქალბატონი, რომელიც თავს მოხუცებულთა სასადილოს აქტიურ მომხმარებლად ასაღებდა და სააკაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. მინდა გითხრათ, რომ ამ ქალს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში 3-ოთახიანი ბინა აქვს. სწორედ ასეთი ხალხი დაყავთ პიარისთვის განკუთვნილ შეხვედრებზე! არც ერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, ღატაკთა სასადილოში არ დადის. კამერების წინ მოულოდნელად რამე უხერხული შეკითხვა არ დაისვას, ისეთი ადამიანებს აჩვენებენ, ვისაც ასეთი სასადილოები არ სჭირდებათ.
–რამდენიმე დღის წინ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში ბავშვი ჩავარდა, რომელიც დედასთან ერთად ტროტუარზე მიდიოდა. ბავშვი დაშავდა. ნუთუ, ბათუმის ქუჩები კვლავ დიდხანს უნდა იყოს გადათხრილი და დამახინჯებული?
–ბათუმის წყალ-კანალიზაციის გამართვისთვის თანხა გერმანულმა ორგანიზაციამ გამოყო, მაგრამ ხელისუფლებამ რესტავრაცია ვერა და ვერ დაასრულა. ჩემი ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს ვანო მერაბიშვილის ფირმებში დასაქმებული არაკვალიფიციური კადრები ასრულებენ. სწორედ ამიტომ ჭიანურდება მშენებლობის პროცესი. სააკაშვილის პიარკამპანია, რომ ბათუმი აყვავდა, აშენდა და გალამაზდა, არის ხელისუფლების მორიგი ტყუილია. ვიმეორებ, რომ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეული და გაპარტახებულია.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
20:10 31.03.2015 ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ამჯერად ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს. ამერიკ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 20:00 24.10.2011 ოზია - ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნის იუდეველთა მეფე იყო. ისტორიულ წყაროებში ოზია მიწა-წყლის მი...
-
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაასრულა. განსასჯელთა უმრა...
-
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კო...
-
16:57 25.03.2014 დავით თარხან-მოურავი - დავაფასოთ პატრიარქი! იხილეთ ვიდეო:
-
ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი ჩინოვნიკები ყოველ საღამოს ქალაქის ცნობილ რესტორანში იკრიბებიან, 10 ნოემბერს მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. რაიონ...
-
ინტერნეტტრაფიკის სიჩქარის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა, რეგიონის მასშტაბით კი - პირველზე. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები ინტ...
-
ავტორი თამუნა მაისაშვილი 19:06 10.02.2012 საქართველოში უკვე აღარავინ დაობს, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი ძალია...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
საახალწლოდ ბათუმი პროტესტის ნიშნად ფეხსაცმელებით მოირთო
რუბრიკიდან: ეს სააკაშვილის საქართველოა
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
19:43 20.09.2011 2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი&quo...
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:47 17.05.2012 თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ო...