19:06 04.12.2011
ზუგდიდში ბოტანიკური ბაღისა და დადიანების სასახლის რეაბილიტაციის პროექტი იწყება .პროექტი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. პრეზიდენტის განცხადებით, ზუგდიდში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ზუგდიდის სამეგრელოს მთავარ ცენტრად გადაქცევას ემსახურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდში ხვალიდან დაიწყება.
"ჩვენ ვიწყებთ ზუგდიდის მასშტაბურ რეკონსტრუქციას. აქამდე ყველანი კონცენტრირებულები ვიყავით ინფრასტრუქტურაზე, გზებზე, წყალკანალიზაციის სისტემაზე, მაგრამ ჩვენ არასოდეს გვავიწყდება, რომ სამეგრელოს მთავარი ცენტრი, გული, მთავარი ადგილი და ყველაზე მეტი ხალხი ზუგდიდშია. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდი მოედნის კეთებას, თავისი ინფრასტრუქტურით, კაფეებით, ვიწყებთ დადიანის სასახლისა და ბოტანიკური ბაღის რესტავრაციას და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
| ინტერპრესნიუსი |
