ავტორი ნიკა ასლანიძე
20:28 05.11.2011
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია კვლავ რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ალბათ ასე იქნება მანამ, სანამ ივანიშვილი მორიგ პრესკონფერენციას არ გამართვს, ან ხელისუფლების დაბნეული და არაადექვატური მოქმედებებიდან გამომდინარე, სხვა ფორმით არ წარსდგება საზოგადოების წინაშე. პრესაგე.ტვ ესაუბრა პოლიტოლოგ ვაჟა შუბითიძეს, რომლიც ამბობს, რომ სააკაშვილი მარცხს უკვე შეურიგდა.
- პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოების და საერთაშორისო ზეწოლამ ხელისუფლებაზე შედეგი გამოიღო და საზოგადოებრივი მაუწყებელი (რომლის ხელმძღვანელობაც ხვდება, რომ ივანიშვილი მართლაც შეძლებს მოვიდეს ხელისუფლებაში) იძულებული იყო 90–წუთიანი პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გაეშვა. ანალოგიურ ზეწოლის გაგრძელება ასევე აიძულებს ხელისუფლებას, დაუბრუნონ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა და მის წინააღმდეგ ომი შეასუსტონ. რაც შეეხება პრესკონფერენციას, თუ სუსტ ორგანიზაციას არ ჩავთვლით და ჟურნალისტთა ნაწილის დაბალ პოლიტიკურ კულტურას და პროფესიონალიზმს, მან ნორმალურად ჩაიარა. ივანიშვილის პასუხები, მისი ქცევა, პირდაპირობა, საოცარი გულწრფელობა და ზომიერება, დიპლომატიურობა და ეტიკეტი მთლიანად ჯდება მაღალ დასავლურ სტანდარტებშიც და საუკეთესო ქართულ ტრადიციებშიც. ეს იყო ქვეყნის მომავალზე დაფიქრებული ქართველი კაცის გასაუბრება თავის ხალხთან.
როგორ შეფასებდით მის პასუხებს ე.წ. ჩამჭრელ კითხვებზე და რუსულ თემატიკაზე?
- ცამდე მართალი კაცი მარტინ ლუთერი მთელ იმპერიას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა სწორედ სიმართლის წყალობით. ვიქტორ ჰიუგო ამბობდა, რომ მთელი არმიების შემოსევა შეიძლება შეაჩერო, მაგრამ არა ის იდეები, რომელთა დრო უკვე დადგა. ივანიშვილის იდეებიც დრომ მოიტანა და იგი აუცილებლად განხორციელდება – მას წინ ვერავინ დაუდგება მიუხედავად იმისა, რომ გლობალისტურ ძალებს დასავლეთშიც და რუსეთშიც არ აწყობთ ივანიშვილისნაირი პატრიოტების მოსვლა ხელისუფლებაში და მას სამკვდრო-სასიცოცხლო ომს გაუმართავენ.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობაზე მის მიერ გაცემულ პოზიტიურ პასუხებს, ერთი რამ ცხადზე უცხადესია - 20 წელია ჯონ შალიკაშვილიდან და ბუშიდან დაწყებული და სარკოზით დამთავრებული ყველა პოლიტიკოსი და ექსპერტი დაბეჯითებით გვირჩევს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. ჯერ კიდევ ნოე ჟორდანია ამბობდა, რომ რუსეთს არ აქვს არც ერთი ნამდვილი ინტერესი, რომლის შეთავსება არ შეიძლებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან (და ტერიტორიულ მთლიანობასთან ვ.შ.) რუსეთი არ დაუშვებს ჩრდილო კავკასიის აფეთქებას საქართველოს მეშვეობით და აშშ-ს მობჯენას პირდაპირ რუსულ საზღვრებთან.
მთელი მსოფლიო ისწრაფვის რუსეთთან ვაჭრობისა და მისგან სარგებლის მიღებისკენ, ჩვენ კი აღარც ველაპარაკებით რუსეთს, ვაჭრობაზე და სამეცნიერო-კულტურულ ურთიერთობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სომხებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ 1990-იანი წლებიდან ჩვენ გაგვფუჭებოდა ურთიერთობა რუსეთთან მტრობის დონემდეც კი, დაგვაკარგინეს რუსული რეალური ბაზარი, თვითონ კი აღრმავებენ ურთიერთობას რუსეთთან და ჩვენს მთავრობას ლარსის საბაჟოც კი გაახსნევინეს ამისთვის. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით ჩაიშალა საქართველოს იზოლაციის სომხური გეგმა. ამის მერე ჩვენ დასავლეთსაც უფრო მივუახლოვდებით და რუსეთთანაც უფრო სწრაფად (თუმცა – რთულად) დავალაგებთ ურთიერთობას, ყველას თავის ადგილს მივუჩენთ. ამისკენ იქნება მიმართული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მომავალი ვიზიტი მოსკოვში.
განსაკუთრებით რომელი ფრაზას გამოყოფდით ივანიშვილის პასუხებიდან?
- ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა იმან, რომ ივანიშვილი შეპირდა ყველა კარიერისტს და ფულის კეთებაზე მეოცნებე შარლატანს, რომ რაც უნდა ახლობელი იყოს იგი – მისი პარტიიდან თუ რესპუბლიკელებ-ალასანიას ორგანიზაციებიდან, არავის არ დაინდობს, თუ იგი ქართულ ინტერესებს და ქართულ სახელმწიფოს დაუპირისპირდება; მოსაწონია ისიც, რომ მას თავის თავი იდეალურ პიროვნებად არ წარმოუდგენია და ყველას პირში ეუბნება სათქმელს და არა ზურგს უკან. ეს არის მაღალი კულტურის გამოვლინება და ჩვენც ამასვე გვავალდებულებს – თუ რამე არ მოგვეწონება ივანიშვილის ნაფიქრალ-ნამოქმედარში, პირში ვუთხრათ და ზურგს უკან ნუ დავიწყებთ ქირქილს და მასზე ცრუ ჭორების გავრცელებას. ეს დადებითად წაადგება მასაც და ქართულ სახელმწიფოსაც.
როგორ ფიქრობთ რას მოიმოქმედებს სააკაშვილი, შეურიგდება მოსალოდნელ მარცხს?
- ეს ძალიან ძნელად, მაგრამ მაინც მოხდება, მას ეს აგრძნობინა ევროკავშირმა. შემთხვევითი არაა რომ სწორედ 26 მაისის მერე შეიძინა მან ვენახი კახეთში და შინაგანად, ალბათ, წასვლის განწყობას იქმნის. ივანიშვილმა მას და მის ოჯახს (და არა მისი გარემოცვის ყველა წევრს) გარანტიები უნდა მისცეს და ამით წასვლა გაუადვილოს.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
20:10 31.03.2015 ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ამჯერად ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს. ამერიკ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 20:00 24.10.2011 ოზია - ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნის იუდეველთა მეფე იყო. ისტორიულ წყაროებში ოზია მიწა-წყლის მი...
-
რამდენიმე ხნის წინ სოროსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, ის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ქვეშევრდომები მხოლოდ მ...
-
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაასრულა. განსასჯელთა უმრა...
-
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კო...
-
უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, ...
-
16:57 25.03.2014 დავით თარხან-მოურავი - დავაფასოთ პატრიარქი! იხილეთ ვიდეო:
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
„სააკაშვილი მარცხს შეურიგდა“
რედაქტორის რჩევით
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
23:55 21.02.2019 მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
19:43 20.09.2011 2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი&quo...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...