თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საზარელი მკვლელობა მოხდა. კერძოდ, 23 წლის გოგონას საკუთარმა ძმამ ყელი გამოჭრა.
გაზიარება
[14:36 22-10-2010]
ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი ფოლადაშვილმა ტოტალიზატორში 500 დოლარი წააგო და ამ თანხას დისგან ითხოვდა. და-ძმას შორის უსიამოვნება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვვია. 33 წლის გიორგი ფოლადაშვილმა დანაშაული უკვე აღიარა.
ფოლადაშვილის ახლობლების თქმით, დაკავებული შეურაცხადია. ის 2 წლის წინ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა.
"ინტერპრესნიუსი"