პრეზიდენტის ცოდვები და "სიმბოლური საჩუქრები"

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი წესით სახელმწიფო ქონების განაწილება უკვე მასშტაბურ სახეს იღებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა 70-მდე ობიექტი გააჩუქა, ზოგჯერ სიმბოლურ და ხშირად მიზერულ თანხად.

გაზიარება
[ლანა ბერიძე. 23:46 03-09-2010]

აქედან 5 საქმე სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ შეისწავლა. კერძოდ, როგორ გადასცა მიზერულ თანხად პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ს რამდენიმეათასიანი ქონება, ასევე, როგორ აჩუქა 1 აშშ დოლარად ტელეკომპანია "რეგიონ ტვ-ს" ("ალანიას") მთაწმინდაზე ქონება, საკრებულოს წევრ ინგა გრიგოლიას მამას რომან გრიგოლიას როგორ მისცა მიზერულ თანხად პეკინზე მიწა, ასევე როგორ დაასაჩუქრა საკონსტიტუციო სასამართლოს 10 მოსამართლე ძვირადღირებული სახლებით. ამას ეხებოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც გუშინ "ფონდ ღია საზოგადოება საქართველო"-ს ოფისში გაიმართა.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე მოთხრობილია ტელეკომპანია "რეალტივი"-ს ოფისის შესახებ. "რეალტივის" ოფისი გორგასლის ქუჩაზე 3-სართულიან სახლშია განთავსებული. "სტუდია მონიტორი"-ს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით ეს სახლი "რეალტივის" არ ეკუთვნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, აწ გარდაცვლილი დავით კეკუას ოჯახის საკუთრებაა. "მონიტორის" ჟურნალისტმა ვერც სახლის რეალური მფლობელებიდან და ვერც ტელევიზიის ხელმძღვანელებიდან ვერ მიიღო პასუხი, თუ რის საფუძველზე გადაეცათ განკარგვის უფლებით ეს სახლი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს.

ფილმის მიხედვით დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო საკუთრებას უმრავლეს შემთხვევაში სიმბოლურ ან მიზერულ ფასად განკარგავს.

იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას ბადებს. საქართველოს კანონმდებლობით პრეზიდენტს არ აქვს უფლება, სახელმწიფო ქონება ამ ფორმით განკარგოს და გაასაჩუქროს. თუ რის საფუძველზე ან რა მოტივაციით გააჩუქა პრეზიდენტმა ზემოთ ჩამოთვლილი ქონება, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღეს.

ფილმში ნაჩვენები გამოძიების მიხედვით, პრეზიდენტმა მიზერულ თანხად ქონება გადასცა მუსიკოს დავით ფორჩხიძეს. კერძოდ, 137 კვ მეტრი ფართი პეკინზე ფორჩხიძეს 14 ათას ამერიკულ დოლარად გადაეცა. ექსპერტების შეფასებით, ეს ფართი ბევრად მეტი - დაახლოებით 100 ათასამდე დოლარი ღირს. თავად მუსიკოსი მიზერულ თანხად ქონების შეძენას მისი გამორჩეულობით ხსნის "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად ჟურნალისტს ინფორმაცია არ მიაწოდა, თუ რის საფუძველზე მისცა პრეზიდენტმა ფორჩხიძეს ქონება მიზერულ ფასად.

მეტად საინტერესო შემთხვევაა, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის 10 მოსამართლეს, ბათუმში პრეზიდენტმა სახლები გადასცა ასევე სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, რეალურად ამ სახლების ღირებულება ბევრად მეტია. თავად მოსამართლეების მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ამ სახლების ღირებულება რამდენიმე ათასია, 120 ათასი, 250 ათასი და ასე შემდეგ. მთლიანობაში 10 მოსამართლისთვის 10 ათას ლარად გადაცემული 10 სახლის ღირებულება მოსამართლეების მიერ შევსებული დეკლარაციების საფუძველზე 700 ათასი ლარია. თუმცა, როგორც ბათუმელი უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, ამ სახლების ღირებულება კიდევ უფრო მეტია.

საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მგელაძეს პასუხი ვერ გასცეს, თუ რის საფუძველზე აიღეს ეს ქონება მოსამართლეებმა. 1000 ლარად გადაცემული სახლები 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ პირდაპირ მოსამართლეების საკუთრებაში გადადის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს კი 10 წლიანი ვადით ირჩევენ, ანუ 10-ვე სახლი უკვე მათი საკუთრებაა.

რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, პრეზიდენტმა ამ ტელეკომპანიას საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე 226 ათასი კვ მეტრი მიწა გადასცა. ეს ის ადგილია, სადაც პროექტ "ვარსკვლავების აკადემია" მიმდინარეობდა და შენობაც ჩამოინგრა, რის ნიადაგზეც ორი ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნულ ადგილზე მიწის ღირებულება ძალიან ძვირია, ამავე მიწაზე 19 შენობა დგას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შენობები დაზიანებულია, მონიტორის ჟურნალისტმა მხოლოდ მიწის ღირებულება დაიანგარიშა და გამოვიდა, რომ "რუსთავი 2"-ს ერთ კვ მეტრში 40 ლარი აქვს გადახდილი მაშინ, როდესაც მერიას კანონის მიხედვით საბურთალოზე 1 კვ მიწის ნაკვეთის გაყიდვა 68 ლარზე ნაკლებად არ შეუძლია. აქაც კანონი დარღვეულია. აქაც რეალურად, ბიუჯეტმა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა, თუმცა რა მოტივაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც ამაზე გასცეს ჟურნალისტს პასუხი.

რაც შეეხება ტელეკომპანია "ალანიას", აწ უკვე "რეგიონ ტვ", ამ არხს პრეზიდენტმა მთაწმინდაზე ზუბალაშვილების #34-ში 234 კვ მიწა სიმბლურ ფასად - 1 ევროდ აჩუქა. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში "მონიტორის" ჟურნალისტს ვერც არხის ხელმძღვანელობამ და ვერც ადმინისტრაციამ პასუხი ვერ გასცა.

ფილმში ასევე საუბარია რომან გრიგოლიას, საკრებულოს წევრის ინგა გრიგოლიას მამას, როგორ მიჰყიდეს მიზერულ თანხად მიწის ნაკვეთი პეკინზე. კერძოდ 1310 ლარად რომან გრიგოლიამ 30-დან 50 ათას დოლარამდე ღირებულების ქონება შეიძინა. თავად რომან გრიგოლიამ "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა. ინგა გრიგოლია კი აცხადებს, რომ მამის ბიზნესთან მას შეხება არ აქვს, თუმცა რამდენიმე წლის წინათ ეს ქონება დროებით ინგა გრიგოლიას სახელზეც კი იყო გაფორმებული. ამის მიუხედავად გრიგოლია ამბობს, რომ რომან გრიგოლია იმიტომ, რომ ინგა გრიგოლიას მამაა, ბიზნესსაქმიანობას ვერ აიკრძალავს. გრიგოლია ვერც იმაზე პასუხობს, თუ რა დამსახურებისთვის გადაეცა მამამისს მიზერულ თანხად ქონება.

რაც შეეხება ტელეკომპანია "რეალტივის" ფაქტს, აქ უფრო ბუნდოვანი შემთხვევაა - სახლი, სადაც "რეალტივის ოფისია", რეალურად ყოფილი შსს მაღალჩინოსნის, დავით კეკუას სიმამრს იაშა ბოჭორიშვილს ეკუთვნის, შეგახსენებთ, რომ, ოფიციალური ვერსიით, დავით კეკუამ 2008 წელს ციხეში თავი მოიკლა. "მონიტორის" ჟურნალისტი გარდაცვლილი კეკუას მეუღლესა და ოჯახის წევრებს ესაუბრა, მაგრამ მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ჟურნალისტმა ასევე მიმართა "რეალტივის" კითხვით, თუ რის საფუძველზე არის მათი ოფისი განთავსებული ამ სახლში, ასევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს "რეალტივი"-ს, მაგრამ ტელეკომპანიიდან პასუხი ვერ მიიღეს. ჟურნალისტი ასევე ეცადა, მოეპოვებინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სახლის ან ქირავნობის ან გირავნობის შესახებ, მაგრამ ასეთი დოკუმენტი საჯარო რეესტრში არ არსებობს. კითხვის ნიშნებს გარდაცვლილი კეკუას ოჯახის წევრების დუმილი და "რეალტივის" მიერ პასუხის გაცემაზე უარი კიდევ უფრო ამძაფრებს.

თავად სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ 26-წუთიანი ფილმი თავად სცემს ძალიან ბევრ კითხვას პასუხს.

"ფილმში ნაჩვენები ყველა შემთხვევიდან ნათელია, რომ პრეზიდენტი სხვადასხვა პირებს ჩუქნის ქონებას, ძირითადად მის მხარდამჭერებს, რისი უფლებაც, იურისტების განცხადებით, მას არ აქვს. გამოდის, რომ ფორმალურად პრეზიდენტი კანონს არ არღვევს, მაგრამ რეალურად კანონი დარღვეულია. 1000 ლარად რომ 120 ათასის ღირებულების ქონებას ყიდი, დანარჩენი 119 ათასი სად მიდის? გამოდის, რომ ნაჩუქარია და კანონი დარღვეულია",- განუცხადა "რეზონანსს" ნინო ზურიაშვილმა.

მედია ექსპერტი ია ანთაძე აცხადებს, რომ აქ საქმე კორუფციის ნაირსახეობასთან გვაქვს.
"ფილმი ძალიან მომეწონა. პრაქტიკულად არ იყო ფილმში არაფერი, რამაც კითხვები დამიტოვა. რაც შეეხება ამ ფაქტების შეფასებას, ეს არის კორუფციის ნაირსახეობა და როდესაც პრეზიდენტი გადასცემს მიზერულ თანხად ამხელა ქონებას ადამიანებს ან ორგანიზაციებს, ამის მიღმა აუცილებლად იმალება პოლიტიკური ლოიალობა პრეზიდენტის და მისი გუნდის მიმართ.
ძალიან საინტერესოა თავად ქონების მიმღები პირებისა და ორგანიზაციების ვინაობა. ერთი, ეს არიან მოსამართლეები. ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსებობის საკითხი ამ ფილმის მერე კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, და მეორე, ეს არის მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვისთვის. აქაც მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი, მესამე კი, არის პირდაპირი პრეზიდენტის და ხელისუფლების პიარი, ამ შემთხვევაში დათო ფორჩხიძის სახით. ასე რომ, ყველაფერი კეთდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამისთვის ადამიანებს ჩუქნიან რაღაცებს მიზერულ ფასად, რაშიც ცვლიან პოლიტიკურ ლოიალობას", - განუცხადა "რეზონანსს" ფილმის ჩვენების შემდეგ მედია ექსპერტმა ია ანთაძემ.

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, რომლის ფონდმაც ეს გამოძიება დააფინანსა, ამბობს, რომ ახლა მთავარია, ამ გამოძიების შედეგად დაიწყოს სასამართლო მოკვლევა. "ეს საქმე აქ არ უნდა დამთავრდეს და არ დაივიწყოს საზოგადოებამ, რადგან როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გამოძიება კეთდება, აუცილებელია, მას ლოგიკური და სამართლიანი გაგრძელება მოჰყვეს".

რესპუბლიკური პარტიის წევრი სოფო ხორგუანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს, მიზერულ და სიმბოლურ თანხად ვინმეს სახელმწიფო ქონება მისცეს. ეს არც ერთ კანონში არ წერია.

"ყველა ქმედება, რომელიც ფილმში ვნახეთ, არის ანტიკონსტიტუციური, მაგრამ როგორ შეიძლება კონსტიტუციურობაზე საუბარი, როდესაც სწორედ ის ადამიანები იღებენ პრეზიდენტისგან საჩუქრებს, რომლებიც კონსტიტუციის სადარაჯოზე უნდა იდგნენ, ანუ მოსამართლეები. პრეზიდენტის ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე ისინი ხმას ვერ ამოიღებენ, რადგან თავად არიან ამ უკანონობის მონაწილეები. პრეზიდენტის ყველა ეს განკარგულება არის ანტიკონსტიტუციური და მათი ბათილად ცნობა შეიძლება, მაგრამ სად უნდა დააყენო ეს საკითხი, როდესაც თავად მოსამართლეების მოსყიდვას ემსახურება ეს ჩუქება და ისინი თავად არიან ამ დანაშაულში ჩარეულნი?" - განუცხადა "რეზონანსს" სოფო ხორგუანმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერში მედიაც არის გარეული, თან ძალიან ცუდად, და ამის მაგალითია ისიც, რომ ფილმის ჩვენებაზე არც ერთი ნაციონალური არხის ჟურნალისტი არ მივიდა გასაშუქებლად.
"რეზონანსი"

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...