ღია წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

გაზიარება
[19:40 03.06.2010]

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2010 წლის 26 მაისს ჩვენი ორგანიზაციების წარმომდგენლებმა (ირმა ინაშვილი, ნინო ცხოიძე, ნანა კაკაბაძე, ირაკლი კორძაია, ბონდო მძინარაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი) ფრანგი კოლეგების (ორგანიზაცია "ჟურნალისტები- ჟურნალისტებისათვის") მიწვევით ბრიუსელში, სასტურმო "ქროუნ პლაზაში" გამართეს 8 დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია ("ქალაქში მკვლელია", "6 მაისი", "დემოკრატიის გისოსები", "ჩიხი", "ტყვიის გარეშე", "საქართველო არის ესე", "შეთქმულების მისტერია", "15 ივნისის დარბევა"). აღნიშნული ფილმები განეკუთვნება საგამოძიებო, დოკუმენტური ჟურნალისტიკის ჟანრს და ასახავენ საქართველოში 2004-2010 წლებში სააკაშვილის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები. ფილმების ჩვენებამდე საქართველოს კონსულმა ბენელუქსის ქვეყნებში ქალბატონმა მაია ბართაიამ გაავრცელა შემდეგი შინაარსის მოწოდება: "დღეს, ბრიუსელში, სასტუმრო "ქროუნ პლაზაში" 15-დან 19 საათამდე დაგეგმილია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის საელჩოს მიერ. მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავოთ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისაგან. საქართველო საელჩოსა და ქართული დიასპორის სახელით, მაია ბართაია." ამ მოწოდების გავრცელების ფაქტი ქალბატონმა კონსულმა ვიდეოკამერის წინ აღიარა. (იხილეთ WWW.OBIEKTIVI.NET). ჩვენ და ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა გავაპროტესტეთ ეს აღმაშფოთებელი ქმედება და ვამზადებთ შესაბამის სარჩელს, როგორც თბილისში, ასევე ბრიუსელში.

2010 წლის 1 ივნისს, გვქონდა ბედნიერება, გავცნობოდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარს, ამ მოვლენებთან დაკავშირებით. კომენტარი ვიხილეთ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ვებ-გვერდზე.

ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ გუშინ, 2010 წლის 2 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის საერთოდ არ გაცნობია "ობიექტივის" მიერ საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტურ ვიდეომასალას, ანუ კომენტარი გააკეთეს, ხოლო ჩვენს მიერ წამოდგენილ მტკიცებულებებს კი, არ იცნობენ (?!), რაც თავისთავად ამ სამსახურისა და მისი ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობაზე, არაპროფესიონალიზმსა და მიკერძოებულობაზე მიგვანიშნებს.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარი ჩვენი დისკრედიტაციის მიზნით ბრიუსელში გავრცელებული დეზინფორმაციის ლოგიკური გაგრძელებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა და, უბრალოდ, უსინდისო ტყულია. კომენტარი სტილისტურად და აზრობრივად გაუმართავია, ზოგიერთი წინადადების ლოგიკას, ძალიანაც რომ მოისურვო, ვერ ჩასწვდები. ამასთან, არ არის ცნობილი ამ კომენტარზე პასუხისმგებელი პირის ვინაობაც. მიუხედავად ამისა, ამ "შემოქმედებას" უპასუხოდ ვერ დავტოვებთ.

ინკოგნიტო კომენტატორი პირველი აბზაციდანვე გვაუწყებს: "26 მაისს, საქართველოს საელჩოს ბელგიაში დაუკავშირდა ბრიუსელში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი, რომელმაც საელჩოს აცნობა, რომ 25 მაისს დაესწრო ღონისძიებას, რომელზეც მიპატიჟებული იქნა ბელგიაში საქართველოს დიასპორული ორგანიზაციის ოფიციალური დაფუძნების მიზნით. 25 მაისის ღონისძიებაზე მისულმა ქართველმა სტუმრებმა აღმოაჩინეს, რომ ბელგიაში არსებული არც ერთი დიასპორული ჯგუფის წარმომადგენელი შეხვედრაში არ მონაწილეობდა, მაგრამ მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი რუსეთის საელჩოს თანამშრომლები – საელჩოს ინფორმაციით, დაახლოებით 35 ადამიანი, რომლებიც დამსწრე სტუმრების შესახებ ინფორმაციას (მათ შორის ფოტო–მასალას) აგროვებდნენ. შეხვედრა საპროტესტო აქციის ხასიათს ატარებდა და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული ."

ეს ღრმა ნააზრევი, პირველ რიგში, საბჭოთა დროს გვაგონებს, როცა ინკოგნიტო მშრომელთა მოთხოვნით, უდანაშაულო ადამიანებისთვის განაჩენი გამოჰქონდათ. დღეს კი, როდესაც უცხოეთში ჩვენი საელჩოები ათასობით ჩვენივე თანამოქალაქის მიმართვებს უყურადღებოდ და უპასუხოდ სტოვებენ, გასაოცარია, რომ სწორედ ინკოგნიტო ქართველის შეტყობინებას დაუთმეს ეგზომ დიდი ყურადღება პირადად კონსულმა და ელჩმა. ჩვენთვის უცნობია, თუ რა ღონისძიებას დაესწრო ბრიუსელში საქართველოს საელჩოს ინკოგნიტო ინფორმატორი და, საერთოდ, დაესწრო, თუ არა იგი რაიმე ღონისძიებას, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ჩვენ 2010 წლის 25 მაისს არ ვმონაწილეობდით ინკოგნიტო ინფორმატორის მიერ ასე ხატოვნად აღწერილ ღონისძიებაში და ამგვარი ღონისძიების თაობაზედ არაფერი ვიცით. ისე, ბრიუსელში ათასობით რუსი ყოველდღე ათასობით შეხვედრას მართავს. ისევე როგორც პოლონელები, ესპანელები, თუ პორტუგალიელები და ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი ჰქონდა, ან აქვს ასეთი ტიპის შეხვედრებს ჩვენთან. თუმცა ნათქვამია: "მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო". გასაკვირია, რატომ "დაავიწყდა" საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ინკოგნიტო კომენტატორს, რომ ელჩმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან საუბარში აღიარა, თურმე, საელჩოს ჩვენი ღონისძიება სხვა ღონისძიებაში აერია და ბრიუსელის თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიაში საჯაროდ ბოდიშის მოხდას დაპირდა, რაც რა თქმა უნდა, არ შეასრულა.

კომენტარის მეორე აბზაცში ჩამოყალიბებულ "ღრმა მოსაზრებას" ვერ ჩავწვდით. ციტატა: "შეცდომაში შეყვანილმა საქართველოს მოქლაქეებმა 25 მაისის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი დაუკავშირდნენ საელჩოს და მიმართეს თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს საქმის კურსში ჩაეყენებინა ბელგიაში მცხოვრები ქართველები, რომ 26 მაისს არ იგეგმებოდა მათი მიწვევა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე, რადგან 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე, ქართველებს, სწორედ, როგორც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ისე ეპატიჟებოდნენ, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს." უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დამკარგველი ხელისუფლება, ინკოგნიტო კომენტატორის საშუალებით, გვარიგებს: 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უნდა დაესწროთ და არა აქა-იქ იხეტიალოთო.

კომენტარის დანარჩენი აბზაცების ციტირება საჭიროდ არ მიგვაჩნია, მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია განვაცხადოთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარში „ბელგიაში ქართველთა კავშირი“ მოიხსენიება, ხან არარსებულ ორგანიზაციად, ხან - ორგანიზაციად, რომელიც რეალურად არ მოქმედებს, ხან ორგანიზაციად, რომელსაც, თურმე, დიასპორის სახელით მოქმედების უფლება არ გააჩნია. სინამდვილეში კი, ამ წლის თებერვლიდან დღემდე, ორგანიზაციას „ბელგიაში ქართველთა კავშირი“ ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, სწორედაც რომ რეალური და არა ვირტუალური აქციები აქვს ჩატარებული, ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად. ამის შესახებ სიუჟეტები ტელეკომპანია „მაესტროთიც“ გადაიცა და ინტერნეტ-სივრცეშიცაა განთავსებული. რაც შეეხება იმას, თუ ვის რისი უფლება აქვს - აქ საელჩო არ ღალატობს სააკაშვილის რეჟიმს, რომელმაც ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებას ყველაფრის, მათ შორის სიცოცხლის უფლებაც წაართვა.

კვლავ აღვნიშნავთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარი ჩვენი დისკრედიტაციის მიზნით ბრიუსელში გავრცელებული დეზინფორმაციის ლოგიკური გაგრძელებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა და უბრალოდ, უსინდისო ტყულია.


[საინიციატოვო ჯგუფის სახელით, ჟურნალისტთა კავშირის "ობიექტივი"]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...