ტელეკომპანია “კავკასიაში” წუხელ მომხდარი ინციდენტის შემდეგ რვა ადამიანია დაკავებული. ისინი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან. პოლიციის სამმართველოსთან დილიდან მივიდნენ სასულიერო პირები, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წარმომადგენლები და მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი, სულ 30-მდე ადამიანი.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მალხაზ გულაშვილმა განაცხადა, ისინი სამმართველოს შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გულაშვილი აცხადებს, რომ პოლიციის სამმართველოდან გამოვარდა ჯგუფი, რომლებმაც აიყვანეს იქ მდგომი მშვიდობიანი მოქალაქეები, სულ დაკავებული იყო 18 პირი, მათგან შენობაში იმყოფება რვა, დანარჩენები კი, დაკითხეს და გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავებულებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ “კავკასიის” შენობასთან მომხდარ ინციდენტში. არსებული ინფრომაციით – დაკავებულები არიან ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე. მალხაზ გულაშვილის თქმით, მომხდარის შესახებ მათ აცნობეს საქართველოს საპატრიარქოს. ამასთან, უცნობია, თუ რა მუხლით აღიძრა საქმე დაკავებულის მიმართ.
ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში წიგნის – “საიდუმლო სირობის” შესახებ გამართული დებატები წუხელ ჩხუბში გადაიზარდა. გადაცემის მონაწილეებს, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და “სახალხო მართლმადიდებელ მოძრაობის” წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
პირდაპირი ეთერი
გარეთ