ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი ტელეკომპანია "იმედის" დღევანდელ გადაცემასთან დაკავშირებით ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოსეშვილის თანაშემწემ, რუსუდან ჭაბუკიანმა აცნობა.
პრესკონფერენცია ხვალ 12.00 საათზე დაიწყება.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერით დღეს “ქრონიკის” "მოდელირებული გამოშვება" გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ.
ტელეკომპანია "იმედის" ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.