21:04 09.05.2012
„პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი“ ოთხი დღის განმავლობაში აქციათა ციკლს „მადლის ქისა“ ჩაატარებს.

„დღეს საქართველო პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მესამე, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა. პატიმართა ოჯახების უმრავლესობა გაჭირვების ზღვარს მიღმა იმყოფება. „პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი“ თვლის, რომ არსებული ვითარება მოითხოვს საზოგადოების გააქტიურებას. ფონდი აქციათა ციკლს სწორედ ამ მიზნით იწყებს. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისთვის ცნობილი ხელოვნებისა და მოდის სამყაროს წარმომადგენლები“, – განაცხადა კოტე ინაშვილმა.
პატიმართა და მათი ოჯახის წევრების დახმარების კამპანია დაიწყება 10 მაისს, 12:00 საათზე კინოს სახლთან.
პირველ დღეს აქციები გაიმართება სავაჭრო ცენტრებში. მაგალითად, 13:00 საათზე ჰიპერმარკეტ "გუდვილში" (საბურთალოზე). 12 მაისს აქციები მოეწყობა ბანკებში – 12:00 საათზე შეიკრიბებიან თიბისი ბანკის მარჯანიშვილის ფილიალში.
"ობიექტივი"
