ცნობილმა ტელეწამყვანმა ”ჟარას” ინტერვიუ მისცა.
გაზიარება
[07:41 13-09-2010]
-როცა მოვალე არ ხარ, ქმარს ანგარიში აბარო, სასიამოვნოა, თუ სამწუხარო?
-არასდროს ჩამიბარებია ქმრისთვის ანგარიში, მე და ანდრეის ასეთი ურთიერთობა არ გვქონდა. ასე ვიტყვი - არც უარესია და არც უკეთესი. ეს უბრალოდ სხვანაირი ყოფაა და მე ასეც შემიძლია.
-რას ნიშნავს სხვანაირი ყოფა?
-მაგალითად პასუხისმგებლობა ბავშვების მიმართ. ადრე ის ორ ადამიანზე იყოფოდა, ახლა მხოლოდ ჩემზე. მართალია ანდრეი მეხმარება, მაგრამ ბავშვები ხომ მაინც ჩემთან ცხოვრობენ.
- პოზიტიური მომენტები მარტოობაში არის?
- ერთის მხრივ, კარგია, როცა სრულფასოვანი ოჯახი გყავს მაგრამ მეორეს მხრივ, მე მომწონს, როცა საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი ვარ. ანდრეი ჩემთვის მშობლიური ადამიანია, მაგრამ ის ჩემს მსოფლმხედველობას არ იზიარებდა. კარგია, რომ ამას დროულად მივხვდით. არც მე მიტკენია მისთვის გული, არც - მას.
-რამდენი ხანია მარტო ხარ?
-წელიწადი.
-ამ წლის მანძილზე გამოჩნდა კაცი, რომელთანაც ერთად ცხოვრებას წარმოიდგენდი?
-არავინ, საუკეთესონი დიდი ხანია დაქორწინებულნი არიან.
- არ გინდა ვინმე გიყვარდეს?
- შეიყვარო და ვინმე "შესაფერისი იპოვო" ორი სხვადასხვა რამეა. რეალისტი ვარ და კარგად შემიძლია სიყვარულისა და აუცილებლობის გარჩევა. მინდა მიყვარდეს და ამიტომ არავის ვეძებ. იმისთვის, რომ მიყვარდეს, უამრავი პირობა უნდა იყოს დაცული.
- მაგალითად?
- მამაკაცს ისევე უნდა უყვარდეს ცხოვრება, როგორც მე. ძალიან აქტიური ვარ. ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად, მომთხოვნი - ადამიანის მიმართ, რომელიც გვერდით მყავს. გვიან ვწვები, ადრე ვდგები, ჩემს გვერდით გამოძინება შეუძლებელია. ვერ გავუგებ კაცს, რომელიც ლოგინში გორაობს, როცა მე კარის ზღურბლთან ვდგავარ და სახლიდან გავდივარ. თუ მას არსად ეჩქარება, ეს უკვე ჩემი მამაკაცი არ არის. ის სხვა სამყაროში ცხოვრობს.
-შენს სამყაროში აუცილებლად 8-ზე უნდა დგებოდნენ?
- დიახ, 9-ზე უკვე ფსიქოზი მეწყება.
- ძალიან ბევრ პირობას ხომ არ უყენებ კაცებს?
- ვიცი რას მიიღებს სანაცვლოდ. ძნელია ულამაზო, უმუშევარი, ცუდი მზარეული ცოლის გვერდით ცხოვრება. ლამაზი, წარმატებული და მეოჯახე ქალის გვერდით კი იოლია. ჩემს გვერდით ცხოვრება მშვენიერია.
-ხშირად გყვარებია?
- ცხოვრებაში სამჯერ, 34 წლის ასაკში მოკრძალებული ციფრია.
- რამე საერთო ქონდა სამივე შემთხვევას?
- არა. სამივე ადამიანი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო - საქმიანობით, გარეგნობით მსოფლმხედველობით. და ეს კარგია. თუ ძველი სიყვარულის მსგავს ეძებ, ესე იგი წარსულში ჩარჩი. სამივე ისტორია, მადლობა ღმერთს, აბსოლუტურად დასრულდა.
- ანდრეისთანაც?
- ხო.
- არც გესიზმრება?
- ხანდახან, მე ხომ ცოცხალი ადამიანი ვარ, მაგრამ მთლიანობაში, მე ის გავუშვი.
-"ფორბსმა" შენი შემოსავალი 1,5 მლნ დოლარად შეაფასა. სიმართლესთან ახლოა?
- კოლეგებს არ ეწყინოთ, მაგრამ ინფორმაციას არაკომპეტენტურად აგროვებენ. მისი შეგროვება, პრინციპში, შეუძლებელია. ვერასოდეს დათვლი წამყვანის რეალურ ჰონორარს. რაც ჩემს შემოსავალზე შემიძლია ვთქვა, ის ჩემი შრომის ადექვატურია.
- რა ფუფუნების უფლებას ვერ მისცემდი თავს?
- თვითმფრინავს. სპონტანურად გადაადგილება მიყვარს. ხანდახან ”დისქავერის” ვუყურებ და უცბად იაპონიაში ჩასვლა მომინდება. ახლა კი ამის საორგანიზაციოდ მთელი კვირა მჭირდება.
- შენი სამომავლო ბიზნეს-გეგმა როგორია?
- მინდა შევქმნა კომპანია, რომელიც ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების თვალსაზრისით საუკეთესო იქნება. ჩემთვის ბიზნესი მხოლოდ ფული არ არის. მინდა უფრო სერიოზულ პროცესებზე ვიქონიო გავლენა, ვიყო ინფორმაციის წყარო და არა მხოლოდ მისი მომხმარებელი.
- ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება სახიფათოა. არ გეშინია?
- ჩემო კარგო, მე საქართველოდან ვარ. 18 წლის ასაკში სახლში იატაკზე ვიწექი და თავზე ტყვიები წიოდნენ. მეორე საინფორმაციო არხის სიახლეებს ვკითხულობდი და გვერდით "მხედრიონელები" მესხდნენ. მე შიშზე ავიცერი - ამას ომი ჰქვია. ასე რომ, შიში არ მაქვს, არის წინ სიარულის სურვილი და მათი გაძღოლისა, ვინც გვერდითაა.
heat.ru
ambebi.ge
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 19.00.2013 დათო არქანიაზე მორიგი ზეწოლა განხორციელდა, მას შემდეგ, რაც მან “ობიექტივის“ ეთერში პირდაპირ ამხილ...
-
02:06 14.12.2011 ძვირფასო მეგობრებო,სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს მიზამიმართული კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. დეზინფორმაციისა და...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 17:06 03.12.2011 რადგან ეროვნულმა მუზეუმმა არასრულყოფილად მიპასუხა მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 17:06 22.09.2011 ნაწამებ პატიმრებს შორის ლაშა არქანია ის ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც უკან არ დაიხია – მ...
-
ავტორი დაჩი კვიკვინია | 592 27 66 21 აზარტული თამაშების კომპანია “ევროპა ბეთი” კანონს სისტემატურად არღვევს, დაწესებულებაში არასრულწლოვანთა...
-
გაზიარება [ანნა მანია. [22:40 12.06.2010] დღეს ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ, ჩვენ დავეშვით ფსკერზე, იმის იქეთ აღარაფერი არის,...
-
ავტორი obieqtivi.net 17:06 03.12.2011 მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის განცხადებით, „ობიექტივი“ დღემდე დამოუკიდებელი ...
-
15:23 23.12.2013 ჟურნალ "ღია ბოქლომის" ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ "ევროპა ბეთში...
-
წყარო for.ge 18:00 30.03.2015 საქართველოს მოსახლეობისათვის ცოტა არ იყოს გასაკვირი იქნება იმის შეტყობა, რომ ბალტიის სახელმწიფოებთან (ლიტვა...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
თინა კანდელაკი - წელიწადი მამაკაცის გარეშე
რედაქტორის რჩევით
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 21:58 26.01.2016 იხილება საქმე გამართლებულების: მამა იოთამ ბასილაიას, ბექა სალუქვაძის, ტიტალ დავრიშიანის და გიორგ...
-
13:06 18.05.2012 ზუგდიდში პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ პრეზენტაციაზე ისაუბრა...
-
18:11 30.03.2015 "პატრიოტთა ალიანსმა" შესაძლოა დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს და ქუჩის აქციები დაიწყოს. როგორც დღეს გამართულ პრესკო...
-
17:11 10.00.2014 სანდო წყაროს ცნობით, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "P.S"-ი ბაჩო და დათა ახალაიების დასახმარებლად ვრცელ სიუ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 01:08 07.12.2014 საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან ახლოს არავის უშვებენ. შორიდან ჩანს რომ იქ ტრაქტორები მუშაობენ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
20:06 30.03.2015 "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამერიკაში გამართული ბოლო შეხვედრის დეტალებზე ს...
-
წყარო for.ge 18:00 30.03.2015 საქართველოს მოსახლეობისათვის ცოტა არ იყოს გასაკვირი იქნება იმის შეტყობა, რომ ბალტიის სახელმწიფოებთან (ლიტვა...

































