17:33 10.05.2012
ფოთში, დევნილების დასახლებაში, ირაკლი ალასანიას ვიზიტისას "1 არხის" ჟურნალისტს ნატო ბერულავას, რომელიც ალასანიას ესაუბრებოდა, კამერით მიეჭრა tspress-ის ჟურნალისტი იზა სალაყაია და მისი პროვოცირება სცადა, ბერულავამ სალაყაია მიკროფონით მოიგერია... ეს tspress-ის ჟურნალისტების მიერ განხორციელებული პირველი პროვოკაცია არ არის... სკანდალზე ორიენტირებული მედიის წარმომადგენლები კოლეგების გარდა ადგილობრივი ხელისუფლების წევრების უსამართლოდ მწყობრიდან გამოყვანასაც არ ერიდებიან და ამით საკუთარი დაბალრეიტინგული ინტერნეტ–გვერდის რეკლამირებას ცდილობენ...
