მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზევე გარდაიცვალა.
მოტოციკლი, რომლითაც თავდამსხმელი გაიქცა, ერთ-ერთ ეზოში მიტოვებული იპოვეს, თუმცა მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს, რომელსაც ამ დროისთვის სამართალდამცავები კითხავენ.
რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2004 წელს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დუმბაძე ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაიცვალა, რის შემდეგაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
| IPN |
