17:00  30.05.2012
მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადება გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.
გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.
სისტემატური ხასიათი აქვს ჩვენი ოფისის წინ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა „მორიგეობას“.
„ობიექტივის“ წამყვანისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სოსო მანჯავიძისა და „ობიექტივის“ კიდევ ერთი წამყვანის კოტე ინაშვილის საცხოვრებელ კორპუსებთან მუდმივად დგანან „კუდის“ ავტომანქანები და ადგილი აქვს სრულიად უსაგნო და, რაც მთავარია, უკანონო თვალთვალსა და სატელეფონო მოსმენას.
მე, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს, „ღამის სტუდიის“ დასრულების შემდეგ (ღამის 00.3 საათიდან 03.30-ის ფარგლებში) სახლის სადარბაზომდე სისტემატურად მაცილებს უნომრო, დაბურულმინიანი ავტომანქანა.
წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარეს და „ობიექტივის“ წამყვანს დავით თარხან-მოურავს ძალოვანი სტრუქტურებიდან ემუქრებიან დაპატიმრებით, თუ საქართველოს არ დატოვებს.
2012 წლის 18 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლეს წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „ობიექტივის“ წამყვანი სოსო მანჯავიძე.
ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, რომელიც პირობითი მსჯავრდებულია, მოულოდნელად დაადანაშაულეს საჯარიმო გადასახადის პროკურატურისთვის გადაუხდელობაში. გადასახადი „ლიბერთი ბანკში“ ერთი წლის წინაა შეტანილი, მაგრამ (თურმე) კოტე ინაშვილის ბრალია, რომ ბანკმა ეს გადასახადი პროკურატურის ანგარიშზე არ გადარიცხა. ინაშვილი გუშინ, 2012 წლის 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს. მორიგი სასამართლო პროცესი 2012 წლის 17 ივლისაა დანიშნული. ჩვენი ინფორმაციით, 17 ივლისს კოტე ინაშვილის დაპატიმრებაა დაგეგმილი, რომელსაც პირობით სასჯელს „გაუცოცხლებენ“.
მედია-კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი და წამყვანი მამუკა გობეჩია ცოტა ხნის წინ გაასამართლეს, ავტობუსის გამყოლთან შელაპარაკების გამო და, გირაოს სახით, 2000 ლარი შეატანინეს სახელმწიფო ბიუჯეტში. გობეჩიას საქმე დღემდე დახურული არაა და მომავალ სასამართლო პროცესზე ემუქრებიან დაპატიმრებით.
ასევე, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა.
„ობიექტივის“ ოფისის წინ, კინოს სახლის მიდებარე ტერიტორიაზე, სისტემატურად აზიანებენ „ობიექტივის“ წამყვანებისა და სტუმრების ავტომანქანებს. გუშინ, 2012 წლის 29 მაისს, ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს საკუთარი ავტომანქანა დაზიანებული დახვდა.
„ობიექტივის“ დამწყებ ჟურნალისტებს ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებიან, რომ თუ ისინი „ობიექტივს“ არ დატოვებენ, მათი ოჯახის წევრებს დააპატიმრებენ.
შექმნილი ვითარებისა და ინფორმაციის სარწმუნოობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან ვფლობთ, ვაცხადებთ:
1.მედია-კავშირ „ობიექტივისა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელობა არ აპირებს არც საქართველოს დატოვებას და არც რეჟიმის წინააღმდეგ (ჯერ კიდევ 9 წლის წინ დაწყებული) ბრძოლის შეწყვეტას.
2.ვერანარი ზეწოლა და დაშინება ვერ გამოიწვევს ჩვენს დემორალიზაციას და „ობიექტივის“ საქმიანობის შეჩერებასა, თუ შეფერხებას.
3.ყველა პროექტი, რომელსაც „ობიექტივი“ საქართველოში და ევროპაში, კონკრეტულად, ბრიუსელში, პარიზსა და სტრასბურგში ახორციელებს, ავტომატურ რეჟიმში განაგრძობს მოქმედებას, თუ მოახდენენ დავით თარხან-მოურავის, ირმა ინაშვილის, ან სოსო მანჯავიძის დაპატიმრებას. „ობიექტივის“ პროექტებს ხელისუფლება ვერ გააჩერებს.
სასარგებლო იქნება, თუ უფლებადაცველი ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია-საშუალებები გამოხატავთ სოლიდარობას და მიმართავთ თქვენს საერთაშორისო პარტნიორებს. თავის მხრივ, „ობიექტივი“ ამ განცხადების ტექტს უგზავნის ყველა საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციას, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენი პარტნიორი და მეგობარია.
| ირმა ინაშვილი
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი
2012 წლის 30 მაისი. თბილისი. |
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
- 
palitratv.ge 23:43 04.09.2013 გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია! ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადა...
- 
ავტორი ტრიბუნა.ge 15:26 10.09.2011 Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და...
- 
გაზიარება 26 მაისს ზუგდიდში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ქართველ მომღერლებთან ერთად დევნილთა მხარდასაჭერ კონცერტ-აქციას გამართავენ. დეტალებ...
- 
21:01 20.10.2011 მედია კავშირ "ობიექტივის" ორგანიზებით, სამეფო უბნის თეატრში სამი ჟურნალისტი ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლი...
- 
ავტორი თამუნა წიკლაური | ტრიბუნა.ge 14:57 12.01.2012 „მწვანეთა პარტიის“ ცნობით, თურქეთი „ბეშიქ ჰაიას“ წყალსაცავების კასკადის მშენებლობის მ...
- 
“მშვიდობა ის საერთო სიმდიდრეა, რომელსაც შეჰნატრის კავკასიის ყოველი ერი. იგი ურთიერთ თანამშრომლობით, პიროვნების პატივისცემითა და კულტურათაშორ...
- 
01:03 5.01.2012 ჟურნალი "ღია ბოქლომი" მზადაა შეუერთდეს ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის მიერ ინიცირებულ მედია...
- 
31 მარტს 14:00 საათზე, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, "ქართული პარტიის" სამ...
- 
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
- 
01:21 24.03.2015 IRI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი ნდობით გიორგი მარგველაშვილი და დავით სერგეენკო სარგებლობენ საერთაშორისო რესპუბლიკური...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
- 
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
- 
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
- 
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
- 
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
- 
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
- 
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
- 
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო 
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video] 
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video] 
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video] 
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video] 
მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა
რედაქტორის რჩევით
- 
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
- 
stars.ge:რამდენიმე თვის წინათ რუსთავიდან სალონიკში მეუღლესთან, ვაჟიკო ციცაგთან ერთად გადასახლებული ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი პოპულარ...
- 
როგორც საზოგადოებას მოეხსენება თბილისში "საკნების"აქციის შეწყვეტის შემდეგ საპროტესტო მუხტი ზუგდიდში არ განელებულა. ხუთივე "ს...
- 
ექსპერტი გია ნოდია, ადასტურებს ინფორმაციას, რომ იმიტირებული “ქრონიკის” მზადებასთნ დაკავშირებით მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. ნოდიას განმ...
- 
00:06 05.12.2011 ასე გამოიყურება 27 გზა ქალის გასაღიმებლად, თუმცა ალბათ უფრო მეტი საშუალებაც არსებობს: 1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია...
- 
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
- 
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
- 
ავტორი b2p.ge 02:26 03.12.2011 "39 რამ რაც გოგონას სურს და მალავს!" 1.შეეხო მის წელს. 2.მისცე მას შენი ჟაკეტი. 3.აკოცო მას ნელა. ...
- 
ავტორი მაგდა კლდიაშვილი 00:00 26.07.2011 ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მ...
- 
15:20 22.05.2012 მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ო...
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

































