ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
19:25 27.01.2012
ვერცხლის ქუჩაზე არსებულ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ეკლესიაში ნაგავი ისევ იწვის. ეკლესიის შიგნით, წლების წინ ნახევრად დამწვარ მაკულატურას ცეცხლი მიმდინარე წლის 3 იანვარს გაუჩნდა და იქიდან მოყოლებული დღემდე ვერ მოხერხდა ნაგვის გატანა და ცეცხლის ჩაქრობა, მიუხედავად იმისა, რომ იქ სახანძრო ბრიგადა თითქმის ათჯერ იყო მისული.
ეკლესიაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ამ ხანძარს ზარალი არ მოჰყოლია. ეს განმარტება ძველი თბილისის რაიონის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციის მართვის სააგენტოს განყოფილების უფროსის, კობა ჯოხაძისგან 21 იანვარს მივიღე. იმ წუთისთვის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ეკლესიიდან ნაგავი გაჰქონდათ. სახანძროს წარმომადგენლებიც იქვე იყვნენ და ცეცხლის კერებს აქრობდნენ.
დღეს, 27 იანვარს მივედი და თავად ვნახე ეკლესიაში არსებული ვითარება; ფოტოები გადავიღე, რომელზეც ჩანს როგორ უკიდია ცეცხლი მაკულატურის ნარჩენებს. ვესაუბრე ეკლესიის ეზოში მცხოვრობ ქალბატონს - ჰაიკანუშა ბეროშვილს. როგორც მან მითხრა, ადამიანები, რომლებსაც ეკლესიიდან ნაგავი გაჰქონდათ, 25 იანვრის შემდეგ აღარ უნახავს - “ლაფატკები ჩემთან დააწყვეს და წავიდნენ. მას შემდეგ აღარ მოსულან“.
დავინტერესდი ამ ბოლო დღეებში რესტავრატორები ხომ არ ყოფილან მისულები. ჰაიკანუშა ბეროშვილმა მითხრა, რომ რესტავრატორები იქ არ უნახავს.
ნაგებობა უმძიმეს მდგომარეობაშია. კარი ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მივიდეს და თავად ნახოს რა ხდება ამ წუთისთვის ვერცხლის ქუჩაზე არსებულ ეკლესიაში.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რასაც მეორე დღეს მოჰყვა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც ჩემი აზრით, ირიბი მინიშნებაა იმის შესახებ, რომ ეს ეკლესია ქართული არ არის. ორივე განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება:
“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ახალი წლის დღეებში, თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმ. ნიკოლოზის უმოქმედო ეკლესიაში, რომელსაც სომხები “სურბ ნშან“-ს უწოდებენ, ცეცხლი გაჩნდა და ტაძარი დაზიანდა.
ეს ფაქტი, ჩვენს გულისტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ ცდომილებებს შეიცავს.
საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში უპირველესად უნდა განხორციელდეს გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი მისი კუთვნილების საკითხი.
ანალოგიური მიდგომით უნდა განხორციელდეს სხვა სადაო ტაძრების მეცნიერული შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს პარიტეტულ საწყისებზე მათი გადაცემა სომხეთში, ლორე-ტაშირის ეპარქიაში, საქართველოს ეკლესიისთვის, საქართველოში კი, სომხური მხარისთვის”.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ 23 იანვარს გაავრცელა:
"2011 წელს "სურბნიშანის" საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა. "საქართველოს იკომოსმა" მოამზადა და წარმოადგინა "სურბნიშანის" სრული პროექტი, რომელიც საფუძვლად დაედება ძეგლზე ფიზიკური სამუშაობის დაწყებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავებითი სამუშაობი, რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მერია. ძეგლისა და მისი ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ "სურბნიშანის" ჩამოშლილი სვეტის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ტაძრის კარიბჭესა და ინტერიერში მოეწყობა ძალოვანი ხარაჩოები, რომელიც ძეგლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.
სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ ქვეყანაში ძეგლთა რეაბილიტაცია მათი რელიგიური კუთვნილების განურჩევლად ხორციელდება. უკანასკნელ წლებში, ამ მიმართულებით რამდენიმე ათეული პროექტი განხორციელდა, მათ შორის მომზადდა ნორაშენის საპროექტო დოკუმენტაცია და კვლევითი არქეოლოგიური სამუშაობის პარალელურად, გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაო, მოღნისის ეკლესიაში შესრულდა“.
როგორც ძველი თბილისის რაიონის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციის მართვის სააგენტოს განყოფილების უფროსმა, კობა ჯოხაძემ აღნიშნა, ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად პირველად 3 იანვარს მივიდნენ:
“რამდენიმე წლის წინ ამ ეკლესიაში ხომ ხანძარი იყო?! კომუნისტებისდროინდელი მაკულატურა ეყარა. მაშინ ხანძარი ჩავაქრეთ, მაგრამ როგორი რაღაცაა იცით - შეიძლება ეკიდოს ცეცხლი, ზემოდან წყალი ასხა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვეს. გამგეობას საქმის ვითარება გავაცანი - ნაგავს თუ არ გავიტანთ, ცეცხლის ჩაქრობას ისე აზრი არ ექნება-მეთქი. ის, რასაც უკვე მაკულატურაც აღარ ჰქვია, სიღრმეში ძალიან დიდი რაოდენობით არის, ფარული წვა მიდის და შემდეგ სადღაც ამოხეთქავს ხოლმე.
გამოძიება, როგორც ასეთი არ დაწყებულა, რადგან ეს არის ნაგავი და არაფერ ფასეულობას არ წარმოადგენს. ამიტომაც ამას ზარალი არ შეიძლება დაერქვას; ზარალი როცა არ არის, გამოძიება არ მიმდინარეობს. სხვათა შორის კონტრდაზვერვაც შემოგვეხმიანა, საპატრიარქოც დაგვიკავშირდა“.
ეკლესიაში ჩამოშლილია სვეტი, რაზეც კობა ჯოხაძე ამბობს, რომ ეს ახლანდელი პრობლემა არ არის - “ეს ძველი პრობლემაა. შენობა ავარიულია. მას ალბათ, ძალიან დიდი ხნის წინ ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, ბეტონი იყო ჩასხმული, რომელიც გახეთქილი გახლდათ და ჩამოინგრა, სიძველის გამო და არა ხანძრის გამო. ჩვენ რომ ვმუშაობდით იმ პერიოდში ჩამოინგრა, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს ხანძრის გამო არ მომხდარა“.
ჩემს კითხვაზე - ხანძარი როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო? კობა ჯოხაძემ ასეთი პასუხი გასცა - “უსახლკაროები, ბომჟებს, რომ ეძახიან, შეიძლება შედიოდნენ და ხანძარიც ამიტომ გაჩნდა. არ ვფიქრობ, რომ ეს არის წინასწარგანზრახულობის შედეგი“.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
19:24 22.05.2012 "ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
“თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზ...
-
ავტორი ნანა ფაჟავა, ხობი 15:00 27.04.2012 ხობის პოლიციის მიერ ოპოზიციის აქტივისტების მიმართ ზეწოლის მოხდენის განსაკუთრებული მეთოდების შესახ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:00 24.11.2013 საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების გამო პრემიერ-მინისტრმა კულ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 22:34 27.09.2011 პარლამენტის სხდომათა დარბაზში, უმრავლესობის ერთი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მხრიდან მეორის, უმცირეს...
-
15:15 13.01.2012 ჯერ კიდევ ძველად ადამიანებს სჯეროდათ ქვების სასწაულოქმედებისა და მათი მაგიური ძალის, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახი...
-
14:37 21.09.2011 რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ახალ მხატვრულ ფილმს იღებს. გადაღებები ბათუმში მიმდინარეობს. ფილმში მაყურებელი ნანი ბრეგვაძისა დ...
-
ავტორი გიორგი მანასიანმა 17:06 13.01.2012 1, 7, 13, 19, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები უზრუნველყოფილები არიან და სიმდიდრეში ცხოვრობენ. ეს...
-
20:00 23.01.2015 საზოგადოება „თბილისელის" თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი facebook-ის პირად გვერდზე აზიარებს ვიდეოს, სადაც ამერიკელი ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ვერცხლის ქუჩაზე არსებულ ეკლესიაში ნაგავი ერთი თვეა იწვის
| ეკლესია ვერცხლის ქუჩაზე. 27.01.2012 |
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
19:24 22.05.2012 "ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონ...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
14:15 01.03.2019 საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ალექსი ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა. მედ...
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
14:37 21.09.2011 რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ახალ მხატვრულ ფილმს იღებს. გადაღებები ბათუმში მიმდინარეობს. ფილმში მაყურებელი ნანი ბრეგვაძისა დ...
-
palitratv.ge 23:43 04.09.2013 გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია! ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადა...
-
“თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზ...