ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
17:36 11.01.2012
ხვალ, 12 იანვარს პროკურატურა მძიმედ დაავადებულ პატიმარს, ნიკოლოზ მირზაშვილს მისი წამების ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხავს. ეს ინფორმაცია მირზაშვილის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მოგვაწოდა. იგი მიიჩნევს, რომ წამების ფაქტზე გამოძიების დაწყება საქართველოს პროკურატურას ევროპული სასამართლოს წინაშე თავის გასამართლებლად სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ნიკოლოზ მირზაშვილი, რომელიც სიმსივნითა და ტუბერკულოზითაა დაავადებული, ევროპული სასამართლოს მითითებით სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში; იქ, სადაც პატიმრების ცემა-წამება ტრადიციადაა ქცეული.
მირზაშვილის წამების ფაქტზე ორი მასალა (9 და 15 დეკემბერს) მოვამზადე და გამოვაქვეყნე, რომელთა ნახვა ინტერნეტში შემდეგი სათაურებითაა შესაძლებელი: პატიმარი ნიკოლოზ მირზაშვილი მორგში ჩაიყვანეს, “დასკოჩეს“ და სცემეს; პატიმარ მირზაშვილს ემუქრებიან - “გაჩერდი, თორემ, ჩამოგახრჩობთ და ვიტყვით, რომ თავი ჩამოიხრჩე“.
როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამბობს, მირზაშვილის წამების ზემოხსენებული ფორმების გამოყენების მთავარი მიზეზია ის, რომ მსჯავრდებულს ევროსასამართლოში აქვს საჩივარი შეტანილი, მის საქმეზე კომუნიკაცია დასრულებულია და ახლა ის ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ნიკოლოზ მირზაშვილის მორგში ჩაყვანასა და წამებას წინ უძღვოდა მტრედებისთვის პურის ნამცეცების დაყრა. ეს ამბავი 2011 წლის 12 ნოემბერს მოხდა. ანუ მირზაშვილმა მტრედებს პური 12 ნოემბერს დაუყარა, რასაც მისი მორგში ჩაყვანა და სასტიკი მეთოდებით წამება მოჰყვა, რის შესახებამც მისი უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ 2011 წლის 8 დეკემბერს, მსჯავრდებულის მოძღვრისგან შეიტყო.
საქმე იმაშია, რომ მირზაშვილმა ადვოკატთან დაკავშირება ვერ შეძლო. ადვოკატი მამუკა ნოზაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N 18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მისი დაცვის ქვეშ მყოფები და მათ შორის მირზაშვილი მასთან დაკავშირებას იმის გამო ვერ ახერხებენ, რომ ამაზე დაწესებულების ადმინისტრაციამ ადვოკატის ტელეფონი დაბლოკა. სხვათა შორის, ჩვენთან საუბრისას გარკვეული დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ ტელეფონის დაბლოკვის შესახებ სხვა ადვოკატებმაც აღნიშნეს.
რაც შეეხება ხვალ ნიკოლოზ მირზაშვილის დაკითხვას - როგორც ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გვითხრა, 11 იანვარს, 14 საათზე ტელეფონით დაუკავშირდა თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე და ნიკოლოზ მირზაშვილის დაკითხვის თარიღი შეუთანხმა.
“შევთანხმდით, რომ 12 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ნიკოლოზ მირზაშვილს მოწმის სახით დავკითხავთ, რადგან მოქმედი საპროცესო კოდექსით, ყველა პირი მოწმის სახით იკითხება. საქართველოს მთავარ პროკურატურას არაერთხელ (2011 წლის 12 და 20 დეკემბერს; 2012 წლისს 3, 6 და 9 იანვარს) მივმართე, რომ გამოძიება დაწყებულიყო მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან მირზაშვილის წამების ფაქტების გამო.
სამწუხაროდ, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამოძიების დასრულების არანაირი ვადა არ არის დაწესებული. ვფიქრობ, რომ პროკურატურა ფორმალურ მოვალეობას მოიხდის - დაკითხავს მირზაშვილს და მისი მოქმედება ამით ამოიწურება. არსებობს დიდი ალბათობა, რომ პასუხისგებაში არ მისცემენ დამნაშავეებს და ჩემს განცხადებებზე ტრადიციულ პასუხს გამცემენ - მომწერენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მე დაველოდები პროკურატურის ქმედებას და შემდეგ ევროპულ სასამართლოს საქმის ვითარების შესახებ ვაცნობებ“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.
მისივე აზრით, პროკურატურამ გამოძიება იმის გამო დაიწყო, რომ მირზაშვილის წამების თაობაზე ევროპულ სასამართლოს დაუყოვნებლივ აცნობა - “პროკურატურაში ეს იციან და ევროპული სასამართლოს წინაშე თავი, რომ გაიმართლონ, ამის გამო გამოძიება დაიწყეს“.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
00:01 20.10.2011 დღეს, 20 ოქტომბერს, 17 საათზე, სამეფო უბნის თეატრში ნაზი შამანაურის სახელობის მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართება. სამ ქ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
ერისკაცობაში ის სანდრო კავსაძე იყო, დღეს ბერი ილიაა. ერისკაცობაში – სახელმწიფო მოხელე, დღეს – ღვთის მსახურია. გაზიარება [18:26 16-04-2011] ...
-
მედია-კავშირი „ობიექტივი“ გმობს ხელისუფლების მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას, რ...
-
გაზიარება ერთგულ კლიენტებს ქალბატონი ელიკო ტერტერაშვილი, თუ მათ ეს მიზერული თანხაც არ გააჩნიათ, "ნისიად" უმასპინძლდედა... დედოფლი...
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
18:11 01.11.2014 „ბურჯანაძე და სააკაშვილი, ამ შეხვედრის ორი სავარაუდო მონაწილე ცოცხალია. გამოვიდნენ და თქვან, რაზე ესაუბრნენ ივანოვს“, - აც...
-
20:11 20.10.2014 ხვალ, 21 ოქტომბერს 13:00 საათზე მართლმადიდებელი სამღვდელოების და თბილისის საზოგადოების წარმომადგენლები სინაგოგასთან შეიკრ...
-
პატრიარქის წინააღმდეგ ნეოკომკავშირლების მიერ უზნეოდ აგორებული მკრეხელური პიარით სააკაშვილმა გადაფარა ზოგიერთი საზოგადო მოღვაწის მიერ მხარდ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი" 19:48 25.12.2011 “ამჯერად დასრულდა ხატის წინა მხარე, რომელზეც 400 ქართველი წმინდანია გამოსა...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
პატიმარ მირზაშვილის წამების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
რუბრიკიდან: ადამიანის უფლებები, პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
რუბრიკიდან კომე ძ ია 23:00 03.08.2011 გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენ...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...
-
00:01 20.10.2011 დღეს, 20 ოქტომბერს, 17 საათზე, სამეფო უბნის თეატრში ნაზი შამანაურის სახელობის მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართება. სამ ქ...
-
15:06 29.06.2012 მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს, როგორც ბექაურ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
stars.ge:რამდენიმე თვის წინათ რუსთავიდან სალონიკში მეუღლესთან, ვაჟიკო ციცაგთან ერთად გადასახლებული ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი პოპულარ...
-
ავტორი შორენა ცივქარაშვილი 18:51 19.09.2011 განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაპატიმრებული 14 წლის გვანცა ყუფარაძის საქმე საქართველოს...
-
palitratv.ge 23:43 04.09.2013 გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია! ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადა...
-
გაზიარება ერთგულ კლიენტებს ქალბატონი ელიკო ტერტერაშვილი, თუ მათ ეს მიზერული თანხაც არ გააჩნიათ, "ნისიად" უმასპინძლდედა... დედოფლი...
-
22:54 08.12.2014 ორთაჭალის მეშვიდე საპყრობილეში პატიმრები შიმშილობენ. გიორგი კვიციანი, გიორგი ბალავანიშვილი და ნესტორ მუსკუდიანი მშრალი შიმ...