21:06 29.10.2011
დღეს, კინოს სახლში "წინააღმდეგობის მოძრაობის" მასშტაბური ყრილობა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე ათასმა დელეგატმა მიიღო.ქართული საზოგადოების ცნობილმა სახეებმა "საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა" 2010 წლის დეკემბერში შექმნეს დღეს კი ყრილობის გადაწყვეტილებით, "წინააღმდეგობის მოძრაობას", რომელიც აქამდე საზოგადობრივი ორგანიზაცია იყო, პოლიტიკური კომპონენტი გამოეყო.
"საზოგადოებრივი მოძრაობა დარჩება საზოგადოებრივ მოძრაობად. ამის პარალელურად, დღეს დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობა", რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე იმოქმედებს", - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მანჯავიძემ.
მოძრაობას მხარს 200-ზე მეტი ცნობილი მეცნიერი, რეჟისორი, მწერალი, პოეტი, მსახიობი და ჟურნალისტი უჭერს. მხარდამჭერთა შორის არიან რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქეთი დოლიძე, გოგი ქავთარაძე, ნანა შონია, რეზო ჩხეიძე, ერეკლე საღლიანი, სოსო ჯაჭვლიანი.
ყრილობამ პოლიტიკური გაერთიანების "წინააღმდეგობის მოძრაობა" თავმჯდომარედ დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალურ მდივნად სოსო მანჯავიძე აირჩია.
