ავტორი მალხაზ ბასილაია
21:00 14.10.2011
საკურორტო ქალაქ ანაკლიაში ძლიერმა წვიმამ ერთ–ერთი ფეშენებელური სასტუმრო „ანაკლია“ წყლის გუბეში მოაქცია.სასწრაფოდ მოხდა ადგილობრივი ტექნიკური კადრის მობილიზება, რათა შიგნით სასტუმროს ფოიეში შემოსული წყალი დაეშროთ.
სასტუმროს ხუთი დამლაგებელი ვედროებითა და სპეციალური ტილოებით დასდევდნენ შემოჭრილ წყალს და თან ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს გაღიზიანებულები პასუხობდნენ.
მათი განცხადებით, ასეთივე მდგომარეობა იყო სხვადასხვა სართულებზეც, რომლის ნახვის საშუალებაც ჩვენ სამწუხაროდ არ გვქონდა.
სასტუმროში მომუშავე პერსონალის განცხადებით, ყოველი წვიმიანი დღე ძირითადი ჰოლისა და ზოგიერთი ოთახის დატბორვით სრულდება, რაც სასტუმროში უხარისხოდ გაკეთებული კარ–ფანჯრებისა და მშენებლობაში დაშვებული სხვა შეცდომების ბრალია.
newsline.ge
