გასაბერი ეკლესია [video]

06:49 29.08.2011
პოლონელები უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდნენ. გასაბერმა კათოლიკურმა ეკლესიამ დროებით ქალაქ კოლობჟაკში დაიდო ბინა. პასტორმა კჩიშტოფ კოვალმა ეკლესია მოსახლეობის თვალწინ გაბერა.

პასტორი კამჩატკიდანაა, სადაც კათოლიკური ეკლესია არ არსებობს და ლოცვა სასტუმროში, ქუჩაში ან სახლში უწევთ, ამ დროს მისი აზრით საუკეთესო გამოსავალი გასაბერი ეკლესიაა.

"ეს ნამდვილი ეკლესიაა და დიდ ინეტრესს იწვევს, ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ იქ ნამდვილი სასულიერო პირი დახვდება", - ამბობს პასტორი

ეკლესია 100 კილომდეა და დიდ ადგილს არ იკავებს, ამიტომ მოძღვარი მის წაღებას სხვა ქალაქებშიც აპირებს.



palitratv.ge



READ MORE - გასაბერი ეკლესია [video]

საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა ინციდენტში მონაწილე პოლიციელის ვინაობა დამალა [video]

22:26 27.08.2011
საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა, ალექსანდრე ბელქანიამ tspress.ge-ს პატრულის იმ თანამშრომლის ვინაობა დაუმალა, რომელიც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.

tspress.ge-ს რედაქციის თანამშრომლებმა მას პატრულის ფოთის განყოფილებაში მიმართეს.

მან გადაღებული კადრების ნახვა მოითხოვა, რომლის ნახვის შემდეგ, მას მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია, პირიქით, პატრულის თანამშრომლის ხელშეშლაში ჟურნალისტი დაადანაშაულა. მან ჟურნალისტს მხოლოდ განცხადების მის სახელზე დაწერა შესთავაზა, რაზეც , მისი თქმით, იმსჯელებენ “მაღლა” და პასუხი 10 დღეში გაგვეცემა. საუბრისას, ის ჟურნალისტებს მიმართავდა ცინიკურად, უწოდებდა სუბიექტურს, ეკითხებოდა თუ რომელი პარტია აფინანსებდა და მთელი საუბრის მანძილზე ერთი და იმავეს იმეორებდა: „ დაჯექით, დაწერეთ და ყველაფერი იქნება კანონის შესაბამისად“.(იხ. ვიდეო)

თავდაპირველად ბელქანიამ გადაღებული კადრების მისთვის დატოვება მოითხოვა. რედაქციამ კადრების დატოვებაზე თანხმობა განუცხადა, მაგრამ მოგვიანებით, მან მასალის დატოვებაზე უარი განაცხადა და მისი სხვა შენობაში არსებულ კანცელარიაში დატოვების სურვილი გამოთქვა. გამოცემამ პოლიციელის მიერ ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალა საკუთარ გვერდზე უკვე გამოაქვეყნა.

Tspress.ge-ს რედაქცია საჩივარს პოლიციასა და სასამართლოში ორშაბათს, 29 აგვისტოს, შეიტანს. მას სამართლებრივ დახმარებას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი უწევს.




READ MORE - საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა ინციდენტში მონაწილე პოლიციელის ვინაობა დამალა [video]

პატრულის თანამშრომელი ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა [video]

15:26 27.08.2011
პატრულის თანამშრომელი tspress.ge-ს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი, დღეს, შუადღისას, ფოთის კლინიკური საავადმყოფოს ეზოში მოხდა. ჟურნალისტი, იზა სალაყაია იქ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, დაჯარიმების დროს შეუძლოდ გამხდარი მოქალაქის, გენადი ბერიშვილის დაკავების პროცესს აშუქებდა. პატრული მას დაჯარიმების პროცესში შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. მოქალაქე ბრალდებას უარყოფდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა, რომლებმაც ვინაობა არ დაასახელეს, საავადმყოფოს მისაღებში თავდაპირველად, tspress.ge-ს ჟურნალისტს შესვლა აუკრძალეს, თუმცა, აკრძალვის საფუძველი არ განუმარტავთ. ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ზურაბ კუკავამ კი, სატელეფონო საუბრისას, tspress.ge-ს სამინისტროსთვის მიმართვა ურჩია.

მოგვიანებით, მთავარ ექიმთან შეთანხმებით, tspress.ge-ს ჟურნალისტს შენობაში შესვლის ნება დართეს.

დაკავებული მოქალაქის საავადმყოფოდან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჟურნალისტს თავდაპირველად მხრებში სწვდა, შემდგომ კი, მკლავებში ხელი წაავლო და გადაადგილების უფლება შეუზღუდა, რათა მას პატრულის მანქანაში მოქალაქის ფიზიკური ზეწოლით ჩასმის ფაქტი კამერით არ გადაეღო.

პოლიციელი ამავდროულად ჩართული კამერის გათიშვას მოითხოვდა. ამ დროს ჟურნალისტზე მორიგი ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა: მას პატრულის თანამშრომელი კისერში სწვდა, რამდენჯერმე ძლიერად შეაჯანჯღარა და კამერას ხელი ჰკრა, რის გამოც კამერას ხმა გაეთიშა და სხვა რეჟიმზე გადაერთო. ჟურნალისტმა ამ დროს, მოქალაქის დაკავებისას პოლიციელთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის კამერაზე აღბეჭდვა ვერ შეძლო.

ჟურნალისტზე ძალადობის პარალელურად, დაკავებული ძალის გამოყენებით ჩატენეს მანქანაში, ხოლო მის მეუღლეს პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელიც გაარტყა. მას არავითარი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ეკეთა. მისი ვინაობის დადგენას tspress.ge მოგვიანებით, საპატრულო პოლიციაში შეეცადა, თუმცა, ინფორმაცია ვერ მიიღო.
პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის გამო, tspress.ge-ს რედაქცია სასამართლოში ჩივილს აპირებს.


"თავისუფალი სიტყვა"


READ MORE - პატრულის თანამშრომელი ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა [video]

"ფემენის" შიშველი ანტისამთავრობო აქცია [video]

00:09 27.08.2011
უკრაინელი ფემინისტების ანტისამთავრობო აქცია დაპატიმრებით დასრულდა. ფემენის ნახევრადშიშველი გოგონები მთავრობის სახლთან პარკში შეიჭრნენ და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ყვავილებით გაკეთებული წარწერა დააზიანეს.

გოგონების განცხადებით, მათ ამ ანტისოციალური აქტით უკრაინაში ვანდალიზმის 20 წლიანი ისტორია გააპროტესტეს და ამ 20 წლიანი ეპოქის ანტი გმირები კუჩმა, ლაზორენკო, ტიმოშენკო, კრავჩუკი იუშენკო, , მედვედჩუკი, აზაროვი, იანუკოვიჩი, ტიგიპკო და სხვები დაწყევლეს.

ფემენის 4 წევრი ადგილზევე დააკავეს. კიევის კომუნალური სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით საზეიმო წარწერის განადგურებითგ გოგონებმა 3000 მდე დოლარით აზარალეს ქალაქი.


palitratv.ge


READ MORE - "ფემენის" შიშველი ანტისამთავრობო აქცია [video]

წვიმა ბათუმის ოპერის ახლადგახსნილ შენობაში [video]

ავტორი ნინო ხოზრევანიძე
23:48 26.08.2011
ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში წვიმა ჩამოდის.

შენობა 14 აგვისტოს ვიქტორ დოლიძის ოპერის, "ქეთო და კოტეს" თანამედროვე ვერსიის პრემიერით გაიხსნა.თუმცა შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია "ანაგი" ატარებს.

ბათუმის ოპერის თეატრში გუშინ, 25 აგვისტოს საღამოს ლიანა ისაკაძის "ღამის სერენადები" გაიხსნა.

თეატრში წვიმა იმ ადამიანებმა შენიშნეს, რომლებიც შენობის დასათვალიერებლად მესამე სართულზე ავიდნენ, მათ შორის იყო "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტიც, რომელმაც წყლის ჩამოსვლის კადრები გადაიღო.

palitratv.ge


READ MORE - წვიმა ბათუმის ოპერის ახლადგახსნილ შენობაში [video]

ხელისუფლების დასასვენებელი სახლი ახლა ”ბათუმის შერატონია”

ავტორი ნინო მიქიაშვილი
22:56 24.08.2011
იმაზე, თუ როგორ ისვენებენ და ერთობიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კარის მუსიკოსებთან და მსახიობებთან ერთად, „ბათუმის შერატონში“, სასტუმროს რომელ სართულზე ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი, არიან თუ არა იქ უცხოელი ტურისტები და როგორი ჩანს ჩვენი ქვეყანა ამ სასტუმროში, „ობიექტივს“ შეხვდა და ესაუბრა გაზეთ „ქართლის ხმას“ რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც „ბათუმის შერატონში“ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებულ სემინარზე იმყოფებოდა.

საბა წიწიკაშვილი: გაეროს განვითარების პროგრამით, სამდღიან სემინარზე ვიმყოფებოდი, რომელიც „ბათუმის შერატონში“ ჩატარდა და ეხებოდა იურიდიული დახმარების ცენტრებისა და ჟურნალისტების დაახლოებას.

რომელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ სემინარში?

-იქ იყვნენ: სამეგრელოდან „ლაივ პრესის“ რედაქტორი, ცენტრალური ტელევიზიების და გაზეთების წარმომადგენლები. „იმედის“ წამყვანი ნოდარ მელაძე იყო სემინარზე, გაზეთ „პრაიმ ტაიმიდან“ - გიორგი ნიორაძე, რომელიც ადრე „პ.ს.“–ში მუშაობდა... სხვათა შორის, ეს ჟურნალისტები საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებს სვამდნენ. აი, მაგალითად ასეთს – „რატომ არ ჩანხართ, რატომ არ ახმაურებთ, თუნდაც ციხის საქმეებს, პატიმრების ამბებს...“ სემინარზე მათ ეს აინტერესებდათ, მაგრამ ეთერში რა თქმა უნდა, მსგავსი არასდროს გამიგია. ამ სემინარზე ყოფნისას საკმაოდ საინტერესო ფაქტებს წავაწყდი.

მაგალითად?

- მაგალითად, „ბათუმის შერატონში“, ანუ ჩვენს ქვეყანაში არსებული პრესტიჟული სასტუმროებიდან ერთ-ერთში აღმოვაჩინე საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სასტუმროს მე-14-ე სართულზე ცხოვრობს. მე ვცხოვრობდი მე-15-ე სართულზე და ერთხელ შემთხვევით მოვხვდი მის აპარტამენტთან. დაცვამ გამაჩერა - „აქ რატომ მოხვედიო“. მივუგე მე ჩემს ნომერში მივდივარ-მეთქი. ასე აღმოჩნდა, რომ მე თურმე მე-14-ზე შევსულვარ.

მოგეხსენებათ, 14 აგვისტოს ბათუმში გათანამედროვებული „ქეთო და კოტეს“ პრემიერა გაიმართა. სწორედ იმ დღეს ვნახე ბატონი პრეზიდენტი, „ბათუმის შერატონში“ - თავის სართულზე გასამზადებლად ავიდა და სასტუმრო უკანა შესასვლელიდან დატოვა.

სააკაშვილს სასტუმროს მე-14-ე სართული მთლიანად დაკავებული აქვს, თუ იქ სხვებიც ცხოვრობენ?

- მას მთელი სართული დაკავებული აქვს. ამავე სართულზე, მასთან ერთად კიდევ ცხოვრობს მაგალითად, რომელიმე მინისტრი, თუ ვინმე სხვა, ამის დაზუსტებით თქმა არ შემიძლია. ფაქტი ისაა, რომ მეთოთხმეტე სართულზე ჩვეულებრივ მოკვდავს შესვლა აკრძალული აქვს. საერთოდ, როცა სააკაშვილი სასტუმროშია, დაცვა გაძლიერებულია, როგორც პირველ სართულზე, შემოსასვლელში, ისე ზემოთ.

სააკაშვილის გარდა კიდევ ვინ ცხოვრობდა „ბათუმის შერატონში“?

- მე ვნახე გია ბარამიძე, გიგი უგულავა, ეკა ტყეშელაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, გიორგი არველაძე, არჩილ გეგენავა, კობა დავარაშვილი - ესენიც „შერატონში“ ცხოვრობდნენ. ერთობოდნენ, როგორც ღია, ისე დახურულ აუზში, რის შემდეგაც ეგრეთ წოდებულ თურქულ აბანოებში შედიოდნენ. იცით როგორ არის?! - თუ ადამიანი აუზში იბანავებს, აუცილებლად მოხვდება ამ ე.წ. თურქულ აბანოში, ან სამასაჟეში.

რადგან მთავრობის წევრებია არიან, არა აქვთ უფლება აუზში იბანაონ და შემდეგ „თურქულ აბანოში“ შევიდნენ, მასაჟი გაიკეთონ?

- „ბათუმის შერატონში“ საკუთარი ფულით არ ვყოფილვარ და დისკომფორტი არ მქონდა იმისა, რომ აი, ასეთ ძვირადღირებულ სასტუმროშო ვიყავი. მე იქ სხვა მიზნით, ჩემი აზრით, კარგი მიზნით ვიყავი, მაგრამ ისინი იქ არ ყოფილან სამუშაოდ. თუ დასასვენებლად და დროის სატარებლად იყვნენ, მაშინ ეს შეხვედრები და „ქეთო და კოტეს“ პრემიერაზე წასვლა, უკვე აღარ არის დასვენება - ისინი იქ იყვნენ ოფიციალურ გახსნაზე, პრემიერაზე. ანუ სამსახურებრივად იყვნენ, ხომ?! ამ დროს, ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრებისთვის ბიუჯეტის თანხები იხარჯება. თან, მათი ნაწილი ოჯახის წევრებთან ერთად იყო.

თუ გაიგეთ რა ღირს ერთი ღამის გათევა, „ბათუმის შერატონში“?

- სხვადასხვა ფასებია, აპარტამენტებს გააჩნია. არის ნომერი, რომელშიც ღამის გათევა 220 დოლარი ღირს. მითხრეს რომ 150-დოლარიანი ნომრებიც არის. ლუქსში ღამის გათევა ბუნებრივია, გაცილებით ძვირი ეღირება.

როგორ ატარებდნენ ხელისუფლების წევრები დროს, „შერატონის“ აუზში?

- როდესაც ღია აუზში შევედით, ეგენი ირუჯებოდნენ. რამდენიმე მათგანი კონიაკს წრუპავდა. არჩილ გეგენავას ვიღაცეები ახლდნენ, ვფიქრობ, ბიზნესმენები იყვნენ. მათ უგულავაც შეუერთდა. ჩვენ, რომ შევედით, ვიღაცეებმა გვიცნეს და ვინც ვერ გვიცნო, ისინი, კონიაკით შემთვრალები აუზში გადახტნენ. ყვიროდნენ, უხაროდათ, ერთმანეთს ვითომ წყალს ასხამდნენ.

იქვე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დასვენება, სიწყნარე უნდოდათ, რასაც ხელისუფლების წევრები და მათი კომპანიონები ურღვევდნენ. იქ ისეთი სიმშვიდეა, ბავშვმაც, რომ იტიროს, სხვა წუხდება. ისინი ხმამაღლა უყვებოდნენ ერთმანეთს დავუშვათ, რომელიღაც შეხვედრაზე „დოიმ“ რა გააკეთა - კურიოზებს ყვებოდნენ, ხარხარებდნენ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ესენი როდის ფიქრობენ ხალხისთვის?!

თქვენ როგორ გგონიათ?

- არ ვიცი, როდის ფიქრობენ, იმიტომ, რომ აუზის შემდეგ თურქულ აბანოში შედიან, მასაჟს იკეთებენ, მერე პრემიერებისთვის ემზადებიან, შემდეგ ბანკეტებია. იმ დღეს „ქეთო და კოტე“ იყო, მომდევნო დღეს „პიაცაზე“ გვერდწითელმა და ლეგრანმა იმღერა. ღამით სასტუმროში ბრუნდებიან და დისკოთეკაზე ერთობიან, იძინებენ და 12 საათზე იღვიძებენ. სულ რაღაცა იხსნება - ხან საძირკვლის ჩაყრა, ხან ფასადები, ხან სართულები, ხან მთლიანად შენობები, იმართება კონცერტები და ხალხზე როდის ფიქრობენ?!

ხომ არ გიცდიათ მათთვის დაგესვათ შეკითხვა - როდის ფიქრობენ ხალხზე?

- ორგანიზატორებმა ჩემი აქტივობების შესახებ კარგად იცოდნენ და თავის შეკავება მთხოვეს, რადგან ადვილად შესაძლებელი იყო ვიღაცას ფოტოაპარატი, ან ჩამწერი წაერთმია, რასაც ხმაური მოჰყვებოდა და სემინარის ორგანიზატორები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდებოდნენ.

იქ რომ ჩემი ხარჯით ვყოფილიყავი, ბუნებრივია, ამ კითხვას დავსვამდი და გაცილებით საინტერესო ფოტო და აუდიო მასალით ხელდამშვენებული ვიქნებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, მედია-საშუალებებს არა გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთ ძვირადღირებულ სასტუმროში მშვიდად შევიდეთ, ნომერი დავიქირაოთ და ვაკონტროლოთ ხელისუფლების წევრები და მათთან დაახლოებული პირები დროს როგორ ატარებენ და ბიუჯეტის ფულს როგორ ხარჯავენ. როდემდე უნდა იცხოვრონ იქ, განცხრომაში?! - ჩვენ იქ სამი დღე ვიყავით, ისინი იქ დამხვდნენ და რომ წამოვედით, კიდევ იქ იყვნენ.

რა იცით სააკაშვილის იქ ცხოვრების წესზე?

- როგორც იქ მითხრეს, როდესაც სააკაშვილი აუზით სარგებლობს, იქაურობა იკეტება, ანუ სხვებს აღარ უშვებენ. კითხვაც გამიჩნდა - აქაურს თავი რომ დავანებოთ, უცხოელს რომ მოუნდეს აუზში ბანაობა, რას იტყვის-მეთქი?! ვეცადე ეს გამერკვია, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში აუზი არ დაკეტილა. ჩემდა სამწუხაროდ, არაფერი გამიგია აუზში მომხდარ გახმაურებულ ინცინდენტზე (რაზეც არაერთხელ დაიწერა), რადგან მეგონა, რომ ეს ამბავი სხვა სასტუმროში მოხდა.

ქეთო, კოტე, სიკო და ნიკოც ხომ არ გინახავთ „შერატონში“?

- კოტე, სიკო და ნიკო არ მინახავს, მაგრამ ქეთო, ხანუმა და მარინე ბერიძე ვნახე. უფრო კონკრეტულად, „შერატონში“ ცხოვრობდნენ: ნანი ბრეგვაძე, მარინე ბერიძე და სოფო ნიჟარაძე (სავარაუდოდ დედასთან ერთად). ესენი უშუალოდ მე დავინახე და დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვით, არ მინახავს და ტყუილი რაში გვჭირდება?!

იმ პერიოდში ევროპიდან ახალგაზრდები ჩამოიყვანეს, ევროპელი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით და იქ აცხოვრეს. ამ საქმის ორგანიზატორი ვარძელაშვილის სამინისტრო იყო და ამ ახალგაზრდებს იქ მისი მოადგილე, გიორგი ავალიანი ახლდა.

მთავრობის წევრებიც იყვნენ დისკოთეკაზე?

- ზუსტად მაგ საღამოს არ ეცალათ, „ქეთო და კოტე“ იყო. ისე, ვინც სასტუმროში ცხოვრობს, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ყველაფერი, რაც არის შიგნით. იმ შენობაში ყოფნისას ვერ გაიგებ გარეთ რა ხდება და ჩვეულებრივი ადამიანები როგორ ცხოვრობენ. იქ სულ სხვა ქვეყანაა.

უცხოელი ტურისტები ისვენებენ „ბათუმის შერატონში“?

- მე რაც ვნახე, უმეტესობა ქართველები იყვნენ: მსახიობები, მომღერლები, მთავრობის წევრები და თავად პრეზიდენტი. ანუ ადამიანები, რომლებიც ისევ და ისევ საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

უცხოელებს რაც შეეხება, გითხარით, რომ ევროპიდან ახალგაზრდები იყვნენ, რომელთა დაბინავება-გამოკვებაც ალბათ, ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა. იქ იყო ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც იაპონელი, თუ ჩინელი ექიმები ახლდნენ - ისინი სემინარზე იყვნენ, ოღონდ არ ვიცი, ეს სემინარი ვინ დააფინანსა. უცხოელი ტურისტი მე იქ არ მინახავს.

presage.tv



READ MORE - ხელისუფლების დასასვენებელი სახლი ახლა ”ბათუმის შერატონია”

ირაკლი ალასანია: „საქართველოში მესიების მოლოდინი უნდა დამთავრდეს“

22:46 24.08.2011
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მედიაკავშირ „ობიექტივში“ სტუმრობისას ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე თავისი ხედვა წარმოადგინა.

ირაკლი ალასანიას თქმით, საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის შეკრებილი 6 პარტია ბრძოლას განაგრძობს, რათა ყველა მოქალაქე დადგეს საარჩევნო რეფორმის გვერდით - „სწორედ ამ მიზნით ჩავედი რეგიონებში და ვხვდებოდი იქაურ მოსახლეობას, რადგან მოქალაქეებს უნდა დაუბრუნდეთ პოლიტიკოსებისადმი ნდობა. შემდეგი არჩევნები უნდა იყოს რევოლუციური ცვლილებების მომტანი არჩევნები, მონაწილეობა უნდა იყოს 80 და 85 %. ჩვენ უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო გმირობის ერთი დღისთვის მაინც“, - აღნიშნა მან.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები მეტის გაკეთებას შეძლებდნენ, ისინი რომ ყოფილიყვნენ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებნი.

მან „ობიექტივს“ სახელმწიფოს მმართველობის ფორმასთან დაკავშირებითაც გააცნო საკუთრი მოსაზრება.

„ჩვენ გვჭირდება საპარლემენტო და საპრეზიდენტო მმართველობა და დამოუკიდებელი სასამართლო, რათა მომავალი პრეზიდენტი არ აღმოჩნდეს იმავე მდგომარეობაში, რაშიც სააკაშვილი აღმოჩნდა.

მე იმიტომ გადავდექი ელჩის თანამდებობიდან, რომ მმართველობის ფორმებში არ ვეთნხმები სააკაშვილს, ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვინდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, რათა შევცვალოთ მმართველობის არსებული ფორმა“, -განაცხადა ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა 26 მაისის მოვლენებზე გააკეთა კომენტარი.

„რაც 26 მაისს მოხდა, არასდროს რომ არ განმეორდეს, ყველა ის ადამიანი უნდა იყოს დასჯილი, ვინც მონაწილეობდა ამ სისხლისღვრაში, რათა მომავალში არცერთმა ხელისუფალმა არ გაიმეოროს იგივე“, - განაცხადა მან.

ალასანიამ 26 მაისის მოვლენებში ჩაურთველობა შემდეგი გარემოებით ახსნა : - „ვთვლიდი რომ ეს არ იყო ის დრო, როცა იმედი უნდა გაგვეჩინა მოქალაქეებისთვის“.

„საქართველოში მესიების მოლოდინი უნდა დამთავრდეს. ერთადერთი ძალა გაერთიანებაშია. როდესაც 26-ის მერე ხალხი გამოვიდა ამ ტრაგედიის გასაპროტესტებლად, სწორედ ეს იყო ხარისხიანი პროტესტი, ადამიანებს არავის დაძახება არ დასჭირდათ“, - აღნიშნა ალასანიამ

„ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წამოწყებაში ორივე მხარე ვართ დამნაშავე, მე ამ მოვლენებთან, ისევე როგორც ძალიან ბევრს, პირადი ტრაგედია მაკავშირებს, მამაჩემი სწორედ იქ დახვრიტეს“ , - აღნიშნა ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ აფხაზეთთან პრობლემების მოგვარების მთავარი გზა ეკონომიკა უნდა იყოს და არა საბრძოლო მოქმედებები.

„აფხაზეთი ისეთი აღარ იქნება, როგორიც 25 წლის წინ იყო. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი აფხაზეთი, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთნდობა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ორ ძირითად საკითხზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, ესაა პოლიტპატიმრების თემა და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირების კუთხით.

„მედიის საშუალებით უნდა გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს სიმართლე, უნდა ჩატარდეს ჟურნალისტური გამოძიებები, თუ როგორ და რატომ იყიდება სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები“, - აცხადებს ალასანია.

მისი აზრით, სტრატეგიული ობიექტების გასხვისებამ და სოფლის მეურნეობის არარსებობამ და მისმა დაუფინანსებლობამ გამოიწვია ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობა.

„მთვარი პრობლემა რეგიონებში - ტოტალური უმუშევრობაა, რაც გამოიწვია „სოფლის მეურნეობის არარსებობამ და მისმა დაუფინანსებლობამ. ხელისუფლება კი, რომელიც საკუთარ შრომის ბაზარს არ უფრთხილდება, არაა გონიერი ხელისუფლება,“ - აღნიშნავს ალასანია.

presage.tv



READ MORE - ირაკლი ალასანია: „საქართველოში მესიების მოლოდინი უნდა დამთავრდეს“

ნატაშა ჩხიკვაძის ინტერვიუ გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე [video]

22:36 24.08.2011
22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად, რომელიც ამჟამად ჩეხეთში სამკურნალოდ იმყოფება, საქართველოში უნდა ჩამოფრენილიყო. გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მან რადიო "ობიექტივს" რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ინტერვიუ მისცა.

"რამაზი ასეთ მძიმე მდგომარეობაშიც კი განიცდის. რობიკოს რაც დაემართა, ამან ძალიან დაგვამწუხრა. ჩვენ საუკეთესო წლები ერთად გავატარეთ. რამაზმა რობიკოსთან ერთად მთელი ეპოქა შექმნა მსოფლიო თეატრში. სამყარო მათ ფეხებთან იყო. არავინ იცნობდა საქართველოს, საქართველო მსოფლიომ მათი სპექტაკლებით გაიცნო", - განაცხადა ნატაშა კობახიძემ რადიო "ობიექტივისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"ეს არ უნდა მომხდარიყო. ისეთი დიდოსტატი, როგორიც რობერტ სტურუაა, არ შეიძლება უცერემონიოდ ქუჩაში მოისროლო. თუმცა რატომ მიკვირს, დიდი რამაზ ჩხიკვაძე ავად არის და ოფიციოზიდან არავის დაურეკავს და არ უკითხავს, რა სჭირს რამაზს, რით დაგეხმაროთო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დროს ვცხოვრობთ. ჩვენ ჩვენი სიცოცხლე მივეცით ქვეყანას, ხალხს, ხელოვნებას. რობერტ, მაგრად იყავი! შენთვის ყველა კარი ღიაა. ახალი თეატრებით ისტორიას ხელახლა ვერ დაწერენ", - განაცხადა ნატაშა კობახიძემ.

როგორც "პალიტრა ტვ"-ს ოჯახის ახლობელმა აცნობა, თუ საბუთები ოპერატიულად მოწესრიგდება, გარდაცვლილის ნეშტს პრაღიდან თბილისში ხვალ, 24 აგვისტოს გადმოასვენებენ.


palitratv.ge


READ MORE - ნატაშა ჩხიკვაძის ინტერვიუ გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე [video]

ზუგდიდში ლუდის, ღვინის და არაყის გაყიდვა აიკრძალა!

15:00 22.08.2011
სოფელ ანაკლიის გახსნასთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონში "მშრალი კანონი" გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებს უკვე ორი დღეა საგადასახადო და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ლუდის, ღვინის და არაყის გაყიდვა მკაცრად აუკრძალეს. "კანონ დამრღვევებს" 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

სამეგრელო–ზემო სვანეთის მთავრობამ, როგორც ჩანს კარგად იზრუნა ანაკლიის პრეზენტაციაზე ჩამოსულ საქარველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ლუდით დამთვრალი ადამიანები თვალში რომ არ მოხვედროდათ.

ფაქტს ადგილობრივების და სავაჭრო პუნქტების მეპატრონეების პროტესტი მოჰყვა, ისინი საგადასახადო სამსახურებს იმ კანონის დასახელებას სთხოვენ, რომელიც ალკოჰოლის გავრცელების შეზღუდვას გულისხმობს.

"მშრალი კანონის" ხსენება საბჭოთა მოქალაქეებს პირველ რიგში გორბაჩოვის "პერესტროიკასთან" ერთად, ანდროპოვის "დისციპლინასაც" აუცილებლად გაახსენებს...




READ MORE - ზუგდიდში ლუდის, ღვინის და არაყის გაყიდვა აიკრძალა!

ჩვენი ეკონომიკის "ტრაგედია უგმიროდ”

15:26 19.08.2011
საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები 47 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში მიკროსაფინანსო ბაზარი იზრდება. იზრდება, იმ ფონზე, როდესაც ერთის მხრივ საბანკო სისტემა იწონებს თავს საკრედიტო პოლიტიკის გააქტიურებით, მეორეს მხრივ კი მთავრობა ამაყობს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევით.

არა და, მიკროსაფინანსო სექტორის მსგავსი ზრდა ეკონომიკის და განსაკუთრებით, საბანკო სისტემის სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს.

საქმე ისაა, რომ თანამედროვე პირობებში, მიკროსაფინანსო სექტორიდან გაცემული კრედიტები, ეკონომიკას უპრეცედენტოდ ძვირი, 36%–დან 60%–მდე, უჯდება.
თუ კრიზისი დაძლეულია და საბანკო სექტორმა საკრედიტო პოლიტიკა რეალურად გაამარტივა, რატომ არის ეკონომიკაში მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კაბალურ პროდუქტებზე, ეს ფრიად გასაოცარი ფაქტია.

საქმე ისაა, რომ რეალურად ეკონომიკა ფინანსური რესურსების შიმშილს განიცდის. საბანკო სექტორისთვის მისაღები ახალი მსესხებელი პრაქტიკულად აღარ არსებობს. სიტუაციას, ამძიმებს კიდევ ერთი გარემოება, ბანკების მიმართ დავალიანების მქონე მსესხებლები, კრედიტორთან გართულებული ურთიერთობის მოგვარებას შემოსავლების არქონის გამო ვეღარ ახერხებენ. ამ პირობებში, ბანკების მიმართ დავალიანების მქონე პირები იწყებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. რეალურად ისინი იძულებულნი ხდებიან გადადგან ეს ნაბიჯი, ვინაიდან, მოკლევადიან პერსპექტივაში სხვა გამოსავალი, თუნდაც დროებითი, უბრალოდ, არ არსებობს.

სწორედ ისაა ქართული ეკონომიკის ტრგედიაა, რომ ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც რეალურად ვერ იხდიან ბანკების მიმართ არსებულ დავალიანებას, ამ დავალიანების გადასაფარად, იღებენ ახალ სესხებს, რომლებიც გაცილებით ძვირი და კაბალურია, ვიდრე ის კრედიტები, რომლებიც თავის დროზე ბანკში აიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კრედიტების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, განწირულია იმისთვის, რომ გაპრობლემდეს. რეალურად, მიკროსაფინანსო სექტორი ეკონომიკის დაფინანსების ნაცვლად, ძარცვავს მას. გარდა უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა, წარმოუდგენლად მაღალია ჯარიმები ვადაგადაცილებაზე.

ხშირ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ჯარიმაზე პროცენტსაც არიცხავენ, ზოგიერთი მათგანი, ჯარიმის ჯარიმასაც კი არიცხავს მსესხებელს.

მაღალი საპროცენტო განაკვეთები, უპრეცედენტო ჯარიმები გამოიყენება ისეთ პროდუქტებზე, როდესაც კრედიტის ამოღებაზე რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. საქმე ისაა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კრედიტებს მყარი გირაოს გარანტიით გასცემენ. კრედიტების უზრუნველყოფისთვის, ძირითადად, გამოიყენება დაზღვეული ავტომობილები, ძვირფასი ლითონები და უძრავი ქიონება.

გაზეთი ~ბანკები და ფინანსები” სწავლობს იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას, რომელიც ბაზარზე მსგავსი მეთოდებით ოპერირებენ. მოკვლევის მიმდინარეობისას, რამდენიმე სხვა საინტერესო ფაქტებიც გამოვლინდა. რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პირდაპირ ბანკის მიერ არის დაფუძნებული.

ეს ბანკები, თავად არ გამოირჩევიან აქტიური საკრედიტო პოლიტიკით, რადგან, როგორც ჩანს, არ უღირთ საბანკო სისტემის წესებით თამაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით გასცემენ კრედიტებს.
ასეთ შემთხვევაში, მათ მიმართ ეროვნული ბანკის რეგულირება არ მოქმედებს და ისინიც თამამად ატარებენ აღვირახსნილ საკრედიტო პოლიტიკას. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთი საკითხია საინტერესო, ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გამოიყენებდეს ~დედა ბანკის” ფინანსურ რესურსებს, რომელსაც, ბუნებრივია, კრედიტის სახით გაცილებით ხელსაყრელი პირობებით იღებს.

ამ პირობებში, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მიკროსაფინანსო სექტორის აქტივები იზრდება. არც ის იქნება გასაკვირი, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ისინი თამამად აგრძელებენ, ისეთი ადამიანების გაძარცვას, რომლებსაც ბანკებთან ურთიერთობა აერიათ და პრობლემის რამდენიმე თვით გადავადების სანაცვლოდ, იძულებულები ხდებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კაბალურ პირობებს დათანხმდნენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები2011 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით10%-ით გაიზარდა და 359 988 570 ლარი შეადგინა; (01/04/11 - 327 038 378 ლარი) აქტივების წლიური ზრდის ტემპი 47%-ს აღემატება, ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკით, მეორე კვარტალში ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის მოცულობა, წინა წელთან შედარებით 56,2%-ით გაიზარდა. 2011 წლის ივნისის ბოლოს, ორგანიზაციებში მთლიანი სესხების მოცულობამ 271 981 443 ლარი შეადგინა.
საანგარიშო კვარტლის ბოლოს, ჯამური გაუნაწილებელი მოგება 39 მლნ ლარამდე გაიზარდა. პირველი კვარტალის ბოლოს, გაუნაწილებელი მოგება 30 მლნ ლარს შეადგენდა.
2011 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე ფუნქციონირება 4-მა ახალმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაიწყო. ამ დროისთვის ბაზარზე 57 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

საქართველო და მსოფლიო



READ MORE - ჩვენი ეკონომიკის "ტრაგედია უგმიროდ”

ლედი გაგას ახალ სკანდალური კლიპი [video]

00:26 18.08.2011
Lady Gaga - You And I - კლიპის პრემიერა გუშინ, 16 აგვისტოს VEVO-ზე შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაგამ ეს კლიპი, რომელიც ეროტიული სცენებითა და სადისტური კადრებით არის გაჯერებული, ყოფილ შეყვარებულს, ლიუკ კარლს მიუძღვნა.










plitratv.ge


READ MORE - ლედი გაგას ახალ სკანდალური კლიპი [video]

აფხაზეთი და რუსეთი - ,,თაფლობის თვის" მწარე დასასრული

ავტორები დიმიტრი სტეშინი, იულია ალეხინა
00:31 18.08.2011
,,კომსომოლსკაია პრავდას" ჟურნალისტებმა სცადეს გაერკვიათ, რატომ ხარჯავს რუსეთი საკუთარ ფულს ”დამოუკიდებელ რესპუბლიკებში” და რა სარგებელს იღებს აქედან. სტატიაში რუსული ცინიზმით არის ასახული რუსეთ-აფხაზეთის გამწვავებული ურთიერთობის დეტალები.

აფხაზეთი და სიცარიელე

აფხაზეთის იდუმალებას პირველად მაშინ ეზიარები, თუ იქ მანქანით ჩახვალ. საზღვარს უზარმაზარ რიგში მრავალსაათიანი დგომის შემდეგ გადალახავ. რატომღაც აფხაზებმა ფსოუზე გადებული ხიდის გარემონტება გაგანია საკურორტო სეზონის დროს გადაწყვიტეს. ეს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ღარიბი ბიუჯეტის წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას უფრო ჰგავს, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიმდინარე რემონტი ტურისტების შემოსვლაზე არ მოქმედებს. არადა, კეთილგონიერება გვკარნახობს, რომ მთლიანი ხიდი რაღაცით სჯობს განახევრებულს. ანდა, იქნებ აფხაზეთს სულაც არ სჭირდება ის დაუპატიჟებელი სტუმრები - ტურისტებს რომ ეძახიან.

უპირველესი, რაც აფხაზეთში შესულს თვალში გეცემა - სიცარიელეა. ცარიელი სანაპიროები, გზები, ქალაქები, სოფლები, სადაც სახლების ნახევარი მაინც გადამწვარია. ფსოუს ორივე ნაპირზე გაბატონებული ოფიციალური ვერსიით, ეს ,,ომისა და ბლოკადის შედეგია". მაგრამ აბა გაბედე და რომელიმე ასეთ სახლში დასახლება გადაწყვიტე, მაშინვე ავტომატიანი ადამიანები მოგადგებიან, რომლებიც გამოგიცხადებენ, რომ ეს მათი საკუთრებაა, ხოლო თუ უთხარი, რომ ეს ტერიტორია ნაყიდი გაქვს, სიცილით დაიხოცებიან.

ყველა ეს სახლი აფხაზეთში მცხოვრები არააფხაზების
დატოვებულია. ამჟამად იქ გავრცელებული შეხედულებით, რაც აფხაზის საკუთრება არ არის, ის არც არავის ეკუთვნის, რადგან აფხაზეთი მხოლოდ აფხაზების ნაციონალური სახელმწიფოა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკაც - ომამდე აფხაზები რესპუბლიკის მოსახლეობის 17%-ს შეადგენდნენ, ახლა კი 50% არიან. ქართველების გარდა, იქ ხომ სხვა ეროვნების ადამიანებიც ცხოვრობდნენ, ისინი მაინც რატომ არ ბრუნდებიან ამ დალოცვილ მხარეში?

კოდორის ხეობაში გადასასვლელ დანგრეულ ხიდს მივადექით. უცებ გამყოლი აფხაზი გვეუბნება - აი, რა დღეში ჩააგდეს აქაურობა 2008 წელს რუსულმა არმიამ და ტანკებმა. გავცდით და იმის თქმაღა მოვახერხეთ, რომ რუსები მათ გადასარჩენად იბრძოდნენ. ჩვენმა პასუხმა თითქოს გონს მოიყვანა. მაშინვე დაამატა, რომ აფხაზები ამისათვის მადლიერნი არიან. ვფიქრობთ, იმ წამოცდენილ სიტყვებში უფრო მეტი იყო გულწრფელობა. ,,აფხაზეთის გული საუკუნოდ რუსეთთანაა" - ეს გარე მოხმარების ლოზუნგია.

აფხაზური სტუმართმოყვარეობის ეშმაკური კანონები

სტუმრის უგონოდ დათრობა აფხაზეთში წმიდათაწმიდა საქმეა. რასაც მეორე დღეს ”პახმელიიდან” გამოსვლა მოსდევს და შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება. ამას საფუძვლად რაღაც კოსმიური დონის კავკასიური სტუმართმოყვარეობა უდევს, სინამდვილეში კი ,,გარე სამყაროდან" მოსული სტუმრის დასამცირებელი ხერხია.

ჩვენმა კორესპონდენტებმა ეს იცოდნენ და ამიტომ ავადმყოფობას იმიზეზებდნენ. მაშინ მათ ყველაფრისაგან განკურნების იდიოტურ ხალხურ წამლებს სთავაზობდნენ -აფხაზურ მთის თაფლს, მთის წყაროს წყალს და ა.შ.

სამაგიეროდ, ბედნიერება გვქონდა ფხიზელი გონებით მოგვესმინა, რომ რუსეთი 300 წლის მანძილზე გენოციდს აწყობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომ მოსკოვის მეტროში მათ დოკუმენტებს უმოწმებენ და ყოველივე ამის პატიებას რუსეთისათვის არავინ აპირებს. ასევე დავრწუნდით, რომ აფხაზეთს ტურიზმის მხრივ პერსპექტივა არ გააჩნია. ნებისმიერ კაფეში მხოლოდ ადგილობრივების შემდეგ მოგემსახურებიან, ხოლო თუ მანქანიდან გადმოსვლა გადაწყვიტე, იქ მთელი შენი ავლადიდება ჩანთით თან უნდა ატარო, საქარე მინაზე კი მიამაგრო ფურცელი წარწერით - ,,მანქანაში არაფერი არ არის".

რესპუბლიკის ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო ,,რიწის" ნომრებშიც ყველაფერი დამტვრეული და გაფუჭებულია. ადგილობრივი ,,სერვისის" ეს თავისებურება აფხაზეთის უნივერსიტეტის დეკანმა აფხაზი კაცის მენტალიტეტის თავისებურებით ახსნა. სახლში აფხაზი უმაღლეს დონეზე გცემს პატივს, მაგრამ ტურისტული ბიზნესის კეთება მისი მენტალიტეტისათვის ჯერჯერობით მიუღწეველი რამ არისო.

არჩევნები, რომელშიც უკვე გაიმარჯვეს

რუსეთი დემონსტრაციულად არ ერევა მიმდინარე არჩევნებში. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი გარკვეულია. აფხაზები ერთხმად აღიარებენ - ,,არაფერი შეიცვლება, ყველამ იცის, ვინც გაიმარჯვებს, ეს არის შამბა."

შესაბამისად, დიდი მოწყენილობა იგრძნობა პრეზიდენტობის კანდიდატის ალექსანდრ ანქვაბის შტაბში. იქ არავინ მოისურვა ჩვენთან დალაპარაკება. მეორე კანდიდატმა, რაულ ხაჯიმბამ კი ისეთი რამ გვითხრა: დახმარებისთვის რუსეთის მადლობელი ვართ, მაგრამ როდემდე უნდა ვიცხოვროთ რუსი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე, სადამდე გაგრძელდება ეს? სანამ თავად რუსები არ გამოგვიცხადებენ: ,,ბატონებო, ისწავლეთ მუშაობა!"

ბუნებრივია, ხაჯიმბას პოზიცია იქ გამეფებული რეალობიდან ამოვარდნილია, სამაგიეროდ ადგილობრივი ისტებლიშმენტის განწყობას სრულად ეპასუხება სერგეი შამბას განცხადება, რომლის მოსმენისას კინაღამ ჩაგვეძინა. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის სამომავლო სტრატეგია რუსეთიდან შემოსული დახმარების ათვისებას და მისი საშუალებით მომხდარ "აფხაზურ გარღვევას" არ სცილდება.

"ნაალაფარი" ქოხი ზღვის პირას


აფხაზეთში მიწის შეძენა შეუძლებელია. ამას მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს. საკუთარ სახელზე ლეგალურად ვერც უძრავი ქონების შეძენას შეძლებთ. თუმცა, ჩვენ მაინც ვცადეთ და ,,აფხაზეთის უძრავი ქონების სააგენტოს" მივაკითხეთ. იქ როგორც მონატრებულ ნათესავებს ისე შეგვხვდნენ, წაგვახალისეს კიდეც, რომ ახლა მიწის შეძენა მომგებიანია, რადგანაც არჩევნების შემდეგ გაძვირდება. პროცედურა ასეთია: ფულს იხდი, სანაცვლოდ კი იღებ გენერალურ მინდობილობას. ასეთ მინდობილობებს რამდენსაც მოგესურვება, იმდენს გასცემ. რაკი დაეჭვება შეგვამჩნიეს, ახალი წინადადება შემოგვთავაზეს - ქვითარი, რომ თანხა მათ ვალის სახით გადავეცით, რომელსაც სურვილის შემთხვევაში დავიბრუნებდით.

არსებობს მიწის შეძენის მეორე გზაც - აფხაზეთის მოქალაქეობა უნდა იყიდო. აქვე შევნიშნავთ, რომ ასეთი ,,აფიორებისათვის" აფხაზეთში უკვე რამდენიმე ასეული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მიუხედავად ამისა, სააგენტოში მიწის შეძენის მსურველთა რიგი იდგა, რომელშიც ძირითადად, რუსი პენსიონერები სჭარბობდნენ - როგორც ჩანს, მათთვის დაავიწყდათ ეთქვათ, რომ სსრკ აღარ არსებობს და აფხაზეთი უცხო ქვეყანაა, რაც არ უნდა ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა.

დავინტერესდით რუსი ეროვნების ადამიანებისათვის, ძირითადად პენსიონერებისათვის საცხოვრებლების წართმევის ძალზე გახშირებული ფაქტებით, რის გამოც სპეციალური კომისიაც კი არის შექმნილი. როგორც გავარკვიეთ, კომისია უმოქმედოა და პროცესი არ შეჩერებულა. მიზეზი კი ის არის, რომ რუსი ეროვნების მოხუცებს აფხაზეთში არავინ ჰყავს დამცველად. მათი ნათესავები ან დაიხოცნენ, ანდა რუსეთში გადასახლდნენ.

აფხაზეთის უნვერსიტეტის დეკანმა, პირველმა აფხაზმა კოსმონავტმა ბესლან ბარათელიამ შინაურულ საუბარში პირდაპირ განგვიცხადა: როდესაც ვამბობთ ,,აფხაზი ხალხი" არ ვგულისხმობთ ბერძნებს, სომხებს ან რუსებს, არამედ მხოლოდ აფხაზებს. ჩვენ აქ არ ვაშენებთ მრავალეროვან სახელმწიფოს. ვაშენებთ აფხაზეთს აფხაზებისთვის. რუსებმა კი ეს ვერა და ვერ გაიგეს.

აფხაზეთიდან გამობრუნებულებმა უკანა გზაზე სოფელ აიბგუში შევიარეთ. ეს სადაო ტერიტორიაა. აფხაზები თავისად მიიჩნევენ, რუსები - თავისად. აფხაზეთის მხრიდან სოფელში მხოლოდ ვერტმფრენით თუ მოხვდები, რუსეთის მხრიდან კი ბეტონის იდეალური მაგისტრალი შედის, მიუხედავად ამისა, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ტერიტორიის რუსეთისათვის გადაცემას. დავაში სერიოზულად არიან ჩართული თურქეთი, საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აფხაზები მხოლოდ რუსულ ბუდეში არ აპირებენ კვერცხის დებას.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.
ambebi.ge



READ MORE - აფხაზეთი და რუსეთი - ,,თაფლობის თვის" მწარე დასასრული

პირდაპირ ეთერში ძილი [video]

23:00 16.08.2011
ძილი — მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება.

გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით. ადამიანის ძილის დროს დათრგუნულია შეგნებული ფსიქოლოგიური აქტივობა, რომელიც პერიოდულად აღდგება სიზმრის დროს.

გაიღვიძე ბატონო პრეზიდენტო, პირდაპირ ეთერში ვართ.







READ MORE - პირდაპირ ეთერში ძილი [video]

ბათუმში მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელის კონცერტი გაიმართა

16:00 16.08.2011
ბათუმის პიაცაზე მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელისა კონცერტი გაიმართა. ორსაათიანი კონცერტის განმავლობაში გვერდწითელმა და ლეგრანმა ყველა სიმღერა სიყვარულზე შეასრულეს . ლეგრანის "შერბურის ქოლგების" შესრულების დროს კი, პიაცაზე ფერადი ქოლგები გაიშალა.

ფრანგი კომპოზიტორის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კონცერტზე შემოსული თანხა ფონდ "იავნანას" გადაერიცხება, რისთვისაც ფონდის ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ მიშელ ლეგრანსა და თამარ გვერდწითელს მადლობა გადაუხადა.

"ბედნიერი ვარ, რომ ეს თანხა გადაერიცხება "იავნანას", რომელიც მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება და სახლს უყიდის", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კონცერტით კმაყოფილება გამოთქვა თავად თამარ გვერდწითელმა. "ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს კონცერტი ჩატარდა. მადლობას ვუხდი პატრიარქს დალოცვისთვის. აქ უდიდესი სიყვარული დამხვდა. სცენაზე ჩვენი სულის ნაწილი დავტოვეთ", - განაცხადა გვერდწითელმა.

კონცერტზე კომპოზიციები თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით აჟღერდა. კონცერტს დირიჟორი ჟან ლუკა მარჩიანო დირიჟორობდა.

interpressnews.ge (ფოტო)



READ MORE - ბათუმში მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელის კონცერტი გაიმართა

სხვა ცნობებით ელენე ფოჩხუას კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ავტორი ილია ჩაჩიბაია
22:20 12.08.2011
1 2 აგვისტოს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მომღერალ ელენე ფოჩხუას სოლო კონცერტი გაიმართა. საღამოს ჟურნალ "ღია ბოქლომის" კორესპონდენტი დაჩი კვიკვინია აშუქებდა, მის მიერ მომზადებულ სტატიას საზოგადეობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ამიტომ, მე როგორც გამოცემის რედაქტორმა საჭიროდ ჩავთვალე ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადამემოწმებინა. ამ საკითხზე არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გთავაზობთ სხვა რესპოდენტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას:

"ელენე ფოჩხუას კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა უმრავლესობა კონცერტით კმაყოფილი დარჩა, მომღერალის ვოკალური მონაცემებით ზუგდიდელები აღფრთოვანებული დავრჩით".

"თეატრის სცენაზე, საღამო შემსრულებელმა ცნობილი "მალაიკათი" დასრულდა. კმაყოფილმა დამსწრეებმა ელენე ფოჩხუა და ღონისძიების სხვა მონაწილეები მქუხარე აპლოდისმენტებით დავაჯილდოვეთ".




READ MORE - სხვა ცნობებით ელენე ფოჩხუას კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ფრთხილად, თქვენი facebook-ის "გატეხვა" ადვილია!

ავტორი დაჩი კვიკვინია
20:20 14.08.2011
საქართველოში, სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, მომრავლდნენ და გააქტიურდნენ ჰაკერთა სხვადასხვა ჯგუფები.


ამჯერად სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებული ჰაკერების მიერ ინტერნეტში ხორციელდება სპეციალური გვერდების გავრცელება, რომელიც ზუსტად ჰგავს facebook-ის საავტორიზაციო პანელს (http://gaqache.com/Facebook/index.html), მაგრამ დომენს თუ დავაკვირდებით მივხვდებით, რომ საქმე სიყალბესთან გვაქვს.

ელ' ფოსტას და პაროლს დაუდევრობის ან ინტერესის გამო მაინც თუ შევიყვანთ, პროფილი "გატყდება" და ჩენი პირადი ინფორმაცია უკვე უცხო პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასე, რომ გირჩევთ სიფრთხილე გამოიჩინოთ და ვიდრე კარგად არ დარწმუნდებით, რომ http://www.facebook.com/ – ზე იმყოფებით ავტორიზაციას ნუ გაივლით!

შენიშვნა: არ გირჩევთ გახსნათ http://gaqache.com/Facebook/index.html ეს ბმული მაშინ, როდესაც Facebook-ზე უკვე გავლილი გაქვთ ავტორიზაცია.


READ MORE - ფრთხილად, თქვენი facebook-ის "გატეხვა" ადვილია!

ირაკლი ალასანია გოროზიას კლანზე საუბრობს – თავისუფალი დემოკრატები სამეგრელოში

ავტორი ილია ჩაჩიბაია
18:05 14.08.2011
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი სამეგრელოში შეხვედრებს ასრულებს. 12 აგვისტოს, ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მოძრაობის სამოქმედო პროგრამა წარუდგინეს.

"უმუშევრობა აქ, როგორც მთელ საქართველოში, მთავარი პრობლემაა. სააკაშვილის მიერ ხელდასმულმა გოროზიების კლანმა მარტვილში სივრცე არ დაუტოვა მცირე და საშუალო ბიზნესს, მათ ყველაფრის კონტროლი სურთ, კლანური მართვა უნდა დასრულდეს მარტვილშიც და ყველა სხვა რაიონშიც", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მარტვილელებთან შეხვედრის შემდეგ.

13 აგვისტოს ალასანიამ ზუგდიდის რაიონის სოფლებში: ტყაიაში, რიყეში, ჩხორიაში და ჭკადუაში კვლავ სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას უმოქმედობაზე ისაუბრა და მოსახლეობას პრობლემების გადაჭრაში მხარდაჭერა აღუთქვა.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა დღეს 14 აგვისტოს, აფხზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდთან განცხადება გააკეთა .

"14 აგვისტო არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლესს ისტორიაში; ამ დღიდან დაიწყო კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, რომელიც წლების მანძილზე დიდ ტრაგედიაში გადაიზარდა", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა პატივი მიაგო საომარი მოქმედებების დროს დაღუპულებს და აღნიშნა, რომ ტრაგედია ერთანაირად მძიმე იყო, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის.

მისი თქმით, დღეს რისი გაკეთებაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის ის, რომ შეუმსუბუქოს ყოფა დევნილობაში მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს, რომლებმაც ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ თავი უფრო დაჩაგრულად არ იგრძნონ.

"სამწუხაროდ, ამას არ ითვალისწინებს ჩვენი ხელისუფლება და მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, კიდევ უფრო დააშორეს ქართველები და აფხაზები ერთმანეთს", - დასძინა ალასანიამ.

ალასანიამ ასევე ისაუბრა აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე. ალასანიას განცხადებით, მხოლოდ დიალოგი შეუწყობს ხელს იმ დიდი პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გულისხმობს.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღეს 19 წელი შესრულდა.

ოპოზიციონერი ლიდერი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში შეხვედრებს დღეს ქალაქ ზუგდიდში დაასრულებს... რამდენიმე წუთში ირაკლი ალასანია ფაიფურის და კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდება.



READ MORE - ირაკლი ალასანია გოროზიას კლანზე საუბრობს – თავისუფალი დემოკრატები სამეგრელოში

„ქართულ-რუსული ომის დღესასწაული“

Solomoon Ternali
18:33 13.08.2011
სამი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. სამი წელი გავიდა ომიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გარდა ყველას ჰგონია, რომ საქართველომ წააგო.

სამი წელი გავიდა ომიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გარდა, ყველას ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლის და მხედართმთავრის სულელური ავანტურის და რუსულ ხაფანგში ოთხივე კიდურით შევარდნის შედეგი იყო.

სამი წელი გავიდა ომიდან, რომელშიც საქართველომ დაკარგა, მისი პრეზიდენტის და კონსტიტუციის გარანტის თქმით, „სულ რაღაც ორი რაიონი“, 150-ზე მეტი სოფელი, 500-ზე მეტი მოკლული, სამაგიეროდ მიიღო ათასამდე დაჭრილი, 40,000-მდე ახალი ლტოლვილი და, რაც მთავარია, 4,5 მილიარდი დოლარი!!! და განა ვინმეს მოუბრუნდება კიდევ ენა, რომ ენა შეუბრუნოს საქართველოს კონსტიტუციის გარანტს და შეეპასუხოს, რომ ეს გამარჯვება არ იყო? თქვენ ჭკუაზე ხართ? - სულ რაღაც 2 რაიონი და სამაგიეროდ - 4,5 მილიარდი დოლარი??? სადაც ორ რაიონში 4,5 მილიარდი იშოვა, ის კაცი დარჩენილ 68 რაიონს რამდენად „გააიმასქნებს“, წარმოგიდგენიათ?!!

სულ რაღაც 3 წელიწადში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა არნახული და არგაგონილი:

ის 4,5 მილიარდი დოლარი ხომ შესანსლა და არც დაუბოყინებია, მერე ისიც მოახერხა, რომ საქართველოს საგარეო ვალი გააორმაგა! (ისე, ცოდვა გატეხილი ჯობს, იმ 4,5 მილიარდიდან 2,5 მილიარდი ვალი იყო, ჰოდა, აბა, რას ერჩით ამ კაცს...)

40,000 ლტოლვილი 3 თვით თბილისში ჩაასახლა, ხოლო შემდეგ 100,000-ზე მეტი ლტოლვილის თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან გადასახლების გეგმა შეადგინა და ისე უნაკლოდ ანხორციელებს, რომ რუსებმაც, აფხაზებმაც და ოსებმაც პირი დააღეს - ეთნოწმენდა ამას რომ ცოდნია, ისე უნდა - ბარემ თავიდანვე ამისთვის გვეცლია და ჩვენ შორიდან სერიალივით გვეყურებინაო!

დაკარგულ ტერიტორიებს დაუმატა სოფლები და ტეორიტორიები რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებზე. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მიღწულით და ორი რაიონის დაკარგვით ხომ არ დაკმაყოფილდება?! ის ომი როგორც "მოიგო", ახლა მშვიდობიანობის დროსაც განაგრძობებს სასაზღვრო "მოგებებს". სასაზღვრო რაიონების დაცარიელება ხაზინის დაცირიელების პროპორციულად მიმდინარეობს და ალბათ ხაზინის თუ არა, პირადი ჯიბეების შევსებას ემსახურება... გეგმები დიდია - თურქებს - აჭარა, აზერებს - გარეჯი, სომხებს - სამცხე... და ეკლესიებიც. განა მარტო ენა და მამული იყიდება, უკვე - სარწმუნოებაც!

სასწრაფოდ დაასრულა გადაცემა, გადასცა ან მოამზადა გადასაცემად აგრესორისათვის აქამდე ჯერვერგადაცემული სტრატეგიული ობიექტები - ენგურჰესი, საქართველოს რკინიგზა, თბილისის წყალი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა... განსაკუთრებული სასათბურე პირობები შეუქმნა რუსულ "მადნეულს" და კიდევ მეტი - რუსულ მობილურ ოპერატორს „მობიტელს“ („ბილაინს“), რომელიც „ვიმპელკომის“ საკუთრებაა და აფხაზეთშიც და ოსეთშიც ახორციელებს მობილურ კავშირს;

ჩაატარა ჟენევის შეხვედრები, სადაც უცვლელად აფიქსირებდა, რომ არავითარ დათმობაზე არ წავა. ჟენევის შეხვედრებზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობების წევრების გულაობის პარალელურად სწრაფი ტემპებით მიდიოდა თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან აფხაზეთიდან და ოსეთიდან ლტოლვილების გადასახლება-გაფოცხოეწერების პროცესი.

მაქსიმალურად გააძვირა ყველაფერი, რომ თავად არ მოეკლო არაფერი! წყალი, დასუფთავება, მუნიციპალური ტრანსპორტი, ხორცი, შაქარი, ბენზინი, ჯარიმები... - რათა საქართველოს მოსახლეობამ ფასების ევროპული დონით მაინც იგრძნოს, რომ სულ უფრო ახლოს ვართ ნანატრ ევროპასთან;

ჩაკლა მცირე და საშუალო ბიზნესის ის დარჩენილი მცირეოდენი კერები, რომლითაც ჯერ კიდევ თავს ირჩენდა ხალხი - გარემოვაჭრეები, სამარშრუტე ტაქსების მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები, ბაზრობაზე მოვაჭრეები - შეუერთდნენ მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ბიზნესის იარლიყიანი ქვეყნის უმუშევართა არმიას, რომელსაც არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ არჩევნებზე თავისი ხმის და სინდისის გაყიდვის იმედად იყოს. ხოლო თუ მანამდე ვერ მიაღწევს, დროზე აიბარგოს „სინათლის ქალაქიდან“ და „ნიცა-კანიდან“ და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ევროპის დამლაგებელ-მომვლელთა მრავალმილიონიანი არმია შეავსოს;

მოაწერა ხელი რეადმისიის ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რომლის ძალითაც სწორედ იმ ევროპაში ემიგრანტთა უკან გადმოსახლების პროცესი დაიწყება. ეს იმისთვის სჭირდება, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა გაზარდოს და ადრე მომუშავე და ოჯახის მარჩენალი ხალხი და მათი ოჯახები უმუშევრებად და ისევ იმ დამშეულ საარჩევნო ფარად აქციოს, 10 ლარის დანახებით, 100-დოლარიანი პენსიის ცრუდაპირებით, ციხეში ჩასმის ან ნარკოტიკის ჩადების მუქარით რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს!

ობამას შეხვდა!!!!!! ობამას შეხვდააააააააააა! ობამას ხელი ჩამოართვა და... 80 მეძავიც იქირავა ევროპელი პოლიტიკოსების თვალისდასაფსებად!!!

ვერა?!! ვერიჩქა? ვერონიკა??! ვინმეს სადმე ჰყავს ესეთი (დღისით) „მდგრადი“ მინისტრი, რომ დაალილავებ და მაინც ერთგულად შემოგციცინებს თვალებში??? ვერა გადაარჩენს ქართულ ეკონომიკას! გადაარჩენს ვერა?.. ვერა!..

მონოპოლია გაუკეთა მონოპოლიებს - ლატარია, ბენზინი, მშენებლობა, ბანკები, ვაჭრობა, სურსათი, უნივერსიტეტები, სასტუმროები!!!! ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის დამაარსებელი მისი დედაა! ბათუმის „რედისონის“ მოწილე - მისი კლავიატურაზე მოკაკუნე რეკორდსმენი შვილი!!! რა ოჯახია! რა ტალანტი - ა, ტალანტი! რამდიდარი!!!

ჩამოიყვანააააა, მარა რა ჩამოიყვანა! კუტუნიოებს გასცდა და მოაგროვა დიდებული კოლექცია - ბრაიან ადამსი (რუსების ფულით!), პლასიდო დომინგო, ანდრია ბოჩელი, სტინგი, ენრიკე და თავად შერონი!!! მოახდინა თბილისის შერონიზაცია და ბათუმის იგლესიასიზაცია! დიდმა ბასტარდმა დადგა ბლოკბასტერი! ნაყოფიას ნაყოფმა ეკრანზე ხომ მაინც მოგვაგებინა დიდი ომი და პუტინისგან თბილისში ჩამოსულმა შერონმა იტირა ისე მაგრად, რომ პრეზიდენტი ენძი გარსია თბილისიდან სასწრაფოდ პუტინთან წავიდა...

ჟურნალისტიკა აქცია ჩერგოლისტიკად და ფიგოვი ლისტიკად! ჟურნალისტები აქცია პიარისტებად და პრესსმდივნებად, ცოლებად და ისე... ვინც არ ისურვა ლაქიობა და ბოზობა, დაუკეტა ყველა არხი და ბოლოს შპიონებადაც გამოაცხადა იმის გამო, რომ თურმე თბილისელი პენსიონერის ტელეფონის ნომერზე რეკავდნენ... „მოდელირებული ქრონიკა“ დადგა - მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დეგენერატული და ყველაზე დიდი სიაფანდობა! ამით ხალხს უთხრა, მაშინ ხომ მე ვჭამე ჰალსტუხი, ახლა თქვენ გიჩვენებთ, შეშინება როგორ უნდაო...

და ამდენი ჯაშუშების დაჭერა?!!!! განა ვინმეს ოდესმე სადმე დაუჭერია დიდ ქვეყნის ამდენი ჯაშუში! განა ვინმეს აუხდენია დიდი ლოზუნგი - „ყოველ 3 კაცში ოთხი აგენტია!“? მარტო ამერიკის საელჩოს „ამფეთქებელი კოჭოია“ რად ღირდა?! რად ღირდა იმედის ეზოში მიმობნეული ტროტილიანი ტუშონკები და ბამბანერკები, 6 თვის მერე ფეხქვეშ რომ ააცალეს მარადმომღიმარე ნოდარიკო მელაძეს და მარადიულ ლაშა ხარაზიშვილს! რად ღირდა ენვერი და იმის აღიარება, რომ ყოველი მესამე სამხედრო მფრინავი თურმე ჯაშუში იყო და მუხროვანის „ბუნტის“ მოდელირება? ერთი კაცის „აღიარებებზე“ დამყარებული ფანტასმაგორია?.. ისედაც სისხლგამოცლილი ჯარის მთლად მოსპობა და სათავეში სადისტის დაყენება? კობა კობალაძის დაპატიმრება იარაღის ქონებისათვის? წინ დღეს მოკლული გია კრიალაშვილის გვამით დადგმული სისხლიანი სპექტაკლი?!..

და ხალხზე ძალადობა? - ლტოლვილებზე, მოვაჭრეებზე, ინვალიდებზე, ექიმებზე, მძღოლებზე, მოსწავლეებზე... პოლიცია და სპეცნაზი ისევ ხალხზე დაგეშილ ძაღლებად აქცია... 26 მაისი... თავისუფლების დღის სისხლიანი აღლუმი, როცა სისხლიანი რუსთაველი ნაუცბათევად მორეცხეს საცეკვაოდ და მედლების დასაკიდებლად... ხალხზე მუდმივი, ყოველდღიური ძალადობა - დაგიჭერთ... გაგასახლებთ... სამსახურიდან გაგიშვებთ... შვილს დაგიჭერთ... სახლს დაგინგრევთ... ბიზნესს წაგართმევთ... 112 მილიონი ნაშოვნი წურბელების მიერ - საპროცესო გარიგებებით და ხალხის სისხლის წოვით...

3 წლის წინ ომი რომ დაიწყო, ცოლს ვუთხარი - დიდ უბედურებას გადაგვკიდა ამ ტვინთხელამ, მაგრამ ასე იქნება თუ ისე, ერთი რამ მაინც იქნებ გამოვიდეს მცირე ნუგეშად-თქო - თუ გამოუვიდა ეს ავანტურა (ე.ი. მართლა ჩაუწყვია ეს ყველაფერი რუსებთან-მეთქი) - მაშინ უბედურება ის იქნება, რომ ამას ვეღარასოდეს ვერ მოვიცილებთ, დიდგორს გადაფარავენ ამის მოგებაზე ლაპარაკით მეთქი ნაცები და არჩევნები ალბათ სულ გაუქმდება, მაგრამ სამხრეთ ოსეთს მაინც ხომ დავიბრუნებთ-თქო... (თუმცა იმას კი ვფიქრობდი, ეტყობა - აფხაზეთში გაცვალა მეთქი)...

ხოლო თუ არც არაფერი ჩაუწყვია, ორ კვირაში რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენ და საშინელება იქნება, მაგრამ არა მგონია ანექსია გაბედონ, ალბათ მალევე უკან გაბრუნდებიან და ის მაინც ხომ იქნება ნუგეშად, რომ ამ ავანტურისტს მოგვაცილებენ მეთქი!!

შევცდი! ორივე უბედურება მოხდა - რუსეთმა ოსეთიც და აფხაზეთიც წაიღო და მიშას სავარძელიც ჩაცემენტდა :

მას მერე 3 წელი გავიდა და ქვეყანა სულ უფრო უკან მიდის... ოღონდ ეს უკანსვლა საზიმო ალაფურშეტებით და ფეირვერკებითაა გასხივოსნებული! ალბათ, საბოლოოდ რომ ჩაიძირება ფელინის გემივით, ბათუმის პიაცაზე ოპერის ვარსკვლავები იმღერებენ ვერდის „ნაბუკოს“...

ახლა ამდგარან და ყაყაჩოები დაუბნევიათ ამ ტაკიმასხარებს... ვითომ გლოვობენ... სინამდვილეში კი დაგვცინიან - ჩვენი უბედურებით გადაუწყვეტიათ საკუთარი ბედნიერების შენება... ზეიმობენ... აკი თქვა ერთმა აღზევებულმა - „რუსეთ-საქართველოს ომის დღესასწაულიო“... რატო არ ეზეიმებათ?.. უკვე გამზადებული აქვთ საპარლამენტო არჩევნებში დამშეული ხალხის მოსასაყიდლად ხალხისგანვე ჯიბიდან ამოცლილი მილიონები...

მე არასოდეს მქონდა იმდენი რწმენა, რომ ახვრებისთვის, რომელთაც ადამიანის რტყმევის და დამცირების მეტი არაფერი იციან, ქრისტიანობის გამო ლოყები მეშვირა და მოყვასივით მყვარებოდა... ახლაც ასე მჯერა - ეს არაკაცები, რომლებმაც ხალხის უბედურებით მოიწყვეს ბედნიერი ბუდე, და ხლხის გარყვნით აპირებენ მუდამ ზეობას, უნდა გვძულდეს! არ შეიძლება მოძალადე გიყვარდეს და ეგუებოდე ძალადობას... ისინი არ არიან ჩვენი სისხლი და ხორცი... ისინი ჩვენს სისხლს და ხორცს გადაშენებით ემუქრებიან... კარგად უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიშოროთ ეს მაჯლაჯუნა...

presage.tv


READ MORE - „ქართულ-რუსული ომის დღესასწაული“

რუს ტურისტებს აფხაზეთის კურორტები აღარ იზიდავთ

ავტორი ანა ბერიძე
17:26 13.08.2011
საქართველოში ტურიზმი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად პერსპექტიული სფერო ხდება, მის უკონტროლო რეგიონში კი, პირიქით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. წლევანდელ სეზონზე, აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა 15 პროცენტით შემცირდა. ამ ინფორმაციას უკვე სეპარატისტული ხელისუფლების კურორტების და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტიც ადასტურებს. უპირველეს მიზეზად კი, შეუსაბამო ფასები და ტურისტული მომსახურების დაბალი ხარისხი სახელდება.

აფხაზეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასტუმროები, სრულიად რომ არ შეესაბამებოდა იმ მომხიბვლელ რეკლამებს, რომელთაც რუსული ტურისტული სააგენტოები ავრცელებდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში უკვე გასულ წლებში გამოჩნდა. როგორც ვიუწყებოდით, სამშობლოში დაბრუნებული რუსი ტურისტები ინტერნეტში ვიდეორგოლებსაც კი ათავსებდნენ და თანამემამულე სხვა პოტენციურ ტურისტებს აფხაზეთში წავლისაგან თავის შეკავებას ურჩევდნენ. ამას დაემატა, უკანასკნელ ხანს, უკიდურესად გართულებული კრიმინოგენული ვითარება და დამსვენებლებზე გახშირებული თავდასხმები, რომლის დროსაც რამდენიმე რუსი ტურისტი მოკლეს კიდეც.

გარდა ამისა, ტურისტების რაოდენობის შემცირების მიზეზად, რუსულ-აფხაზურ „საზღვარზე“ შექმნილ სიტუაციასაც ასახელებენ. აქ ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი ხიდის რემონტი მიმდინარეობს. მოქმედებს მხოლოდ საავტომობილო ხიდი, რომლის მეშვეობითაც მოძრაობენ როგორც ავტომობილები, ისე ქვეითები. დღესდღეობით, ეს ერთადერთი ხიდია, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტულ „რესპუბლიკას“ კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს. თუმცა, ივლისის დასაწყისიდან, ადლერი-სოხუმის მარშრუტზე ელექტრომატარებელი მოძრაობს, აგვისტოდან კი მოსკოვი-სოხუმის სამგზავრო მატარებელი ყოველდღიურ რეისს ასრულებს. დამსვენებლების ნაწილი, აფხაზეთში საკუთარი ტრანსპორტითაც გადაადგილდება. თუმცა, საქართველოს უკონტროლო რეგიონში შესვლის მსურველი ტურისტების ამ კატეგორიების რაოდენობამაც მნიშვნელოვნად დაიკლო.

აფხაზურ-რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მიმდინარე წელს, სულ უფრო მეტად შემცირდა საექსკურსიო ავტობუსების რიცხვიც. გასულ წლებში, აფხაზეთის მიმართულებით, საკმაოდ პოპულარული იყო ერთდღიანი, ორდღიანი ექსკურსიები. ტურისტები, ძირითადად, სტუმრობდნენ რიწის ტბას, სოხუმის ბოტანიკურ ბაღს, ახალი ათონის მღვიმეს და მართლმადიდებლურ ტაძრებს. სტატისტიკის მიხედვით, თუ გასულ წელს საზღვარს, ამ მიზნით, დღე-ღამეში 70 ავტობუსი კვეთდა, წელს მათი რიცხვი 40-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, 2010 წელს, 2009-სთან შედარებით, აფხაზეთში დასვენების მსურველთა რაოდენობა მინუმუმ, 50 ათასით შემცირდა, წელს კი ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.

presa.ge



READ MORE - რუს ტურისტებს აფხაზეთის კურორტები აღარ იზიდავთ

მამაკაცებო, ქალების გახდა აღარ დაგჭირდებათ [video]

17:15 13.08.2011
თქვენ ახლა უყურებთ კაბების კოლექციას, რომელსაც დიზაინერმა ”ცოცხალი კაბები” უწოდა.

კაბების ავტორმა ამ ორიგინალური ნამუშევრებით უამრავი ადამიანი გააოცა. თავადაც ხედავთ, კაბები ავტომატურად უჩინარდება.








palitratv.ge


READ MORE - მამაკაცებო, ქალების გახდა აღარ დაგჭირდებათ [video]

Зугдиди

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი

zugdidi | Зугдиди | ზუგდიდი



READ MORE - Зугдиди

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...