23:50 11.08.2011
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს წალენჯიხის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. როგორც ალასანიამ განაცხადა წალენჯიხაში ისევე როგორც მთელ საქართველოში ნაციონალური მოძრაობის განუკითხაობა სუფევს, მისი თქმით მიზანმიმართულად ინგრევა სოფლის მეურნეობა.
"მთავარი პრობლემა, რომელიც სამეგრელოს და ყველა რეგიონის მოსახლეობას აწუხებს ეს არის ტოტალური უმუშევრობა. ყოველივე გამოწვეულია სოფლის მეურნეობის დარგში ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს მთავრობის დამანგრეველი პოლიტიკით. ჩემი აზრით, უკვე დროა სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაბრუნდნენ პროფესიონალები. ამიტომ მე ვითხოვ პასუხისმგებლობა დადგეს სოფლის მეურნეობის მინისტრის" – ამბობ ირაკლი ალასანია
თავისუფალი დემოკრატები აგრძელებენ რეგიონებში შეხვედრებს. ირაკლი ალასანია პარასკევს მარტვილის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდება, ადგილობრივების პრობლემებს გაეცნობა და თავისუფალი დემოკრატების სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებს გააცნობს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შეხვედრებს გამართავს მარტვილის ცენტრში. ირაკლი ალასანია ასევე მოინახულებს მარტვილის რაინოის სოფლებს: მუხურჩას, თამაკონს და სალხინოს.