ბრიუსელიდან საქართველოს ელჩს გამოიწვევენ?

გაზიარება
[16:40 31.05.2010]
ხვალ, 14 საათზე ქართველი ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები (ნანა კაკაბაძე, ირმა ინაშვილი, ნინო ცხოიძე, ჯაბა ჯიშკარიანი, ირაკლი კორძაია, ბონდო მძინარაშვილი) ბრიუსელში საქართველოს ელჩის, სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თემაზე საგანგებო ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ და კონკრეტულ მოთხოვნებს გაახმოვანებენ, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეუერთდებიან.

მისმართი: თბილისი. რუსთაველის 14. „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისი.
საკონტაქტო პირი: ირმა ინაშვილი 897 11 99 11.

READ MORE - ბრიუსელიდან საქართველოს ელჩს გამოიწვევენ?

ილია მეორე - ღმერთმა ღირსეული ადამიანები აგვარჩევინოს

გაზიარება
[15:13 30.05.2010]
ღმერთმა ღირსეული ადამიანები აგვარჩევინოს,- ასეთი კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არჩევნებში ხმის მიცემის შედეგ .

უწმინდესი ხმის მისაცემად კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ მივიდა.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმ მრევლს ყოველთა წმინდათა ხსენება მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

interpressnews.ge

READ MORE - ილია მეორე - ღმერთმა ღირსეული ადამიანები აგვარჩევინოს

უნიკალური ვიდეოჩანაწერი [video]

01:18 29.05.2010
ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია აქვეყნებს უნიკალურ ვიდეოჩანაწერს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოსკოვიდან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრემ ზაზა გაბედავამ მოგვაწოდა.

ვიდეოზე ასახულია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სამეგრელოში, გამორჩეული ზუგდიდელის ომარ შელიას სახლში სტუმრობა და ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიერ სუფრასთან წარმოთქმული სადღეგრძელოები...









READ MORE - უნიკალური ვიდეოჩანაწერი [video]

მერობის კანდიდატებს შორის, ირაკლი ალასანია 33%–ით ლიდერობს

გაზიარება
[07:36 28.05.2010]
საინფორმაციო სააგენტო “ჯეოტოპნიუსისა“ და ჟურნალ “ღია ბოქლომის“ ერთობლივი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის 33 % –ით ”ალიანსი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. მეორე ადგილზე, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიგი უგულავა 29 % –ით, ხოლო “ეროვნული საბჭოს“ მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური 13 % – ით მესამე ადგილზე გავიდა. სხვა კანდიდატებზე კი ხმები ასე დაგანაწილდა: გოგი თოფაძე – 5 %, გიორგი ჭანტურია – 4 %, ნიკა ივანიშვილი – 3 %, თამაზ ვაშაძე – 1 %, დავით იაკობიძე – 0 %, გიორგი ლაღიძე – 0%. გამოკითხულთა 11 % –ს კი მხარი არცერთ კანდიდატისტვის არ დაუჭერია. ერთობლივი ინტერნეტ გამოკითხვა, “ჯეოტოპნიუსმა“ და “ღია ბოქლომმა“ 15 –27 მაისს ჩაატარეს და მასში სულ 2048 იუზერმა მიიღო მონაწილეობა.


READ MORE - მერობის კანდიდატებს შორის, ირაკლი ალასანია 33%–ით ლიდერობს

ზაზა გოროზია სამეგრელოს დამოუკიდებლობის იდეის მომხრეა

გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 23:20 27.05.2010]
3 მაისს მესტიაში სხვა მაღალჩინოსნებთან და შეიარაღებულ პოლიციელებთან ერთად ჩასული სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ზაზა გოროზია, ოპოზიციონერ კანდიდატებს მუქარითა და ძალადობით კანდიდატურის მოხსნას აიძულებდა. გუბერნატორს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შვებულებაში გასვლა და საარჩევნო პროცესებიდან ჩამოცილება მესტიის ინციდენტიდან მეორე დღესვე ურჩიეს. ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ ჩახვაძემ კი, მესტიაში განხორციელებული „საარჩევნო სპეცოპერაციის“ პირად კონტროლზე აყვანა მთავარ პროკურორს სთხოვა.

ზუგდიდის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში უკვე საუბრობენ, რომ ზაზა გოროზია საკუთარ პოსტს აღარ დაუბრუნდება და იგი მხოლოდ არჩევნების დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.


„ეს არის ავადმყოფი ადამიანის მოფიქრებული ჭორი. მე ვარ რუსეთის მოქალაქე და არასოდეს მქონია სურვილი მოვსულიყავი ქართულ პოლიტიკაში. რატომ გავრცელდა მსგავსი იმნფორმაცია ჩემთვის წარმოუდგენელია, შესაძლოა, ვიღაცას საქართველოში ჩემი რეპუტაციის გაფუჭება უნდოდეს. სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და, შესაბამისად, მას, ან მთავრობის რომელიმე წევრს ჩემთვის არ შემოუთავაზებია გუბერნატორის პოსტის დაკავება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჭორი, არის ბაზრის დონის, უსაქმურების მოფიქრებული“.

დღეს კი პრეზიდენტთან უკვე „დაძმაკაცებული“ სიჭინავა კატეგორიულად აღარ უარყოფს ინფორმაციას სამეგრელოს თავკაცად დანიშნვის შესახებ.

ზაზა გოროზიას სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნულ იქნა 2007 წლის 27 ივნისს. სწორედ რეგიონში მისი მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება ჟურნალისტების გატაცების, ცემის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტები, ოპონენტების თუ მოქალაქეების უფლების დარღვევის შემთხვევები:

2007 წლის 4 დეკემბერს, გუბერნატორ ზაზა გოროზიას კაბინეტში, მისივე ბრძანებით დატყვევებულ ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქტორს სახელმწიფო მოხელის დაცვის უფროსმა, დიმიტრი მარკოიძემ და პრესსამსახურის უფროსმა, ლალი გელენავამ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გოროზიას წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის წყაროს დასახელება მოსთხოვეს. რამოდენიმე დღეში ჟურნალისტი გაიტაცეს და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.

გოროზიას 2009 წლის თებერვალში პროფესორები დაუპირისპირდნენ, ისინი რწმუნებულს უნივერსიტეტის შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებდნენ და რწმუნებულის გადადგომას ითხოვდნენ...

2008 წლის ივნისში რადიო ”იმედის” კორესპონდენტი ნანა ფაჟავა ხელმძღვანელობას სამსახურიდან უკანონო დათხოვნაში ადანაშაულებდა.

ჟურნალიტის მტკიცებით ”იმედიდან” სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ზაზა გოროზიას, უშუალო მითითებით გაუშვეს და მის ნაცვლად ლაშა ბერულავა გოროზიას რეკომენდაციითვე დანიშნეს.

2008 წლის 7 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა “თავისუფალი გაზეთის” წინააღმდეგ. სარჩელის მიხედვით გუბერნატორი მოითხოვდა პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფას გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომლის მიხედვითაც “სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ჟურნალისტს დუმილის სანაცვლოდ 10 000 ლარს სთავაზობდა”.

პირველივე სასამართლოზე, რომელსაც გოროზიას ადვოკატიც ესწრებოდა, მოსამართლემ სარჩელი დაუშვებლად ცნო. გუბერნატორმა კი მოსამართლის გადაწყვეტილება იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ მისი ადვოკატი ზუგდიდში არ იმყოფებოდა.

გადაცემა „ახალი დროების“ ჟურნალისტმა სოსო ბარნაბიშვილმა ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა. ამას მოჰყვა გუბერნატორის სატელეფონო ზარი სტუდიაში. იგი სიუჟეტის გადადებას ითხოვდა. გოროზიამ სტუდიის ხელმძღვანელისგან დაჩი გრძელიშვილისგან უარი მიიღო. ამ საუბრიდან ორ დღეში გადაცემა დაიხურა...

2009 წლის დეკემბერში ზაზა გოროზია წინააღმეგ საპროტესტო აქციები დაიწყო წალენჯიხის რაიონში. სოფელ მაზანდარაში მცოვრები გლეხები გუბერნატორს ბრალს მიწების უკანონოდ გასხვისებაში სდებდნენ, მათი თქმით, სოფელში თითოეული მტკაველი მიწა იტალიურ კომპანია „ფერეროზე“ გასხვისდა და ადგილობრივებს დასამუშავებელი მიწები ჩამოერთვათ.

ზაზა გოროზია შეიმჩნეოდა სეპარატისტულად მოაზროვნე ჯგუფებთან კავშირში. სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი აფინანსებდა განათლების ცენტრ „კოლხიდას“, რომლის მთავარი მიზანიც სამეგრელოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება იყო და არის.

READ MORE - ზაზა გოროზია სამეგრელოს დამოუკიდებლობის იდეის მომხრეა

უკრაინასთან სავიზო რეჟიმს ევროკავშირი აუქმებს, საქართველოსთან–ირანი

გაზიარება
[როზი ჯღამაია. 18:34 27.05.2010]
უცხოური პრესა საქართველოს მიმართ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის შესუსტებასა და რუსეთის გააქტიურებაზე ობამას პრეზიდენტად არჩევიდან ძალიან მალე ალაპარაკდა.

„საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას ცდილობს, მაგრამ გერმანიამ და საფრანგეთმა უღალატეს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვალდებულებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - წერს WorldNetDaily.

ობამა უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველო ამერიკისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ იქნება. რას ნიშნავს ამერიკის პირველი პირის ეს განცხადება? დატოვა თუ არა დასავლეთმა საქართველო რუსეთის პირისპირ და გახდება თუ არა ობამას პოლიტიკა რუსეთისთვის სტიმული საქართველოს შიდაპოლიტიკაში ჩასარევად? რა ვერ გათვალა საქართველოს ხელისუფლებამ და როგორ შეიცვალა მსოფლიოს ხედვა გეოპოლიტიკური მიდგომების მიმართ?

ყველა ამ კითხვაზე პრესა.გე ფილოსოფოსს კახა კაციტაძეს ესაუბრა.

– თქმა, რომ დასავლეთმა მიგვატოვა და კატასტროფული დასკვნების კეთება იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი კონცეპტუალური აპარატი, რათა გავიაზროთ რა ხდება მსოფლიოში. ამის ნაცვლად, წლების განმავლობაში, ე.წ. პოლიტოლოგები სახელისუფლებო სქემებს „მოდელირებული ქრონიკით“ უდებდნენ თავში ადამიანებს. ერთ–ერთ ამერიკულ გამოცემასთან, აგვისტოს ომზე ერთი ქართველი ამბობს – „სულ ცას შევყურებდი, როდის გამოჩნდებოდა ჰაერში ნატოს ვერტმფრენები“. აგვისტოს დღეებში კი, ერთი არც–თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკი მიმტკიცებდა, რომ ნატოს ტექნიკა არის თურქთის ტერიტორიაზე და შემოშლიგინდებიან ჩვენს დასახმარებლადო. ანუ, წლების მანძილზე, ჩვენ შევქმენით რაღაც ილუზიები, რომელიც ახლა იმხვრევა და აღიქმება ისტერიულ წივილად.

ეს ილუზიბი თავად ბუშის ადმინისტრაციიდან არ იღებდა სათავეს? ასმუსიც თავის წიგნში ამბობს, რომ ბუშის ადმინისტრაცა 4 დღის განმავლობაში განიხილავდა როკის გვირაბზე საჰაერო შეტევას.
– გეთანხმებით, ეს განხილვა იყო – შეიძლებოდა თუ არა ფრთოსანი რაკეტა ყოფილიყო გამოყენებული და სხვათა შორის, სამხედრო ტექნიკურად ეს შესაძლებელია, ანუ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილიდან გამოშვებულ ფრთოსან რაკეტას შეეძლო როკი დაენგრია. ამიტომ, მე არ ვიტყოდი, რომ მოლოდინები მხოლოდ ერთი მხარის შექმნილი იყო. თუმცა, ბუშის ადმინისტრაციაში რა ძალებმა რა პოზიცია დაიკავეს ამას ისტორია გაარკვევს. ფაქტია, რომ ბუშის ადამინისტრაციაც ერთგვაროვანი და ჰომოგენური არ იყო.

თუმცა, ეს განვლილი დროა და მას ისტორიკოსები გამოუტანენ განაჩენს, ახლა სულ სხვა ეპოქა მოდის, ხოლო ჩვენ კიდევ აჩემებული გვაქვს მოვლენები თბილისის თვალთახედვით შევაფასოთ. აბა ახლა შევხედოთ გლობალური თვალთახედვით რა ხდება.

მაინც, რა ხდება?
– ის ხდება, რომ ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება მოკავშირეებთან, პარტნიორებთან მოლაპარაკების შედეგად და მსოფლიო წესრიგი მთლიანად იცვლება.

ეს ნიშნავს, რომ პოლარიზაცია არ იქნება?
– დღე–დღეზე ობამა გამოქვეყნებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და იგი პრინციპულად შეიცვლება. ეს იქნება ის, რაც ჩვენმა ფარჩაკებმა ხელისუფლებაში ვერ გათვალეს. ესენი თვლიდნენ, რომ არსებობს მარადიული გეოპოლიტიკური დაპირისპირება ატლანტისტებს და ევრაზიელებს შორის, რითაც ჩვენი ჭკუის კოლოფები არაფრით არ განსხვავდებიან დუგინსგან, უბრალოდ დუგინისთვის ევრაზიელები არიან კარგი ტიპები და ჩვენთვის პირიქით. მე ყოველთვის ბოდვად მიმაჩნდა სქემა, რაღაც მარადიული გეოპოლიტიკური კატეგორიებზე, რის გამოც სახელმწიფოები იომებენ და რაც განსაზღვრავს გეოპოლიტიკურ ქცევებს. გეოპოლიტიკის ეს ხანა დასრულდა და ეს უნდა გავიაზროთ.

მსოფლიო ყოველთვის ცვალებადი იყო, მაგრამ რუსეთის იმპერიული გამოხტომები არასოდეს იცვლებოდა. ობამას განცხადებები ხომ არ გამოიწვევს რუსეთის წაქეზებას?
– მოდით ასე ვთქვათ, ამერიკელები არ არიან ისეთი გულუბრყვილოები, რომ რუსეთის მოქმედებების გარეშე რაღაცა ზეპირ განცხადებებს ენდონ. რუსეთს მოუწევს რეალური მოქმედებებით იმის დადასტურება, რომ ის ეწერება იმ ურთიერთობების სისტემაში და იღებს იმ თამაშის წესებს, რასაც ვაშინგტონი სთავაზობს პარტნიორებს. მოცემულ მომენტში კი ეს შეთავაზე ასეთია – არა ლიდერი და ჰეგემონი, არამედ პირველი თანასწორთა შორის. ანუ მსოფლიო წესრიგი იერარქიზებულ ხასიათს მიიღებს და მეტ–ნაკლებად, ადგილები ყველას მიერ იქნება განსაზღვრული.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ წესრიგის მთავარი მტერი იქნება არა რუსეთი, არა ჩინეთი, ან რომელიმე სახელმწიფო, არამედ მარგინალური და ქაოტურობის მატარებელი ძალა. საქართველოში კი ტრაგიკომიკური სიტუაციაა, რადგან საქართველოს უნდოდა ყოფილიყო ამერიკის პირველი მოკავშირე და ახლა ირანის გვერდით აღმოჩნდა.

ქართული მხარის ეს ნაბიჯი რას ნიშნავს, ეს გამოწვევაა ამერიკის შეერთებული შტაბების და მთელი მსოფლიოს მიმართ, თუ ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი ვერ ვწვდებით ჩვენი ხელისუფლების „შორს გათვლილ“ სტრატეგიას?
– რასაკვირველია გამოწვევაა. მე მქონდა საუბარი რამდენიმე მიშისტთან და რამდენიმე მათგანი მიმტკიცებს, რომ ეს არის გენიალური სვლა. ეს ძალიან სასაცილო ახსნაა, რადგან ეს არის წყენის გამოხატულება და მეტი არაფერი. ახლა კი, დიდ წარმატებად საღდება, რომ ირანთან სავიზო რეჟიმი უქმდება სამ თვეში.

ავიღოთ მაგალითად უკრაინა, ამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმს სამ თვეში ევროკავშირი აუქმებს, ხოლო ჩვენთან – ირანი. რომელი უფრო წარმატებაა? ჩვენს ხელისუფლებას რომ ჰკითხოთ გეტყვით – რა თქმა უნდა ირანი.

წარმატებას თავი დავანებოთ, მაგრამ რამდენად სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ამით ხელისუფლებამ ქვეყანა?
– ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს იზოლაცისკენ, რომელიც ისედაც ძალიან მაღალი დონის არის. მე ვხუმრობ, რომ საქართველოს შიგნით წავა ასეთი შინაარსის პროპაგანდა: „ისეთი პატრიოტები, როგორებიც იყვნენ ვარსქენ პიტიახში, შადიმან ბარათაშვილი, ყოველთვის ირანთან ურთიერთობის მომხრენი იყვნენ“. ასე რომ, მე რა გამიკვირდება ასეთი ტიპის პიარი რომ წავიდეს და მორიგ „მოდელირებულ ქრონიკაში“ ამაზე იყოს საუბარი.

ხუმრობა და ვიღაცის ავადმყოფური ფანტაზიები ერთია, მაგრამ რეგიონში საფრთხეების გაზრდას რამდენად დაუშვებს დასავლეთი და კონკრეტულად ამერიკა. ირანთან დაახლოების გამო, მოხდება თუ არა, ირიბი, ან პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდაპოლიტიკაში?
– ჯერ ამერიკელებს უფრო სერიოზული საქმეები აქვთ, ვიდრე საქართველო. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ავადმყოფური გეოპოლიტიკური ილუზია, რომ გეოპოლიტიკური ცენტრია საქრთველო და ამიტომ, სულ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება. ეს არის ისეთივე ამოწურული თემა, როგორც პოსტინდუსტრიულ სახელმწიფოში მარქსისტული კატეგორიებით რაღაცეების გააზრება. ვთქვათ, კაპიტალი და საქონელი რჩება, ანუ, გეოგრაფიული მდებარეობა რჩება, მაგრამ წარმოებითი ურთიერთობები და კომუნიზმი აღარ მუშაობს დღეს.

ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამაყობდით ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობით და თვლიდით, რომ ეს გვაძლევდა უპირატესობას, დღეს დერეფანმა დაკარგა მნიშვნელობა?
– გეოგრაფიული მდგომარეობა რა ქრება, მაგრამ ცალსახად ეს არ არის განმსაზღვრელი მსოფლიო პოლიტიკის და ამას უნდა შევეჩვიოთ. უნდა გავიაზროთ, რომ არსებობს მთელი სიმრავლე ფაქტორებისა, მაგრამ ჩვენ ეს სიმრავლე დაგვყავდა ერთ ფაქტორზე– რომ ჩვენ შეგვინახავს ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა.

თავად რუსეთი რამდენად არის მზად, რომ მიიღოს მსოფლიოს ახალი თამაშის წესები?
– ეს რუსეთის პრობლემაა. ფსიქოლოგიურად მართლა გაუჭირდებათ, მაგრამ თუ ამოვარდებიან ამ წესრიგიდან, მათთვის ეს არ იქნება სასურველი არჩევანი. მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ „როსაბარონექსპორტისთვის“ და სამი სამრეწველო სამხედრო ორგანიზაციისთვის ამერიკული სანქციების მოხსნა მოხდა ლამაზი გარანტიებისთვის. რაღაც რეალური პროცესები მიდის და ჩვენ ისევ ბრიყვულ სიტუაციაში ვართ, რადგან ეს ყველაფერი სინამდვილეში, ირანის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ჩვენ კი, ამ დროს ირანის მხარეს ვდგებით.

როგორ ფიქრობთ რუსეთს რა პოზიცია ექნება საქართველოს მიმართ, ახალი თამაშის წესებში ალბათ, არ ჯდება სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა, რაზეც ასე ხშირად საუბრობს ხელისუფლება.
– როგორც მე ვხვდები, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ვარაუდია, რუსეთი საქართველოსთან ერთპიროვნულად არ ითამაშებს. აქტივობა ვისი უფრო იქნება საკითხავია, მაგრამ რუსეთის გადაწყვეტილება რომ იქნება შეთანხმებული ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს პოლიტიკა რომ დაეყრდნობა კონსესუსს დიდ სახელმწიფოებს შორის და არა დაპირისპირებას, როგორც ადრე იყო, ესეც ნათელია.

რუსეთს ახლა ოკუპაცია არაფერში სჭირდება თუ მაინც მოხდა მისი პროვოცირება ეს იქნება პარალელურად, ვაშინგტონის და ბრიუსელის პროვოცირებაც. ამ ხელისუფლებას ამის რესურსი თუ აქვს არ ვიცი, მაგრამ ირანს ამის თავი აქვს. რას მიიღებს სხვა საქმეა, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა თავი, რომ დასავლეთთან სულ ასე პროვოკაციულ რეჟიმში ყოფილიყო. ხელისუფლების მომხრეები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ირანთან მოლაპარაკებითვის სანქცია ვაშინგტონიდან არის მიღებული, მაგრამ ეს ისეთი ზღაპრებია, რომლის სერიოზულად განხილვაც არ ღირს.

ყოველივე ამის ფონზე, როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ხელისუფლების მიერ რუსეთთან ენის გამონახვის მცდელობას?
- პოლიტიკის შეცვლას რომ არ აპირებენ ცხადია, თუმცა ამათ პოლიტიკა არც არასოდეს ჰქონიათ. უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება. მე არ დამავიწყდება ის კითხვარი, რომელიც 2004 წელს, პოლიტიკურ მეცნიერებებში მომუშავე ძალიან ბევრ ადამიანს დაურიგდა. მასში იყო ერთ–ერთი ასეთი კითხვა – იქნება თუ არა ეს ხელისუფლება 80 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში? ამას თავისუფლების ინსტიტუტი სერიოზულად განიხილავდა, მაგრამ ვინ დატოვებს 80 წელი ამერიკა თუ რუსეთი, ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ჩევნი ოპოზიციის ხელში არც ამის გამორიცხვა შეიძლება.
– გეთანხმებით. თუ ხელისუფლების მიმართ საგარეო პოლიტიკის გამო ჩნდება კითხვა – გასაგებია, რომ არიან იდიოტები, მაგრამ არიან თუ არა მოღალატეები? ოპოზიციის მიმართ ჩნდება კითხვა – გასაგებია, რომ არიან იდიოტები, ოღონდ არიან თუ არა გამყიდველები და სააკაშვილის ხელისუფლებისგან აქვს თუ არა ხეირი? და ეს არ ეხება მხოლოდ ჯიბის ოპოზიციას. თუმცა, ის გლობალური პროცესები, რომელიც 3–4 თვეში დაიწყება, შიდა წვრილმან საკითხებს გადაფარავს.

ჩვენს ხელისუფლებას დასავლეთმა საყრდენი გამოაცალა, რუსეთთან არ მიესვლება, მარტო შეძლებს ძალაუფლების განმტკიცებას და საერთოდ, ეს პროცესები შიდა პოლიტიკაზე როგორ იმოქმედებს?
– აღმოსავლეთი ხომ დარჩა. რა გითხრათ, ჩვენი ოპოზიციის უსუსურობიდან გამომდინარე შეიძლება არავითარი ზემოქმედება ამან არ მოახერხოს. შესაძლოა, ყველაფერი ისევ ისევ დარჩეს, მაგრამ მეეჭვება საზოგადოებამ მოითმინოს ვითარების ასე გაუთავებლად გაგრძელება.

ანუ, „ცხელი ზაფხული“ და „ცხელი შემოდგომა“ ისევ აქტუალურია?
– ზაფხულის რა მოგახსენოთ, პირიქით, იმედი მქონდა, რომ ზაფხულში ნორმალური ოპოზიცია ჩამოყალიბდებოდა. ახლა ამის დიდი იმედიც არ მაქვს. არის რაღაც ინდიკატორები, რომელიც უნდა აჩვენებდეს, რომ ნორმალური ოპოზიციის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ჯერ ასეთ ინდიკატორებს ვერ ვხედავ. ერთი რამ, რაც ნამდვილად ვიცი, ასეთი ტიპის რეჟიმები ცუდად ამთავრებენ და ეს იმდენად პოლიტიკური პროგნოზი არ არის, რამდენადაც პოლიტიკური მეცნიერებებიდან აღებული დასკვნა. შესაძლოა, ამ რეჟიმის დასრულებაში სრულიად მოულოდნელმა საბაბმა ითამაშოს როლი. ვიფიქრებდით როდესმე, რომ „მოდელირებული ქრონიკა“ გაჩნდებოდა და ამხელა რეზონანსი ექნებოდა? ამ ხელისუფლების წარმოსახვა, არცთუ დალაგებული, იქეთ მიდის, რომ ისეთი მოულოდნელობა შეიძლება შემოგვთავაზოს, ვერცერთი ექსპერტი წინასწარ ვერ განჭვრეტს. ანუ, ხელისუფლებამ ჩაიდინოს ქმედება, რომელიც მათვე დაანგრევს.

presa.ge

READ MORE - უკრაინასთან სავიზო რეჟიმს ევროკავშირი აუქმებს, საქართველოსთან–ირანი

კობა დავითაშვილს დიდუბეში კვერცხები ესროლეს

გაზიარება

პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული საბჭოს” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ კობა დავითაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა წერეთლის გამზირზე ჩაიშალა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა “ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთ ლიდერს კვერცხები დაუშინეს. კობა დავითაშვილი მოხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. დავითაშვილმა წერეთლის გამზირი მალავე დატოვა, თუმცა წამოსვლამდე მოსახლეობას სადაზღვევო პოლისები


[წყარო: gtn.ge]
READ MORE - კობა დავითაშვილს დიდუბეში კვერცხები ესროლეს

40 000 ლარი გირგვლიანის ოჯახს მორალური კომპენსაციისთვის[video]

გაზიარება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მანამდე მიიღო, ვიდრე სტრასბურგში გირგვლიანის საქმის განხილვას დაიწყებდა. სამოქალქაო სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ქართულ სასამართლოში გვიან შევიდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფომ ევროსასამართლოს მიმართა თხოვნით - არ განეხილა კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, რადგან გირგვლიანების მხრიდან ადგილობრივ სამართალწარმოებაში სამოქალაქო სარჩელი არ იყო შეტანილი.

იხილეთ ინტერნეტ ტელევიზია itv-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

READ MORE - 40 000 ლარი გირგვლიანის ოჯახს მორალური კომპენსაციისთვის[video]

მიცვალებულს არ ცივა, რომ რაიმე სამოსი გაატანოთ...

გაზიარება

გთავაზობთ პასუხებს ყველა ქრისტიანისთვის საინტერესო კითხვებზე, რომლებიც ამოკრებილია სასულიერო პირთა ქადაგებებიდან და მართლმადიდებლური სახელმძღვანელოებიდან.

-როგორ უნდა მივესალმოთ მოძღვარს?
-მოძღვართან შეხვედრისას მას ამგვარად უნდა მივმართოთ; “დამლოცე მამაო” ან “მაკურთხე მამაო”.

-რატომ გამოხატავენ ხატებზე ღვთისმშობელს სამი ვარსკვლავით?
-ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი ქალწულია ქრისტეს შობამდე, შობისა და შობის შემდეგ.

-უნდა მოიხსნან თუ არა ცოლ-ქმარმა გულზე დაკიდებული ჯვარი სარეცლის გაყოფის დროს?
-თუ მათი ქორწინება Gღვთისგან კურთხეულია, ესე იგი, ისინი ჯვარდაწერილნი არიან და ეკლესიურად ცხოვრობენ, ჯვრის მოხსნა არ არის საჭირო.

-ადამიანის რომელ ნაწილშია სული?
-სული მთელ ორგანიზმშია, მაგრამ ის თავს გულითა და გონებით ავლენს. ადამიანის სულს სხეულის მსგავსი იერსახე აქვს, ამის გამო იმქვეყნად სულები ერთმანეთს იცნობენ.

-რამდენ ხანს უნდა ეცვას ჭირისუფალს შავი სამოსი და ებუროს შავი თავსაბურავი?
-გარდაცვლილის გლოვა 40 დღის განმავლობაში ხდება. ამის შემდეგ მორწმუნე ქრისტიანები აღარ გლოვობენ.

-საიდან მომდინარეობს ქრისტეშობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია?
-ეს საეკლესიო ტრადიცია არ არის. შობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია ხალხში გავრცელებული ჩვეულებაა, რადგან ჩვენი წინაპრები ამ დღისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, პირუტყვს ზრდიდნენ და სუფრაზე ყველაფერი საუკეთესო მიჰქონდათ. შობის დღეს ხომ მარხვა ხსნილია.

-ცოდვად გვეთვლება ბიბლიურ თემაზე გადაღებული ფილმების ხილვა?
-ფილმების ყურებას აჯობებს თავად ბიბლია იკითხოთ და მის განმარტებებს ჩასწვდეთ.

-თუ ღმერთს ვუყვარვარ რატომ მსჯის?
-გაიაზრე რა არის მარადისობა და წარმოიდგინე რამხელა საშინელება იქნება, თუ მარადიულ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებ და მოხვდები ჯოჯოხეთში, რომელიც დემონებსაც კი აძრწუნებს. გიჯობს აქ მოითმინო ყოველგვარი განსაცდელი, ტანჯვა და მიიღო მოწყალე ღმერთისაგან მამობრივი სასჯელი, ვიდრე მარადიულ ცეცხლში ჩავარდე.

-მინდა ეკლესიურად ვიცხოვრო, მაგრამ სიგარეტის წევას თავს ვერ ვანებებ, როგორ ვძლიო ამ მავნე ჩვევას?
-ბუნებრივია მწეველებიც არიან მრევლში. საბედნიეროდ უმეტესობას სიგარეტისთვის თავის დანებება სურს. გასაგებია, რომ ამას ერთბაშად ვერ შეძლებენ, ამიტომ ვცდილობთ თანდათან გადავაჩვიოთ. როცა მწეველი ეკლესიაში იწყებს სიარულს, ვთხოვთ, ნაკლები მოსწიონ. ჯერ კვირა დღეს იკავებენ თავს მოწევისაგან, მერე ოთხშაბათს და პარასკევს, მერე მარხვის პირველ და ბოლო კვირას და ასე ნელ-ნელა ანებებენ თავს მოწევას.

-აღსარებაზე ნათქვამი ცოდვები განკითხვის დროს აღარ მოგვეკითხება?
-განკითხვის ჟამს ადამიანს არ მოეკითხება ის ცოდვები, რომლებიც აღსარებისას გულწრფელად მოინანია, ანუ ცოდვების მიტევება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადგანიცდის ადამიანი ჩადენილს და სურს თუ არა მას ამ ცოდვისაგან თავის დახსნა. უფალი ხედავს რამდენად გულწრფელია მოძღვართან ნათქვამი თქვენი ყოველი აღსარება.

-როგორ უყურებს ეკლესია მიცვალებულის ერთი საფლავიდან მეორეში გადასვენებას?
-ქრისტიანობა მიცვალებულის გადასვენებას არ ეწინააღმდეგება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია.

-როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მისი ახლობელი ადამიანი იეღოველი ხდება?
-ასეთ დროს მოთმინებით და მშვიდად უნდა აუხსნათ ახლობელს მისი შეცდომა, მოერიდეთ ყვირილსა და ჩხუბს, რათა ამით ცოდვაში არ ჩაიგდოთ თავი. ამასთან, ილოცეთ მისთვის და შეევედრეთ ღმერთს, თვალი აუხილოს და გონება გაუნათოს შეცდენილს.

-რა დანიშნულება აქვს მიცვალებულის სახელზე "საკურთხის" მომზადებას?
-არანაირი დანიშნულება არა აქვს. მსგავსი დანიშნულების ჩვევები მაშინ დაინერგა, როცა სამწუხაროდ, არც ეკლესია არსებობდა და არც მოძღვრები იყვნენ. ხალხი კი თავისებურად ცდილობდა მიცვალებულისათვის რაიმე გაეკეთებინა. უნდა გითხრათ, რომ არანაირი რიტუალით მომზადებული კერძი მიცვალებულის სულის საოხი არ იქნება, თუ მის სახელზე მშიერსა და გაჭირვებულს არ დააპურებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "საკურთხის" მომზადებისას ქალი ცდილობს რაღაცნაირად შეასრულოს მოძღვრის ფუნქცია: აკურთხოს სუფრა, აკმიოს საკმეველი და მერწმუნეთ, დაუშვებელია, რომ ქალბა ეს გააკეთოს, წარმოთქვას მიცვალებულთა მოსახსენებელი ლოცვა, ლოცვა და საკმეველის კმევა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ოღონდ არა ასე, რომ საეკლესიო ფუნქცია შესრულდეს... მიცვალებულთა სახელზე პანაშვიდის გადახდა მხოლოდ მოძღვარს შეუძლია. თქვენ კი მათ სახელზე შეგიძლიათ მოწყალება გაიღოთ ნებისმიერი სახით.

-დასავლეთ საქართველოში ხშირად მიცვალებულს დაკრძალვისას თან აყოლებენ ტანსაცმელს. არის თუ არა ეს საეკლესიო რწმენა?
-რასაკვირველია ამას არანაირი კავშირი არა აქვს ეკლესიასთან. მიცვალებულს არ ცივა, რომ რაიმე სამოსი გაატანოთ. ცოცხალი მხოლოდ მისი სულია და სწორედ მისთვის უნდა ილოცოთ და წირვაც შეუკვეთოთ, რომ მან იმქვეყნად სიმშვიდე მოიპოვოს. სამწუხაროდ ეს მავნე ჩვევა იმდენად არის გამჯდარი, რომ ხალხი მოძღვრის რჩევას არ უსმენს და მსგავსი რიტუალებით არა მხოლოდ მიცვალებულის სულს ამძიმებს, არამედ თავიანთ სულსაც.

-განსაცდელის ჟამს რომელი ლოცვის კითხვაა უკეთესი?
-“მამაო ჩვენო” ყოველი განსაცდელისას, განსაკუთრებით სიცოცხლის საფრთხის დროს და აღსასრულისას.

[მოამზადა მერაბ ჩაჩიბაიამ. "ღია ბოქლომი" 11 (15)]
READ MORE - მიცვალებულს არ ცივა, რომ რაიმე სამოსი გაატანოთ...

რომან ქევხიშვილმა პროტესტის ნიშნად რადიო “ობიექტივი” დატოვა

გაზიარება

საინფორმაციო სააგენტო “ჯეოტოპნიუსის“ ხელმძღვანელმა რომან ქევხიშვილმა, პროტესტის ნიშნად რადიო “ობიექტივი“ დატოვა, რომელიც 14 აპრილიდან “მონტე–კარლოს” სიხშირეზე (FM 101.4) მაუწყებლობს. ქევხიშვილის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “ობიექტივმა“ საკუთარ ვებ.გვერდზე “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრი რატი მაისურაძე პოლიტპატიმრად გამოაცხადა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

“მიუხედავად იმისა, რომ რადიო “ობიექტივის“ ეთერში აბსოლიუტური თავისუფლება მქონდა, როგორც თემების, ასევე სტუმრების შერჩევისას და მასში “ობიექტივის“ ხელმძღვანელობა არასდროს ჩარეულა, ჩემთვის მიუღებელია იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, ვინც რატი მაისურაძეს, პოლიტპატიმრად შერაცხავს, რომელმაც ჯერ 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ხოლო 7 მაისს კი, ტელეკომპანია “კავკასიაში“ გადაცემა “ბარიერში“ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა ქევხვიშვილმა.

რომან ქევხიშვილს რადიო ობიექტივზე (FM101.4) ყოველ ხუთშაბათს 16:00 – 19:00 საათამდე, თავისუფალი ეთერი მიყავდა.

READ MORE - რომან ქევხიშვილმა პროტესტის ნიშნად რადიო “ობიექტივი” დატოვა

უარი რუსეთთან დიალოგს – ეს კარგს არაფერს მოგვიტანს?

გაზიარება

დიდი რუსეთის იმპერიასთან დიალოგის დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები აზრთა სხვადასხვაობით გამოირჩევიან. მსგავსად პოლიტიკოსებისა მოსახლეობაშიც რუსეთთან ურთიერთობის “დათმობაზე” ორმხრივი პოზიციები ფიქსირდება. დღეს, ოკუპანტი ჩრდილოელი მეზობლის “კეთილი” სურვილების თითქმის არავის სჯერა.

რუსეთ-საქართველოს შორის მრავალ საუკუნოვანი ისტორია არსებობს. მათ ჰქონდათ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ურთიერთობები მაგრამ სამწუხაროდ რუსეთისთვის საქართველო მოისაზრებოდა არა როგორც მეზობელი სახემწიფო, რომლისთვისაც პატივი უნდა ეცა, არამედ მისი სამფლობელოს ერთი კუთხე, რომლისთვისაც ის დღემდე იბრძვის. ამ ორ ქვეყანას შორის მრავალჯერ დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლებიც რუსეთის მხრიდან ყოველთვის ირღვეოდა. მშვიდობის ალამს ამოფარებული ოკუპანტების მიერ არაერთხელ მოხდა ქართული მიწის დაპყრობა. დღეს, საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 1,5 ნაწილი რუსეთის მიერაა დაპყრობილი და მოსახლეობაში მათ მიმართ ნდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ბოლო დროს თავი იჩინეს იმ პოლიტიკოსებმაც რომლებიც დიდ მეზობელთან კარგი ურთიერთობების დამყარების მომხრე არიან. ორი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი რუსეთის პრემიერმინისტრს უკვე შეხვდა სხვებმა კი საქართველოს მტრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

იმ ფონზე, რაც აგვისტოს მოვლენებმა დაგვიტოვა, საზოგადოებაში რამოდენიმე ორაზროვანი იდეოლოგია წარმოიშვა, თუმცა სახემწიფო პოლიტიკას უბრალო მოსახლეობა ადვილად იგებს და ხშირად მსხვერპლიც თვითონ ხდება.

საჭიროა თუ არა აღდგეს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები?; უნდა დავიწყოთ თუ არა დიალოგი რუსეთთან?; რას ფიქრობთ იმ ოპოზიციონერებზე, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ? - ეს ის კითხვებია, რომელიც “ღია ბოქლომმა” ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს დაუსვა.

ეკა რიგვავა, ფინანსისტი: “ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია ოკუპანტებთან თანამშრომლობა”.

ელზა ანთია, პედაგოგი: “დიალოგი რათქმაუნდა საჭიროა, რადგანაც ბირთვული იარაღის მქონე სახემწიფოსთან უმჯობესია მოლაპარაკებები, ვიდრე ომი. ჩემი აზრით საჭიროა დაიწყოს ურთიერთობების დათბობის პროცესი. საქართველომ უნდა დაიბრუნის დაკარგული ტერიტორიები. ეს ოპოზიციონერები, რომლებიც პუტინს შეხვდნენ აკეთებენ სამშობლოსთვის სასიკეთო საქმეს...”

თენგო ხუციშვილი ენერგეტიკოსი: “რუსეთთან პოლიტიკურმა ურთიერთობამ ყოველთვის დაგვღუპა. გავიხსენოთ 1783 წელი. უკეთესია საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა, რუსეთთან და ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობების გარეშე. ერთ დროს პოლიტიკურ წრეებთან ვმეგობრობდი, თუმცა არ მომწონს მათი საქციელი და მხარს აღარ ვუჭერ”.

ზური ალანია: “არ არის საჭირო რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა. ჩემი აზრით ეს ქვეყნის ღალატია და სხვა არაფერი”.

ლამარა ჟვანია, დიასახლისი: “მეზობელთან კარგი ურთიერთობა კარგია ეს მხოლოდ კარგს მოგვიტანს. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი მუშაობს და ცხოვროგს რუსეთის ფედერაციაში და არჩენს ოჯახებს. ნოღაიდელი და ბურჯანაძე ძალიან კარგ პოლიიკას ატარებენ”.

ზოია კვარაცხელია, ფინანსისტი: “არ არის საჭირო პოლიტიკური ურთიერთობების განახლება მოსკოვთან. მათ აგვისტოში აგვაწიოკეს ახალგაზრდები დაგვიხოცეს, ოკუპანტებთან და მკვლელებთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება?! ჩემი აზრით ცუდი ნაბიჯი გადადგეს პოლიტიკოსებმა, როდესაც პუტინს ეახლნენ - ეს ქვეყნის ღალატი არ არის, მაგრამ უპასუხისმგებლო ნაბიჯი ნამდვილად შეიძლება დავარქვათ”.

ჩვენს გამოკითხვაში როგორც ხედავთ მოსახლეობის აზრი ორად გაიყო. ზოგისთვის რუსეთთან დიალოგი ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი საშუალებაა. საზოგადოების მეორე ნაწილი კი კრემლთან დიალოგის კატეგორიული წინააღმდეგია - ისინი ფიქრობენ, რომ დიალოგი დიდი რუსეთის კიდევ ერთხელ, კარგად დაგებული მახეა.

უცნობია როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები საქართველოში თუმცა ერთი კი ცხადია: დღეის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნების მოგების შანსი ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც დაბალი აქვს.

[დარია როგავა, “ღია ბოქლომი“ 11 (15)]

READ MORE - უარი რუსეთთან დიალოგს – ეს კარგს არაფერს მოგვიტანს?

ზვიად სიჭინავა სამეგრელოს გუბერნატორად ინიშნება?

გაზიარება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ ადასტურებს ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნაზე. ამის შესახებ სიჭინავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ზაზა გოროზიას თანამდებობიდან სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ჯერ არ საუბრობენ.

ინტერფაქციული ჯგუფის წევრმა, აკაკი მინაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” აღნიშნა, რომ გოროზიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით მას არაფერი სმენია.

რაც შეეხება კითხვას, უნდა გახდეს თუ არა მესტიის ინციდენტი გოროზიას თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, მინაშვილი პასუხობს, რომ ამაზე მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ ჩახვაძემ კი, მესტიაში განხორციელებული “საარჩევნო სპეცოპერაციის” პირად კონტროლზე აყვანა მთავარ პროკურორს სთხოვა.

მაშინ ჩახვაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მომხდარზე და მასში ზაზა გოროზიას მონაწილეობაზე “უხერხულობას” ხელისუფლებაც გრძნობს, თუმცა გაათავისუფლებენ თუ არა გოროზიას თანამდებობიდან, ჩახვაძის თქმით, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია.

არსებული ინფორმაციით, 3 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზაზა გოროზიამ და სამართალდამცველებმა ოპოზიციის კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოსთოხვეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

მომხდარზე მკაცრ რეაგირებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

[წყარო: "ინტერპრესნიუსი"]


READ MORE - ზვიად სიჭინავა სამეგრელოს გუბერნატორად ინიშნება?

ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]

19 მაისს აბაშის რაიონის სოფელ განათლებისკარში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”-ს ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

გაზიარება

გლეხებმა, პოლიტიკური მოძრაობის ლიდერს პრობლემები გააცვნეს და დაპირებებიც მოისმინეს.

“შეხვედრა მშვიდად ჩატარდა, თუმცა შორიახლოს შეინიშნებოდა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელთა გააქტიურება. ეს არც ბატონ დავითს დარჩენია შეუმჩნეველი” – გვატყობინებს „ღია ბოქლომის“ აბაშის ბიუროს ხელმძღვანელი ქეთი მიქაძე.

როგორც „ახალი მემარჯვენეების“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გელა თოფურიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მათი მხარდამჭერებზე მუდმივად ზეწოლა მიმდინარეობს.

„გამყრელიძეს შეხვდნენ საქსოვის ძველი ბინების მაცხოვრებლებიც. მათ უკვე 6 თვეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. თქვენ წარმოიდგინეთ 21-ე საუკუნეში „რკინის უთოთი“ აუთოვებენ ტანსაცმელს. აბაშელებმა პრობლემის მოგვარებაში დახმარება ითხოვეს“.

READ MORE - ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]

ზუგდიდში თინა ხიდაშელის დასჯას ითხოვენ

გაზიარება

„მოდით, ყველაფერი დავივიწყოთ რაც წარსულს უკავშირდება, განსაკუთრებით, კი 1990-91 წლები“... “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის სწორედ ამ საიტყვებს უკავშირდება წერილი რომელსაც „ღია ბოქლომი“ აქვეყნებს.

ხიდაშელის და კახა კუკავას დისკუსია ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში გასულ თვეში გაიმართა. გადაცემა „არჩევანში“ „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების შავბნელ წარსულზე ისაუბრა და ისინი სამეგრელოს აოხრების თანამონაწილეებად გამოაცხადა. ხიდაშელმა კი საზოგაოებას და ოპონენტს წარსულის დავიწყება ურჩია...

გადაცემას გამოხმაურება მოჰყვა სამეგრელოში. „ღია ბოქლომმა“ მიიღო ყოფილი გვარდიელის და სამხედრო ბატალიონის მეთაურის ქალბატონი დალი ლატარიას წერილი, სადაც ის ამბობს, რომ „რესპუბლიკელებს“ მორალური უფლება არ აქვთ ხალხს წარსულის დავიწყება მოსთხოვონ, მისი თქმით უსუფაშვილი, ხიდაშელი და ძმები ბერძენიშვილები არ არიან ღირსი როდესმე ესტუმრონ სამეგრელოს, ხოლო თუ მაინც გადაწყვეტენ რეგიონში ჩამოსვლას, ლატარია შავოსანი დედების ქუჩაში გამოყვანით იმუქრება.

გთავაზობთ წერილის შემოკლებულ ვარიანტს.

ეროვნული გვარდიის „ნანას“ მეთაური დალი ლატარია: „მე, ერთ-ერთ ჩემს სატელევიზიო გამოსვლაში, მკაფიოდ განვაცხადე იმის შესახებ, რომ პარტია „რესპუბლიკელების“ წევრები: თინა ხიდშელი, დავით უსუფაშვილი და ძმები დავით და ლევან ბერძენიშვილები, ვერ ჩამოვიდონოდნენ სამეგრელოში. მიზეზი კი გასაგებად ავხსენი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვჩები. ამ თემასთან დაკავშირებით წერილის გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ „რუსთავი2“-ის ეთერში, კუკავასთან დებატებში, „რესპუბლიკელების“ წევრმა, თინა ხიდაშელმა, უგუნური და შეურაცხმყოფელი სიტყვები წარმოსთქვა. ცივსისხლიანი ხიდაშელის განცხადებამ მთელი სამეგრელო შეძრა. მე მინდა მას რამოდენიმე სიტყვით მივმართო: თქვენი თქმთ, თურმე წარსული უნდა დავივიწყოთ.…უკაცრავად, მაგრამ ქალბატონო თინა, წასრული, რომელიც ჩვენში არსებობს, დასავიწყებელი ნამდვილად არ არის. ამასთან უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენი პარტიის წაქეზებით და წარსულში ჩადენილი არაჯანსაღი პოლიტიკის გამო, დამხობილ იქნა კანონიერი ხელისუფლება – პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. დააპატიმრეს ბევრი უდანაშაულო ადამიანი, აოხრდა სამეგრელო ...

მინდა გკითხოთ: მაშინ, როდესაც 1990-91 წლებში საქართველო უიმედო მდგომარეობში იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც აკაკი ელიავა, თავის თანამოაზრეებთან ერთად დახვრიტეს, როდესაც ათასობით ადამიანი იქნა მოკლული, რამდენიმეს კი სასჯელის უმაღლესი ფორმა დახვრეტა შეუფარდეს - იქნებ მიპასუხოთ სად იყო იურისტი თინა ხიდშელი?! სად იყვნენ თქვენი პარტიის წევრები?! ალბათ კარგად გახსოვთ ის სისხლიანი დღეები, არა ქალბატონო თინა?!... აი, თუნდაც გავიხსენოთ როგორ დახვრიტეს სტუდენტი გოჩა ჯიქია საკუთარი სახლის წინ;…რა სინდიდით ეუბნებით მის ოჯახს ეს საზარელი ფაქტი დაივიწყეთო?...

ჩვენ გვინდა თავისუფალი და მთლიანი საქართველო – ამისათვის გავიღეთ დიდი მსხვერპლი, თუმცა მიზანი შესრულებული არ არის...“

არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ვისი გორისა ვართ და საიდან იწყება საქართველოს. დამოუკიდებლობა“.

ლატარიას ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები პირად საუბარში კი პოლიტიკური მოძრაობის წევრები ქალბატონ დალის საკუთარ ცოდვებს ახსენებენ და ამბობენ, რომ სამეგრელოში მაშინ ჩამოვლენ როდესაც მოესურვებათ.

[თამარ ძაპტაშვილი, "ღია ბოქლომი" 11 (15)]
READ MORE - ზუგდიდში თინა ხიდაშელის დასჯას ითხოვენ

ვიმღეროთ ენგურის ხიდთან [video]

გაზიარება

26 მაისს 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.

ამავე დღეს, 17:30-ზე, მოეწყობა სოლიდარობის მსვლელობა ენგურის ხიდის მიმართულებით. მსვლელობის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დევნილების საკითხისადმი. მსვლელობის მონაწილეები ენგურის ბლოკპოსტთან გააჟღერებენ გზავნილს - „მუსიკა ათავისუფლებს!“

კონცერტის ყველა მონაწილემ, მათ შორის ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. ჰონორარზე უარი თქვეს. ცნობილი ვარსკვლავების ვიზიტი საქართველოში 25 მაისიდან 28 მაისამდე გაგრძელდება. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილების მხარდაჭერაა. კონცერტის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლაინობისათვის“ და ” Alter Vision Group“.

ვერა ქობალია, არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სამართლაინობისათვის„ ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანი პრობლემების აქტუალიზაცია და ლტოლვილების საკითხის გარშემო საერთაშორისო საზოგადოების და მედიების ყურადღების კონსოლიდაციაა.

საქართველოში 350, 000-მდე დევნილია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც რუსეთ- საქართველოს ომის, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების შედეგად იძულებით დატოვეს მშობლიური კერა.

ღონისძიების დღეებში საქართველოს 150 სტუმარი ეწვევა. მათ შორის იქნებიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ოფიციალური პირები, საფრანგეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები წამყვანი მედიასაშუალებებიდან.

სტუმრები საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისათვისა“ და ორი ფრანგული არასამთვარობო ორგანიზაციის : SOS Rasizm და UEJF-ის მოწვევით ჩამოდიან, მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები კი – „ALTER VISION GROUP”–ის მოწვევით.

ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზაციას „ ALTER VISION GROUP” ახორციელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი, ”Alter Vision Group–ის“ წარმომადგენელი: ”Alter Vision Group“ იზიარებს და მხარს უჭერს პროექტის მთავარ მიზანს და მიმართულებას. საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მედიის კონსოლიდაცია ამ საკითხის გარშემო იმის წინაპირობაა, რომ პროექტი განსაკუთრებულად წარმატებული იქნება“.

ღონისძებამდე, რომელიც 2010 წლის 26 მაისს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდება, ქართველი მუსიკოსები გამართავენ პრომოკონცერტებს სენაკსა (16 მაისი) და ქუთაისში (22 მაისი).

ქართველი მომღერლები და პროექტის ორგანიზატორები მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას, ზუგდიდში გამართულ კონცერტში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ გაუწიონ თანადგომა დევნილებს.




[ილია ჩაჩიბაია, "ახალი 7 დღე"]


READ MORE - ვიმღეროთ ენგურის ხიდთან [video]

"ნიჭიერის" მონაწილემ თვითმკვლელობა სცადა [video]

გაზიარება

"საქართველს დამსახურებული არტისტი", "საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი", "ხალხური სიმღერის დედოფალი", მრავალი ჯილდოს და დიპლომს მფლობელი, მეგრული, ქართული, ლაზური სიმღერებისა და ლექსების ავტორი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დამსახურებული აღიარებებიდან, რაც ქალბატონმა ლუარა ქირიამ მოიპოვა. წალენჯიხის რაიონში დაბადებული და გაზრდილი ერთი თავმდაბალი და მორცხვი გოგონა მოულოდნელად დიდ სცენაზე აღმოჩნდა და დიდმა აუდიტორიამ მალევე აღიარა. მას შემდეგ ის სცენას არ მოშორებია. ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდა სცენიდან სცენაზე, ქალაქიდან ქალაქში და ხალხმა გაიცნო როგორც ცნობილი ჰიტების საყვარელი შემსრულებელი. თუ ერთხელ მაინც მოგისმენიათ, დამეთანხმებით რომ მას გააჩნია ღვთიური ძალა, რომელსაც უხვად გადასცემს მაყურებელს. მისი მუდმივი თანამგზავრი ფანდურია. ქართული ხალხური კულტურის შემოქმედის, მომღერლისა და არტისტის გულს დღეს დარდი ახრჩობს... სიბერის ჟამს მის ფანდურს ცრემლები ეთამაშება და იმედგაცრუებული კვნესის.

"მოდით, მოგვიყევით, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?" - ეს ცნობილი ტელეწამყვანის მაია ასათიანის ცნობილი სიტყვებია, რომელსაც ის თავის გადაცემაში ყველა სტუმარს უსვამს და მონაყოლს ბოლომდე ისმენს. სხვა შემთხვევა აღმოჩნდა იგივე ტელევიზიის ახალი პროექტი "ნიჭიერი", სადაც მაია ჟიურის ამპლუაში მოგვევლინა და სამწუხაროდ მან ამჯერად რესპონდენტს ჩვეული შეკითხვა კი დაუსვა, მაგრამ პასუხი არ მოისმინა. ავბედითი წითელი ღილაკის მსხვერპლი მეგრელი ლუარა ქირია გახდა, რომელიც დღეს "ღია ბოქლომის" სტუმარია და მომხდარს ასე იხსენებს:

ლუარა ქირია, მომღერალი: როგორც ყოველთვის ისე მაშინაც სცანაზე სიხარულით გავედი და ფანდურის რამდენიმე ჩამოკვრაც ვერ მოვასწარი სამივე წითელი ღილაკი ერთდრუოლად აინთო _ სახეზე ღიმილიც ჯერ კიდევ შემრჩენოდა. მოულოდნელობისაგან გაოგნებულმა კულისამდე ძლივს მივაღწიე, იქვე კედელს მივეყრდენი და იმ წუთში ჩემს თვალწინ მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ გადაირბინა. სულ რაღაც ერთი წამის წინ ამ სცენაზე დავტოვე ის წარმატებები და აღიარებები რაც აქამდე მომიპოვებია. მხოლოდ სამმა ადამიანმა განსაზღვრა მთელი ჩემი ბედი. რეალურ სამყაროს მოწყვეტილი ვიდექი კულისებში და არსებული მდგომარეობიდან გარკვევას ვცდილობდი, თუმცა ამაოდ...

–ქალბატონო ლუარა, თქვენ არ ხართ ერთადერთი მონაწილე, რომელიც წითელი ღილაკის მსხვერპლი გახდაზ. რა პრეტენზია გაქვთ ჟიურის მიმართ?
–შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, ჩემს სამშობლოს და ჩემს ხლხს ვენაცვალე. წლების მანძილზე თქვენი სიყვარულით ვმღეროდი, თქვენი სატკივარი მტკიოდა და თქვენი სიხარული მახარებდა. ადრეული ასაკიდან ვიყავი განებივრებული ჯილდოებით და სიგელებით, მაგრამ მოპოვებულმა წარმატებებმა კი არ გამათამამა, არამედ პირიქით, უფრო შეუმჩნეველი გამხადა. სიბერის ჟამს ჩემი გადაწყვეტილება –მონაწილეობა მიმეღო "ნიჭიერში" ცუდი რით იყო? ქართველები ყველანი ნიჭიერები არ ვართ? სხვა თუ არაფერი ერთმანეთის სიყვარული ხომ ვიცით, პატივისცემა და ერთგულება ვიცით, ეს ყველაფერი ნიჭი არ არის? მე არ მაქვს პრეტენზია გავმხდარიყავი პროექტის გამარჯვებული, მაგრამ ცინიკური ღიმილის ღირსი ნამდვილად არ ვიყავი. მხოლოდ სამმა ადამიანმა რატომ გადაწყვიტა ჩემი ბედი და არა მაყურებელმა?! მე მაქვს პრეტენზია ჟიურის მიმართ, რომლებმაც პატივი არ სცეს არც ჩემს ასაკს და არც ქართულ კულტურას. სიმღერა დაწყებული არ მქონდა რომ შემაწყვეტინეს. დავუშვათ, რომ მათი საკადრისი ვერ ვიმღერე, მაგრამ თუ ბოლომდე არა, ნახევრად მაინც მოესმინათ, ეს ელემენტარული კულტურის საკითხია.

–რომელი სიმღერა შეასრულეთ და ვინ გირჩიათ?
–პირველი შესარჩევი ტური ზუგდიდში ჩატარდა და ჟიური მხოლოდ ორი მონაწილესგან შედგებოდა. მათთან ერთად იყო "რუსთავი 2" - ის სამეგრელოს კორესპოდენტი. მამღერეს დაახლოებით ათამდე სიმღერა და მათ მერჩიეს მომდევნო ტურში მემღერა "ო შანტე". ჯერ მამღერეს და როცა სიმღერა დავასრულე ერთხმად ბრავო-ბრავო მეძახეს.

–როგორ ფიქრობთ, თქვენი ამ წარუმატებლობის მიზეზი რა იყო?
–რაც თავი მახსოვს სულ სცენაზე ვდგავარ და რომ გითხრათ მაშინ დავიბენითქო არ იქნება მართალი. უფრო დიდ სცენაზეც მიმღერია და ათასობით მაყურებლის გული დამიპყრია. მაშინაც ჩვეულებრივი დღე იყო ჩემთვის, თუმცა არაჩვეულებრივი შედეგით დასრულებული. სცენიდან გამოსული თავზარდაცემული ვიყავი და ამ ყველაფერს სახელს ვერ ვუძებნიდი. ვფიქრობდი რა პასუხი გამეცა სამეგრელოში ჩამოსულს იმ ხალხისთვის ვინც მგულშემატკივრობდა. იმ ჩანაწერს ხომ ყველა ნახავდა და არ მინდოდა "თითით საჩვენებელი" გავმხდარიყავი. ამ სიბერის ჟამს როგორ შევრცხვიმეთქი. მდგომარეობიდან გამოსვლა გამიჭირდა, თვითმკვლელობაზეც ვიფიქრე, მაგრამ როგორც იტყვიან "ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს" და ჩემს კარიერაში ეს იყო ის მცირე დაღმართი, რომელიც მალავე გავიარე. არ ვაპირებ ამის გამო თავჩახრილმა ვიარო. პირიქით, მე ჩემს ხალხს ვჭირდები, ჩემს სამეგრელოს და მეგრელებს კიდევ ათასი სიმღერა უნდა მივუძღვნა.

ჟურნალი "ღია ბოქლომი" ქალბატონ ლუარას საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობა.


[ლია შამათავა, "ღია ბოქლომი" 11 (15)]
READ MORE - "ნიჭიერის" მონაწილემ თვითმკვლელობა სცადა [video]

ვის გამოჩეკავს მიშა?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამორიცხავს ისეთი სცენარის განხორციელებას, რომლითაც 2013 წლის შემდეგ ის ხელისუფლებაში დარჩება, - ამის შესახებ სააკაშვილმა “კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გაზიარება
[დაჩი კვიკვინია, "ღია ბოქლომი" 11 (15)]
ჟუანალისტის შეკითხვაზე: „რა შეიცვლება რუსულ-ქართულ ურთიერთობებში 2013 წლის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილთან რაიმე სახის ურთიერთობას არ აპირებს“, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დღევანდელი იდეოლოგია 2013 წლის შემდეგაც უცვლელი დარჩება.

"დიახ, მე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ ვიყრი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის იდეოლოგია, რომელსაც მე წარმოვადგენ, მომავალშიც საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული არ იქნება. არ იქნება სააკაშვილი, იქნება ვინმე სხვა, მაგრამ კურსი იქნება იგივე. მეორეც, უნდა გაიგონ, რომ პირადულობა ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ იდეოლოგია უკვე შექმნილია, ეს თაობა უკვე არსებობს და ამას ვერაფრით შეცვლი. ჩვენთან იყო მიტინგები, დემონსტრაციები, მაგრამ ჩემი კურსის მხარდამჭერები მოსახლეობის 50 პროცენტზე ნაკლები არ ყოფილან. დღეს მხარდაჭერა 70 პროცენტი და კიდევ მეტია. საქართველო კონსოლიდირებულია. ჩვენი კურსია ლიბერალური ეკონომიკა, დემოკრატია, ამით კი თავისუფალი და ღია საზოგადოება მხოლოდ უფრო გამყარდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის სიტყვები „არ იქნება სააკაშვილი იქნება ვინმე სხვა, მაგრამ კურსი იქნება იგივე“ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. როგორც ჩანს სააკაშვილი ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებას ჩაიბარებს ისეთი პიროვნება, რომელიც მისი იდეოლოგიის მომხრე იქნება. მთავარსარდლის ეს დაუფიქრებელი განცხადება საზოგადოებაში ეჭვს ბადებს, რომ 2013 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ მიშას ამჟამინდელი მთავრობის წევრებით იქნება დაკომპლექტებული. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ შესაძლებელია სააკაშვილმა უკვე ჩრდილში მყოფმა 2013 წლის შემდეგაც მართოს სახელმწიფო.

„კომერსანტში“ გამოპქვეყნებული ინტერვიუს შეფასება „ღია ბოქლომმა“ საპარლამენტო უმცირესობის წევრს „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს სთხოვა.

–“არ იქნება სააკაშვილი, იქნება ვინმე სხვა, მაგრამ კურსი იქნება იგივე“ როგორ ფიქრობთ რას გულისხმბდა მიხეილ სააკაშვილი ამ სიტყვებში?
–ამ სტატიაში გამოქვეყნებული ციტატების წაკითხვა შესაძლებელია ორნაირი ინტრპრეტაციით. პირველი რაც შეგვიძლია ვიფიქროთ ის არის, რომ სააკაშვილი თავისი გუნდიდან შეარჩევს, მემკვიდრეს და მას გადასცემს ძალაუფლებას. მეორე ინტერპრეტაციით შეიძლება გავიგოთ, რომ ახალ ხელისუფლებაში იქნება ის ლიდერი, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს გააგრძლებებს, რაც ბუნებრივია მისაღები ვარიანტია, თუ ის საშინაო პოლიტიკურ კურსს გულისხმობს, ნამდვილად არ გვჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც საკითხებს ისე განიხილავს, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება და ხალხი იმ უბედურებაში და სიღატაკეში ეყოლება, რომელშიც დღეს არის. თუმცა საგარეო პოლიტიკაშიც არსებობს სერიოზული ხარვეზები, მაგალითად არასწორი აქცენტები გაკეთდა უკრაინის არჩევნებზე და დავდივართ მაკკეინის სანომრე ნიშნებით. ღმერთმა დაგვიფაროს პრეზიდენტი გახდეს ის პიროვნება, რომელიც ამ ტაქტიკურ შეცდომებს გაიმეორებს.

რაც შეეხება მემკვიდრის საკითხს, მე ვფიქრობ, რომ მას გაუჭირდება მემკვიდრის დასახელება, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების შიგნით დაარღვევს ბალანსს და კრახით დასრულდება სააკაშვილის მმართველობა.

–ბატონო ლევან, საეჭვოდ არ გეჩვენებათ, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი პრეზიდენტი ამჟამინდელი ხელისუფლების იდეოლოგიის დამცველი იქნება და საგარეო და საშინაო პოლიტიკური კუსი არ შეიცვლება?
–გააჩნია რა გაგებით სთქვა. თქვენ გახსოვთ მისი გამოსვლა პარლამენტში, როდესაც აღნისნა, 150 ან 200 წელი ვიქნებით ხელისუფლების სათავეშიო. თუ მიშა თვითონ აპირებს ფრანკებნშტეინობას ცალკე თემაა. მე მგონია, რომ სააკაშვილის ძალაუფლება დასრულდება მაშინ, როდესაც დაიწყებს ფიქრს თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი საკუთარი სახელისუფლებო გუნდიდან.


READ MORE - ვის გამოჩეკავს მიშა?

„გამოდი, მიშა, ვარდი უნდა გადმოგცეთ ზუგდიდის „დაჩმორებისთვის“!

გაზიარება

ბოლო ერთი წელია მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოში ვიზიტს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. 2009 წლის 31 დეკემბერს პრეზიდენტის ზუგდიდში ჩამოსვლას 4 უფლებადამცველის და 2 ჟურნალისტის დაკავება მოჰყვა; 2009 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ზუგდიდელებს ბუნებრივი აირის „შეყვანა“ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მიულოცა. თუმცა ხალხი მოტყუებული დარჩა. მომენტი, რომლითაც სააკაშვილი ბედნიერი იყო, მხოლოდ სამი ოჯახისთვის აღმოჩნდა ნანატრი ნეტარება. ამ ვიზიტსაც არ ჩაუვლია ცემა–ტყეპის გარეშე. სამართალდამცავებმა „დაიცავი საქართველოს“ წევრებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს და 70 წლის ქალბატონს, რომელიც პირველი პირისთვის წერილის გადაცემას ცდილობდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს; 2009 წლის სექტემბერში მთავრობის მიერ ცოტა ხნით ადრე ღირსების ორდენით დაჯილდოვებული ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მზის“ ყოფილი თანამშრომელი მალხაზ ბასილაია, რომელიც მთავარსარდალისთვის გადასაცემ წერილში დასაქმებას ითხოვდა, სააკაშვილის თვალწინ დააკავეს და სცემეს... ეს რამდენიმე შემთხვევა, ვფიქრობ, დაგეხმარებათ იმის წარმოდგენაში, თუ რატომ ცდილობენ ადგილობრივი სამართალდამცავები მიშას ზუგდიდში ვიზიტისას, ყოველგავრი პროტესტი აღკვეთონ.

ახლა კი პრეზიდენტის ბოლო ვიზიტზე მოგითხრობთ, რომელსაც დავიდარაბის გარეშე არ ჩაუვლია: 15 მაისს მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მალულად ჩამოვიდა და საკუთარ ხელქვეითებთან ერთად რესტორან „მენძელში“ სუფრას მიუჯდა. პირველი პირის არაოფიციალური ვიზიტი რაიონში არ გამორჩენიათ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრებს. რესტორნიდან ერთი კილომეტრის რადიუსში გადაკეტილ გზასთან მისულ ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს 50-მდე პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დაგვხვდნენ. ძალოვანები ჩვენს დანახვაზე შეცბნენ და, რაგინდ გასაკვირიც უნდა იყოს, „მენძელთან“ მიახლოების საშუალებაც მოგვცეს.

კახა მიქაია, „დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი: „მე მათ მოვთხოვე, მოეცათ უფლება, შევსულიყავი რესტორანში, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ მიპასუხა რომ იქ ბანკეტი იმართებოდა და ამის საშუალებას არ მომცემდა. ამ დროს სამხარეო პოლიციის შეფმა თენგიზ გუნავამ გასცა ბრძანება: მიქაიასკენ ზურგით! ამის შემდეგ იქვე, ყვავილების მაღაზიაში, შევიძინე ვარდი, და სამართალდამცავებს ვთხოვე, მოეცათ საშუალება ვარდების რევოლუციის ბელადისთვის ვარდის გადაცემის საშუალება მოეცათ. საპასუხოდ მათ კედელი აღმართეს კოდუების რესტორანთან და გადაადგილება აგვიკრძალეს. დაახლოებით ერთ საათში სააკაშვილი გამოვიდა რესტორნიდან, სწორედ ამ დროს ჩემკენ წამოვიდნენ პოლიციელები: რუსლან აბულაძე, ლევან ქირია, შავლეგ ქელბახიანი, თემურ თორია და კუდის თუ პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები. ჩამჩურთეს მიკროავტობუსში. მე სიმწრიგან გავყვიროდი: მიშა, ვარდი უნდა გაჩუქო ზუგდიდელთა დაჩმორებისთვის. ძალოვანები არ მაძლევდნენ პროტესტის გამოხატვის საშუალებას, პოლიციელი თორია პირზე ხელის აფარებით ცდილობდა ჩემს გაჩუმებას. რა თქმა უნდა, სააკაშვილმა ჩემი ხმა გაიგონა. რამდენიმე წუთით შეჩერდა, ჩაჯდა მანქანაში და მოკურცხლა. ამის თვითმხილველები არიან ჟურნალისტები: სოსო ხოფერია და ილია ჩაჩიბაია, „დაიცავი საქართველოს“ წევრები ნიკა პაჭკორია და კახა ბასილაია აგრეთვე იქ შეკრებილი მოქალაქეები.

მას შემდეგ, რაც მიშა ტერიტორიას გასცდა, პოლიციელებმა გამათავისუფლეს. მოგვიანებით შევიტყვე, რომ თურმე დაკავებული ჰყავდათ სხვებიც: ჟურნალისტები და ჩემი მეგობრები. ჩვენ ექსკორტს უკან გავყევით და ვნახეთ, როგორ გაფრინდა ვერტმფრენით სააკაშვილი. რესტორანში თან ახლდნენ ნუგზარ წიკლაური და დათო დარჩიაშვილი. დარჩიაშვილს ჩვენმა წევრებმა მესტიის ინციდენტი შეახსენეს, რაზეც ირონია გამოხატა და უკომენტაროდ დაგვტოვა. არჩევნების პერიოდში სააკაშვილი ზუგდიდში დადის საქეიფოდ, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ მისგან დაშინებული ზუგდიდი მას მისცემს ხმას, ამით სარგებლობს და კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფას აყენებს ადგილობრივებს. მიუხედავად ამისა, ბოლოს და ბოლოს, სამეგრელოში პროტესტი გაღვივდება და მეგრელები არ მოუთმენენ მიშას შეურაცხყოფას და დამცირებას”.

გიორგი შონია, ინციდენტის თვითმხილველი: “დავინახე, პრეზიდენტი როგორ შეჩერდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუძახა „მიშა, ვარდი უნდა გადმოგცე ზუგდიდელთა დაჩმორებისთვისო“, სწორედ ამ დროს, მას თავს დაესხნენ პოლიციელები და გაურკვეველი მიმართულებით წაათრიეს. ძალოვანებმა მეც შემბოჭეს და გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდნენ. ერთადერთი, რაც შორიდან შევნიშნე, ის იყო, რომ ჟურნალისტებს გადაღების უფლებას არ აძლევდნენ, ფაქტობრივად, რამდენიმე წუთით ისინიც დააკავეს. ექსკორტმა კი სწრაფად ჩაიქროლა“.

ნაზი ბაძაღუა, ზუგდიდის მკვიდრი: „შემთხვევით შევიტყვე პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ. რესტორანთან მივედი, რომ მისთვის წერილი გადამეცა. დაცვამ ამის საშუალება არ მომცა. მატერიალურად მიჭირს, სამსახურს ვერ ვშოულობ. წერილში ამის შესახებ ვწერდი და მიხეილ სააკაშვილს დახმარებას ვთხოვდი. როდესაც პრეზიდენტი შენობიდან გამოდიოდა დავუძახე, ვერ გაიგო. ამ დროს რაიონული პოლიციის ბიჭებმა პირზე ხელი ამაფარეს. 2 წუთის შემდეგ მითხრეს, ახლა თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. უკვე აღარც ექსკორტი იყო და აღარც მიშა“.

[ილია ჩაჩიბაია, "ახალი 7 დღე"]
READ MORE - „გამოდი, მიშა, ვარდი უნდა გადმოგცეთ ზუგდიდის „დაჩმორებისთვის“!

თეა თუთბერიძე იმედს გამოთქვამს, რომ მორწმუნეთა რიცხვი შემცირდება

21:38 10.10.2010
თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი".

საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში მორწმუნეთა რიცხვი მალე შემცირდება.

"დღეს ძალიან მაღალია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რეიტინგი. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერ იქნება მუდმივად ასე. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს დადის ეკლესიაში ძალიან მალე აღარ ივლის..." - აცხადებს ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თეა თუთბერიძე.

READ MORE - თეა თუთბერიძე იმედს გამოთქვამს, რომ მორწმუნეთა რიცხვი შემცირდება

ზუგდიდი 26 მაისი – “მუსიკა ათავისუფლებს!” [video]

გაზიარება

26 მაისს ზუგდიდში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ქართველ მომღერლებთან ერთად დევნილთა მხარდასაჭერ კონცერტ-აქციას გამართავენ. დეტალები ნახეთ სიუჟეტში, რომელიც ინტერნეტ ტელევიზია itv-მ მოამზადა.











READ MORE - ზუგდიდი 26 მაისი – “მუსიკა ათავისუფლებს!” [video]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...