14:55 21.02.2019
უმრავლესობის დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, ის დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე სთხოვა ეკა ბესელიას, დეპუტატებისთვის ტერმინ „კონსტიტუციური ტესტის“ მნიშვნელობა აეხსნა.
„მე ამ კანონპროექტს ხმას ვაძლევ, ისევე როგორც ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მე ვფიქრობ, დაინტერესებულია ამ საკითხით. ხშირად ისმის კოლეგების მხრიდან ტერმინი „კონსტიტუციური ტესტი“. მე არ ვიცი, ეს რა ტერმინია და მინდა, განმიმარტონ, რათა ამ ტესტში რამე შეცდომა არ მომივიდეს. და კიდევ, ბოლოს და ბოლოს, სულ ორი სიტყვით მითხარით, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც შეაფერხებს, დაანგრევს რაღაც პროცედურას, შეაფერხებს სასამართლოს მუშაობას და წარღვნას მოუმზადებს მთელ ამ სისტემას. თუ ასეთ რაღაცას ამზადებთ, მე არ მოგცემთ ხმას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.
ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.