15:05 21.02.2019
ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც, - ამ სიტყვებით უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას.
ვოლსკის თქმით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით რომან გოცირიძემ მიზანმიმართულად გააკეთა განცხადება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„ეს არ არის მხოლოდ ემოცია, ეს არის კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა, იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. JP Morgan-ის ხსენება იმ კონტექსტში, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არის არაკომპეტენტური განცხადება. მეორე საკითხი არის ის, რომ სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, რადგან ზუსტად იცის რაც მოხდა, ხოლო მესამე არის ის, რომ თავად მამუკა ხაზარაძეც არ უარყოფს ამ თემას, ამბობს, რომ არ იცოდა. ფაქტი არის იმდენად ნათელი და თვალსაჩინო, რომ ამაზე კამათი არ შეიძლება. საკითხის ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოდან გამოიტანა საჩივარი არა იმიტომ რომ ხედავს, რაღაცა არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ რომ შუშის სასახლეშია საქმე, ძალიან გთხოვთ დაანებეთ ამას თავი. ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც. მითუმეტეს, არ შეიძლება ასე ყველაფრის ჩამოკიდება იმაზე, რასაც თქვენი პოლიტიკური ინტერესი ჰქვია. არსებობს სახელმწიფო ინტერესი და ხანდახან ამაზე უფრო მეტად უნდა დაფიქრდეთ“, - მიმართა გია ვოლსკიმ რომან გოცირიძეს.
რომან გოცირიძის განცხადებით, „თიბისი ბანკზე“ სასამართლო შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ „ქურდული გარჩევის“ დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა“.