წყარო გაზეთი "ბანკები და ფინანსები"
22:56 30.03.2015
"მიზნობრივი ინფლაცია ეს არის ის მთავარი ორიენტირი, რომლის ირგვლივაც მოქმედებს ეროვნული ბანკი. ჩვენი პოლიტიკა არის სწორი და თანმიმდევრული"...
გუშინ ლარის კურსი მცირედით, 0.0032 პუნქტით გამყარდა და დოლართან მიმართებაში დღევანდელმა გაცვლითმა კურსმა 2.2255 შეადგინა.
0.0078 პუნქტით გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაში. შედეგად, ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, ხვალ ერთი ევრო 2.4400 ლარი ეღირება.
ლარის კურსთან დაკავშირებით, ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა. გიორგი ქადაგიძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ მივიღეთ თითქმის 30%-იანი გაუფასურება დოლართან მიმართებაში, ეს გაუფასურება კი იწყებს მოქმედებას და საგადამხდელო ბალანსის კორექტირებას აკეთებს.
მისივე განცხადებით, გაუფასურებამ უკვე იმ ზღვარს მიაღწია, როდესაც ხდება საგადასახდელო ბალანსის ახალი ნიშნულის დაფიქსირება და ამ პროცესებთან და სეზონურ ფაქტორებთან ერთად რყევები შემცირდა და შეინიშნება შედარებით უფრო სტაბილური სიტუაცია.
მისივე განცხადებით, სხვა თანაბარ პირობებში კურსი კიდევ უფრო რომ გაუფასურდეს, ამის ნიშნები დღეს არ არის, მაგრამ ახლა საჭიროა ქმედებები, რომ შედეგი იქნება განეიტრალება და შემსუბუქება იმ ზიანის, რომელიც მიიღო იმ მოსახლეობამ რომელსაც სესხი აქვთ დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში.
ლარის კურსის გაუფასურებით დაზარალდა ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი, ვისაც სესხი აქვთ დოლარში და მათ პირდაპირპროპორციულად გაუძვირდათ სესხის ტვირთი, – აღნიშნა ქადაგიძემ.
ამავე დროს, მისი განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვალუტის შემოდინებები აღდგეს, გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც თავისთავად რეალური შემოსავლების ზრდაში გამოიხატება. სამწუხაროდ სხვა რეცეპტი არ არსებობს და ახლა არის დრო სწრაფი და ეფექტური ქმედებების, - დასძენს ის.
ამასთან აღნიშნავს, რომ ის დანაკლისი, რომელიც ჩვენ სავალუტო შემოდინებებით მივიღეთ, უკვე აისახა კურსში.
ქადაგიძის განცხადებითვე, ქვეყნის ეკონომიკის ციკლებიდან გამომდინარე თებერვალი - მარტი ყოველთვის არის რთული, ჩვენ შევალთ ტურისტულ სეზონში და შესაბამისად შემოდინებები სეზონურად გაიზრდება, მაგრამ ფუნდამენტურად სხვა ტიპის გადაწყვეტებია საჭირო.
მისივე თქმით, მიზნობრივ ინფლაციის მაჩვენებელი წლის მეორე ნახევარში შესრულდება. მიუხედავად იმისა, რომ რიგ პროდუქტებზე ფასები გაზრდილია, იმის გამო, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას ჰქონდა ადგილი, ეროვნული ბანკი სწრაფად ინფლაციის იმპორტს არ აკეთებს, აკვირდებიან მოვლენებს.
"მიზნობრივი ინფლაცია ეს არის ის მთავარი ორიენტირი, რომლის ირგვლივაც მოქმედებს ეროვნული ბანკი. ჩვენი პოლიტიკა არის სწორი და თანმიმდევრული", – განაცხადა ქადაგიძემ, რომელმაც ამ განცხადებით, პრაქტიკულად აღიარა, რომ მიზნობრივი ინფლაციის მიღწევის მიზნით, ლარის გაუფასურების პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.
გაზეთში გამოქვეყნების თარიღი 26.03.2015