წყარო ამბები.გე
17:50 12.01.2015
კულტურის სამინისტროში მოულოდნელი რეორგანიზაცია ჩატარდა. რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ ერთი თანამშრომელი, სოფო აბულაძე გაუშვეს სამსახურიდან. სოფო აბულაძე კულტურის სამინისტროში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა, ის კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახლდათ. რამდენიმე კვირის წინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" დათო ოქიტაშვილმა, სოფო აბულაძე ირმა ნადირაშვილთან და გიგი უგულავას მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად ე.წ. შავი სიების შედგენაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სოფო აბულაძე 24 საათი ელოდება, როდის შემოვა ეტლით საქართველოში მიხეილ სააკაშვილი.
"ეს ის სოფო აბულაძეა, ვინც იტირა რურუასთან და სააკაშვილთან და მე წამართვეს ვარსკვლავები", - განაცხადა ოქიტაშვილმა გრიგოლიას ეთერში.
გახდა თუ არა ოქიტაშვილის განცხადება სოფო აბულაძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, უცნობია. Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა ასევე, რომ კულტურის სამინისტროში ახალი დეპარტამენტი - "პროექტების განხილვის დეპარტამენტი" შეიქმნა. მას ნეკა სებისკვერაძე უხელმძღვანელებს, რომელიც წლების მანძილზე თბილისის მერიაში კულტურული ღონისძიების ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა. სწორედ ნეკა იყო თბილისში მასშტაბური კონცერტების ორგანიზატორი, რომელსაც სტეფანეს და კახაბერის კუთვნილი კომპანია "არტ ფორუმი" ასრულებდა.
- სოფო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტროში რეორგანიზაცია ჩატარდა და მხოლოდ თქვენ გაგათავისუფლეს სამსახურიდან, ადასტურებთ?
- კი, მართალია. მხოლოდ მე გამიშვეს სამსახურიდან.
- ოქიტაშვილის განცხადებას ხომ არ უკავშირებთ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას?
- ამაზე ვცადე მქონოდა საუბარი ხელმძღვანელობასთან, მაგრამ მათ მითხრეს, რომ რეორგანიზაციის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან. 5 იანვარს გავიგე ამის შესახებ, როცა გამოვედი სამსახურში.
- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტროში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც ღონისძიებებს განიხილავს და მას ნეკა სებისკვერაძე უხელმძღვანელებს, მართალია?
- როცა დაინიშნება ხელმძღვანელის პოზიციაზე, თავად გააკეთებს სამინისტრო განცხადებას. სამინისტროში ბევრი ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, თანამშრომლების შემცირება ნამდვილად არ მომხდარა.