ავტორი თეო ტაბატაძე, reportiori.ge
22:13 04.04.2014
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად უფრო აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს.
„ომი ახლოვდება, რატომ ვერ მშვიდდება რუსეთის შეშლილი მეფე“
- ამ სათაურით მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა „ფორინპოლისში“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
"მარტის დასაწყისში, ყირიმში რეფერენდუმის ინსცენირებითა და რეგიონის ანექსიით რუსეთმა ფუნდამენტი ჩაუყარა "ახალ პოლიტიკურ-სამართლებრივ რეალობას", როგორც მოსკოვი უწოდებს. ეს არის, ასე ვთქვათ, ახალი რუსული პარადიგმა უკანონო მსოფლიოსთვის. როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რუსეთმა შემოიტანა ჯუნგლების კანონი ცივილურ მსოფლიოში. ჩვენთვის, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადეთ ვლადიმერ პუტინის მცდელობა, თავიდან აიცილოს შედეგები საბჭოთა კავშირის დაშლისა, რასაც ის მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს, ის, რაც უკრაინაში ხდება, მოულოდნელი არ არის. მაგრამ ეს სპექტაკლის ბოლო მოქმედება არ არის", - წერს სააკაშვილი.
მისი აზრით, აშკარაა, რომ ამ ეტაპზე პუტინის გეგმა - დაიპყროს აღმოსავლეთ უკრაინა იქ რუსი მოსახლეობის მობილიზებით – ჩაიშალა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი დანებდება.
"ისტორია შეიძლება სასარგებლო იყოს, რათა მორიგი კატასტროფები თავიდან აიცილონ და რეაგირება მოახდინონ, მაგრამ ბევრი პოლიტიკოსი ვერ სწავლობს წარსულის გამოცდილებაზე და იგივე შეცდომებს უშვებს, რასაც მათი წინამორბედები ათეულობით წლის წინ", - წერს მიხეილ სააკაშვილი და იხსენებს რუსეთის ქმედებებს ჩეჩნეთსა და საქართველოში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "უთვალავი მაგალითის მიუხედავად, დასალეთს არ ესმის ან აგრძელებს პუტინისთვის აგრესიის პატიებას".
მიხეილ სააკაშვილი პარალელებს ავლებს ნევილ ჩემბერლენის მოქმედებებთან, როცა ნაცისტურმა გერმანიამ სუდეტის ოლქი მიიტაცა და აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომებით, "ყველაზე დიდი მსხვერპლი დასავლეთისთვის იქნება არა ის ქვეყნები, რომლებიც უკვე არიან ან ისწრაფვიან მოკავშირეობისკენ, არამედ პრინციპები, რომლებზეც დგას დასავლეთი.
ექსპერეზიდენტი წერს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უბრალოდ დაისაჯნენ რუსეთის მიერ მათი სურვილისთვის, იცხოვრონ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც განსხვავდება პუტინის მოდელისგან. იგი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უნდა გაატაროს უფრო საგრძნობი და ყოვლისმომცველი სანქციები.
"მიუხედავად პრეზიდენტ ბარაქ ობამას რიტორიკისა, დასავლეთს და განსაკუთრებით ევროპას, არც თუ ისე ძალიან უნდა უფრო მკაცრი სანქციების შემოღება. ცივი ომის პერიოდისგან გასხვავებით, დასავლეთის კომპანიები გაცილებით მეტ სარგებელს იღებენ დღევანდელი რუსეთისგან და ისინიც აუცილებლად დაზარალდებიან. მაგრამ სანქციების პირველი ეტაპის შემდეგ, აქციების ფასმა ისევ აიწია, ბაზრები დარეგულირდა, ვერ დაინახეს რა ამ ზომების შორსმიმავალი შედეგები. და როგორ უნდა დასავლეთს, რომ პუტინმა სერიოზულად აღიქვას ეს, როდესაც "უოლ სტრიტსაც" კი არ სჯერა დასავლეთის ალიანსის განზრახვების სერიოზულობის?! დილემა მარტივია: სურს დასავლეთს გადაიხადოს ეს ფასი ახლა თუ გადაიხადოს გაცილებით ძვირი მომავალში?! არჩევანი ყველაზე უკეთ სამედიცინო ტერმინოლოგიაში შეიძლება იყოს აღწერილი. სიმსივნემ რუსეთის აგრესიის სახით პირველად საქართველოში ჩინა თავი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა, დიაგნოზისთვის ყურადღება არ მიექცია და დაავადებისთვის ასპირინით ემკურნალა. ყირიმი არის მეტასტაზი იმისა, რაც საქართველოში მოხდა, მაგრამ დასავლეთი კვლავ გამორიცხავს ქირურგიულ (სამხედრო) ჩარევას, რადგან დიდი რისკი არსებობს. მაგრამ როგორც მინიმუმ, მან უნდა მიმართოს ქიმიოთერაპიას. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპული კომპანიები მოკლევადიან პერსპექტივაში იგრძნობენ თავიანთი პრეპარატების შედეგებს, მაგრამ შორსმიმავალ პერსპექტივაში ეს მტკივნეული დოზა არის ერთადერთი საშუალება, დაეხმაროს, მოკლას სიმსივნე, სახელად პუტინი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამასთან, ის საერთაშორისო თანამეგობრობას უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს ახსენებს: "თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს".
"რა თქმა უნდა, თანამედროვე პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სოცილოგიური გამოკითხვებითა და მუდმივი არჩევნებით არიან მოცულნი, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი ყოველთვის ჩერჩილს მიბაძავენ. მაგრამ როგორც მინიმუმ, მათ არ უნდა სურდეთ შევიდნენ ისტორიაში, როგორც 21-ე საუკუნის ნევილ ჩემბერლენები", - წერს მიხეილ სააკაშვილი.