17:29 06.08.2013
„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ 2008 წლის აგვსიტოს რუსეთ-საქართველოს ომის 5 წლისთავზე კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს თითოეული დაღუპული გმირის ხსოვნას და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა უცვლელია.
კერძოდ, დღემდე არ შესრულებულა ის ექვსპუნქტიანი შეთანმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის 12 აგვისტოს. რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს აცხადებს შეიარაღებული ძალების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნების ვალდებულებაზე.
როგორც უშუალოდ საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, ისე ომის შემდეგ, საქართველოს არაერთმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით 2008 წლის აგვისტოში მოხერხდა აგრესიის შეჩერება. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ მადლიერია ყველა იმ ქვეყნის, რომლებმაც უმოკლეს ვადებში მოახერხეს რეაგირება რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე და თანადგომა გაუწიეს საქართველოს უკიდურესად მძიმე პერიოდში. ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები გაითვალისწინებენ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შესაძლებელი გახდება საქართველოს ტეროტრიული მთლიანობის აღდგენა. თავის მხრივ, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ მზადაა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ, უმნიშვნელოვანეს პროცესში.
| დატოვე კომენტარი |